ქუთაისის "გლამურები"
- Anna Shalikiani
- Apr 15
- 2 min read

ქუთაისის N5 საჯარო სკოლამ ტვინების ბრძოლის გაზაფხულის სეზონის შიდა სასკოლო ტურს უმასპინძლა. ღონისძიებამ, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლეებში ლოგიკური აზროვნების, გუნდური სულისკვეთებისა და ზოგადი განათლების დონის ამაღლებას, სკოლის სხვადასხვა კლასის მოსწავლეები გააერთიანა.
შეჯიბრი სამ ასაკობრივ ჯგუფში - U5(მე-3, მე-4 და მე-5 კლასები), U8(მე-6, მე-7 და მე-8 კლასები) და U12(მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასები) კატეგორიებში წარიმართა. ჯამში, ქუთაისის N5 სკოლის შიდა სასკოლო ტურში 9 გუნდმა იასპარეზა. თამაში თითოეულ ასაკობრივ ჯგუფში დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა. მონაწილეები დიდი ენთუზიაზმით პასუხობდნენ დასმულ შეკითხვებს და ცდილობდნენ საკუთარი გუნდისთვის მაქსიმალური ქულების მოპოვებას.
ინტელექტუალურ ბრძოლაში გამარჯვება შემდეგმა გუნდებმა მოიპოვეს:
U5 კატეგორია: "გლამურები", კაპიტანი - ემილი გიორხელიძე
U8 კატეგორია: "ალბატროსი", კაპიტანი - გიორგი ბექელაძე
U12 კატეგორია: "მზე და მთვარე", კაპიტანი - მარიამ ხუჯაძე
ღონისძიების დასასრულს, გამარჯვებულ გუნდებს სიგელები გადაეცათ. ტურნირში მონაწილე ყველა მოსწავლეს “ტვინების ბრძოლის” შიდა სასკოლო ტურში მონაწილეობის დამადასტურებელი დიპლომი ელექტრონულად დაეგზავნება.
მადლობას ვუხდით სკოლის დირექტორს ია პაიჭაძე-სულავას და ტვინების ბრძოლის ორგანიზატორთა გუნდს, ჩვენთან თანამშრომლობისა და მოსწავლეთა ინტელექტუალური განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის!🙌
ქუთაისის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეებს კი წარმატებებს ვუსურვებთ ტვინების ბრძოლის გაზაფხულის სეზონზე!✨
გაიცანით ქუთაისის N5 საჯარო სკოლის ტვინიკოსები: 👇
კატეგორია | გუნდი | კაპიტანი | მე-2 წევრი | მე-3 წევრი | მე-4 წევრი | მე-5 წევრი | მე-6 წევრი |
U5 | გლამურები | ემილი გიორხელიძე | ომარ გაბადაძე | ოთო მანაგაძე | ნინო ხალილუევა | ქეთი უგრეხელიძე | მარი ხუჯაძე |
U5 | ტვინიკოსები | ანგელინა ჭუმბურიძე | ლუკა აბრამიშვილი | ინა რიჭამაძე | დანიელ ბარდაველიძე | მარიამ რადიკოვა | ნოდო გაბრიჩიძე |
U5 | ცეცხლოვანი ლომები | ალექსანდრე კირკიტაძე | ნინი უგრეხელიძე | ანასტასია თუთისანი | ანდრია მერკვილაძე | იოანე შკაკიძე | გიორგი ფოფხაძე |
U8 | ალბატროსი | გიორგი ბექელაძე | ემილია ხუჯაძე | გვანცა გოცირიძე | ბარბარე ასანიძე | დემეტრე მინდიშვილი | ბერიკა შარაშენიძე |
U8 | 999 | მარიამ გაბადაძე | ანასტასია კუტალაძე | თამარ ჟღენტი | მარია სალაძე | ბარბარე ბაჯაძე | რეზი ჩხგირკია |
U12 | მზე და მთვარე | მარიამ ხუჯაძე | ლაურა ბრეგვაძე | სანდრო დიდბარიძე | გიორგი ასანიძე | ლილე ფურცხვანიძე | ელენე ცირეკიძე |
U12 | ტუზი | თემუკა გუმბერიძე | ნათია ბუცხრიკიძე | ნინო ფოცხვერია | |||
U12 | აურა | ნიკოლოზ მახარაძე | ილია ჩხიკვაძე | დავით მინდიაშვილი | ლუკა ბურჯანაძე | მათე ლუტიძე | |
U12 | ულტრასები | ლუკა სირბილაძე | გიორგი ვაშაყმაძე | საბა ღიბრაძე | ბარბარე ბასილაძე | ლიკა ხიპანიძე | ლანა გაბრიჭიძე |














Comments