top of page

"მწვანე კარადის" ტვინიკოსები ქუთაისის 14 სკოლიდან

ქუთაისის N14 საჯარო სკოლამ ტვინების ბრძოლის შემოდგომის სეზონის შიდა სასკოლო ტურს უმასპინძლა. ღონისძიებამ, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლეებში ლოგიკური აზროვნების, გუნდური სულისკვეთებისა და ზოგადი განათლების დონის ამაღლებას, სკოლის სხვადასხვა კლასის მოსწავლეები გააერთიანა.


შეჯიბრი ორ ასაკობრივ ჯგუფში - U8 (მე-6, მე-7 და მე-8 კლასები)  და  U12 (მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასები) კატეგორიებში წარიმართა. ჯამში, ქუთაისის N14 საჯარო სკოლის შიდა სასკოლო ტურში ცხრა გუნდმა იასპარეზა. თამაში თითოეულ ასაკობრივ ჯგუფში დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა. მონაწილეები დიდი ენთუზიაზმით პასუხობდნენ დასმულ შეკითხვებს და ცდილობდნენ საკუთარი გუნდისთვის მაქსიმალური ქულების მოპოვებას. 


ინტელექტუალურ ბრძოლაში გამარჯვება შემდეგმა გუნდებმა მოიპოვეს:


U8 კატეგორია: “იმედი”, კაპიტანი - მათე გურგენიძე

U12 კატეგორია: “მწვანე კარადა”, კაპიტანი - გაბრიელ თვალთვაძე


ღონისძიების დასასრულს, გამარჯვებულ გუნდებს სიგელები გადაეცათ. ტურნირში მონაწილე ყველა მოსწავლეს “ტვინების ბრძოლის” შიდა სასკოლო ტურში მონაწილეობის დამადასტურებელი დიპლომი ელექტრონულად დაეგზავნება.


მადლობას ვუხდით დირექტორს, ქალბატონ ნონა ჩუბინიძეს და ტვინების ბრძოლის ორგანიზატორს — ქალბატონ ნანა გოგორიშვილს, ჩვენთან თანამშრომლობისა და მოსწავლეთა ინტელექტუალური განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის!


ქუთაისის N14 საჯარო სკოლის  მოსწავლეებს კი წარმატებებს ვუსურვებთ ტვინების ბრძოლის შემოდგომის სეზონზე!


გაიცანით ქუთაისის N14 საჯარო სკოლის ტვინიკოსები: 

კატეგორია

გუნდი

კაპიტანი

მე-2 წევრი

მე-3 წევრი

მე-4 წევრი

მე-5 წევრი

სათადარიგო

წევრი

U8

იმედი

მათე გურგენიძე

ნია წიწილაშვილი

ანასტასია მეშველიანი

თეკლა ჯღამაძე

ანდრია შარია


U8

არწივები

გაბრიელ კობახიძე

თეკლა მდივანი

მარიამ ჩეგიანი

მარიამ ჯულაყიძე

დემეტრე ჩიტორელიძე

ბარბარე მორჩაძე

U8

ტვინიკოსები


გაბრიელ მარჯანიშვილი

ბექა ჩარკვიანი

დათო მჟავანიძე

მარიამ კუხიანიძე

ნატალი ჩირგაძე


U8

ხარები

გიორგი გურჩიანი

ცოტნე ციცვიძე

თამარ ტყემალაძე

მათე ჯღამაძე

დათა ვაჭარიძე


U12

მწვანე კარადა

გაბრიელ თვალთვაძე

დემეტრე გუმბერიძე

ავთო ცხოვრებაძე

ნია მორჩაძე

გიგი ჯალაღანია


U12

მადაგასკარი

ნუცა ჯიბლაძე

ლიზი კვაჭაძე

ელენე კაბახიძე

მანანა გიორგაძე

ელენე მაღლაკელიძე


U12

ჯვაროსნები

მარი თევდორაძე

მარიამ მამარდაშვილი

თამარ მამარდაშვილი

ლიკა ხერხაძე

ალექსი მანაგაძე


U12

10ა

ნინო ბენდელიანი

ანა ყავრელიშვილი

გიორგი აბუსერიძე

ნიაკო ხურციძე



U12

ვარსკვლავები

სანდრო ბაკურაძე

მარიამ ჯღამაძე

მარიამ ჟორჟოლიანი

ლაზარე ცერცვაძე

ქეთი კახაძე

გიორგი გოგილავა



Comments


bottom of page