top of page

გორელების ტრიუმფი

ქუთაისის მე-20  საჯარო სკოლამ ტვინების ბრძოლის შემოდგომის სეზონის შიდა სასკოლო ტურს უმასპინძლა. ღონისძიებამ, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლეებში ლოგიკური აზროვნების, გუნდური სულისკვეთებისა და ზოგადი განათლების დონის ამაღლებას, სკოლის სხვადასხვა კლასის მოსწავლეები გააერთიანა.


შეჯიბრი სამ ასაკობრივ ჯგუფში - U5 (მე-3, მე-4 და მე-5 კლასები), U8 (მე-6, მე-7 და მე-8 კლასები) და  U12 (მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასები)კატეგორიებში წარიმართა. ჯამში, ქუთაისის მე-20 საჯარო სკოლის შიდა სასკოლო ტურში თოთხმეტმა გუნდმა იასპარეზა. თამაში თითოეულ ასაკობრივ ჯგუფში დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა. მონაწილეები დიდი ენთუზიაზმით პასუხობდნენ დასმულ შეკითხვებს და ცდილობდნენ საკუთარი გუნდისთვის მაქსიმალური ქულების მოპოვებას. 


ინტელექტუალურ ბრძოლაში გამარჯვება შემდეგმა გუნდებმა მოიპოვეს:


U5 კატეგორია: “გორელები”, კაპიტანი -მარიამ ქათამაძე

U8 კატეგორია: “გენიოსები”, კაპიტანი - იოანე შავლაყაძე

U12 კატეგორია: “MTNM”, კაპიტანი - თაკო ჩარკვიანი


ღონისძიების დასასრულს, გამარჯვებულ გუნდებს სიგელები გადაეცათ. ტურნირში მონაწილე ყველა მოსწავლეს “ტვინების ბრძოლის” შიდა სასკოლო ტურში მონაწილეობის დამადასტურებელი დიპლომი ელექტრონულად დაეგზავნება.


მადლობას ვუხდით ქალბატონ ლიკა სანებლიძეს და ტვინების ბრძოლის ორგანიზატორს — ქეთევან შენგელიას, ჩვენთან თანამშრომლობისა და მოსწავლეთა ინტელექტუალური განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის!


ქუთაისის მე-20 საჯარო სკოლის  მოსწავლეებს კი წარმატებებს ვუსურვებთ ტვინების ბრძოლის შემოდგომის სეზონზე!


გაიცანით ქუთაისის მე-20 საჯარო სკოლის ტვინიკოსები:

კატეგორია

გუნდი

კაპიტანი

მე-2 წევრი

მე-3 წევრი

მე-4 წევრი

მე-5 წევრი

U5

ქუთაისელები

ანდრია ხმელიძე

თამარი ლორთქიფანიძე

თემურ ჯიშკარიანი

ანასტასია ყურაშვილი

გაბრიელ ნუცუბიძე

U5

გორელები

მარიამ ქათამაძე

დემეტრე უგლავა

დავით უგლავა

სესილია ტყაბლაძე

გიორგი კოპალეიშვილი

U5

მომავალი აინშტაინები

ნიკოლოზ ხმელიძე

ელისაბედ ალხაზაშვილი

ბარბარე ბოგვერაძე

მარიამ ქობულაძე

იოანე ქებაძე

U5

ჭკვიანები

რეზი ნემსიწვერიძე

ნატალი ნემსიწვერიძე

ელენე ჭითავა

კახაბერ ძიგუა

მიხეილ ფურელიანი

U8

ევრიკა

მარიამ ხანძელაძე

ელენე ქებაძე

ინა სამხარაძე

იოანე ლორთქიფანიძე

ელენე კიკოლიაშვილი

U8

ყველაზე წიგნიერი

ანასტასია დონღვანი

გიორგი ხვიჩია

ნიკოლოზ კორძაია

ბარბარე ალხაზაშვილი

მარიამ უგლავა

U8

გენიოსები

იოანე შავლაყაძე

მათე ხვიჩია

ლუკა ბოგვერაძე



U8

გორელები

მარიამ ჩხეტიანი

ნინო ჩირგაძე

მარიამ გიგანი



U8

პოსეიდონი

თომა ბრეგვაძე

ბარბარე ენდელაძე

ბარბარე ნემსიწვერიძე

ქეთი ნანიკაშვილი

თამაზ ტყეშელაშვილი

U12

დორიტოს

დაჩი ქათამაძე

ნიკოლოზ ბარათაშვილი

თათა დოგრაშვილი



U12

PEKKA

საბა ქოჩიაშვილი

ანა ახვლედიანი

ანანო ბერაძე

ანდრია ლობჟანიძე


U12

MTNM

თაკო ჩარკვიანი

ნია ქაშიბაძე

მარიამ ახვლედიანი

მარიამ ენდელაძე


U12

10

ლუკა კოღუაშვილი

ბესო ჩირგაძე

ნიკოლოზ ფოლადიშვილი

ანდრია ქაროსანიძე


U12

11

ქეთი ფხაკაძე

ნინო ფხაკაძე

ანამარია ბიბიჩაძე





Comments


bottom of page