"ძალა ერთობაშია"
- Anna Shalikiani
- Nov 3
- 2 min read
ქობულეთის N1 საჯარო სკოლამ ტვინების ბრძოლის შემოდგომის სეზონის შიდა სასკოლო ტურს უმასპინძლა. ღონისძიებამ, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლეებში ლოგიკური აზროვნების, გუნდური სულისკვეთებისა და ზოგადი განათლების დონის ამაღლებას, სკოლის სხვადასხვა კლასის მოსწავლეები გააერთიანა.
შეჯიბრი ორ ასაკობრივ ჯგუფში - U8 (მე-6, მე-7 და მე-8 კლასები) და U12 (მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასები) კატეგორიებში წარიმართა. ჯამში, ქობულეთის N1 საჯარო სკოლის შიდა სასკოლო ტურში ცხრამეტმა გუნდმა იასპარეზა. თამაში თითოეულ ასაკობრივ ჯგუფში დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა. მონაწილეები დიდი ენთუზიაზმით პასუხობდნენ დასმულ შეკითხვებს და ცდილობდნენ საკუთარი გუნდისთვის მაქსიმალური ქულების მოპოვებას.
ინტელექტუალურ ბრძოლაში გამარჯვება შემდეგმა გუნდებმა მოიპოვეს:
U8 კატეგორია: “პანდა”, კაპიტანი - ნიკოლოზი
U12 კატეგორია: “ძალა ერთობაშია”, კაპიტანი - ანდრია კონცელიძე
ღონისძიების დასასრულს, გამარჯვებულ გუნდებს სიგელები გადაეცათ. ტურნირში მონაწილე ყველა მოსწავლეს “ტვინების ბრძოლის” შიდა სასკოლო ტურში მონაწილეობის დამადასტურებელი დიპლომი ელექტრონულად დაეგზავნება.
მადლობას ვუხდით ნარგიზ რომანაძეს და ტვინების ბრძოლის ორგანიზატორს — სულხან შაქარიშვილს, ჩვენთან თანამშრომლობისა და მოსწავლეთა ინტელექტუალური განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის!
ქობულეთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს კი წარმატებებს ვუსურვებთ ტვინების ბრძოლის შემოდგომის სეზონზე!
გაიცანით ქობულეთის N1 საჯარო სკოლის ტვინიკოსები:
კატეგორია | გუნდი | კაპიტანი | მე-2 წევრი | მე-3 წევრი | მე-4 წევრი | მე-5 წევრი |
U8 | პანდა | ნიკოლოზი | ანდრია მემიაძე | ანდრია მენადარიშვილი | ბარბარე ცეცხლაძე | დემეტრე |
U8 | mind blowers | საბა სალუქვაძე | გიორგი გირკელიძე | თორნიკე კობალაძე | რეზი ჯიჯავაძე | ნანკა ნოღაიდელი |
U8 | პატარა აინშტაინები | ილია ჩილიკიდი | ელენე წილოსანი | ბარბარე თხილაიშვილი | ანდრია ნოღაიდელი | თომა თვალაბეიშვილი |
U8 | ინტელექტი | ლუკა ჯინჭარაძე | ლევანი ბაჟუნაშვილი | თემური მიქელაძე | ნიკოლოზ ხერგიანი | ნოდიკო ვანაძე |
U8 | ხელოვნური ინტელექტი | ქრისტინა ნოღაიდელი | ზაზა სარიშვილი | მათე ხალვაში | ილია საფარიძე | ემილია კაიკაციშვილი |
U8 | განთიადი | ზურა ბეჟანიძე | ანასტასია კილაძე | გეგა კეკიეიშვილი | მარი გოლიაძე | ლევანი შავიშვილი |
U8 | ძლიერები | ალექსანდრე | მარი ჯაფარიძე | ელენე მელაძე | ალეკო შაინიძე | ალე მავრობული |
U8 | ჯვაროსნები | ელენე დავითაია | რატი სალუქვაძე | ნია კახიძე | რეზი ქარცივაძე | ალექსანდრე ჭყონია |
U8 | შურისმაძიებლები | გელა ონიანი | ალექსანდრე ბერიძე | ლუკა გაჩეჩილაძე | რეზი მელაძე | შოთიკო ჯავახაძე |
U8 | ხუთი საოცრება | ანდრია მეგრელიძე | ბარბარე შავიშვილი | გიორგი პაპუნიძე | ელენე ზოიძე | დემეტრე ცეცხლაძე |
U8 | ისტორიკოსები | ნიკოლოზ ხარაზიშვილი | ლილე მაკარაძე | გუგა მიქელაძე | სანდრო ჭკუასელი | მარიამ ბოლქვაძე |
U12 | ძალა ერთობაშია | ანდრია კონცელიძე | ნატა ვაშაყმაძე | მეა წოწოლაშვილი | გიორგი მახარაძე | ნოდო თოიძე |
U12 | თეას მარგალიტები | ნიტა ცეცხლაძე | სალომე ომერიშვილი | ლიზი ქარცივაძე | ნინი ქათამაძე | გიორგი გაბიძაშვილი |
U12 | კლიო | ალექსი კოპალიანი | ნუცა დევაძე | ანდრია ხერგიანი | სოსო მჟავანაძე | ლუკა მეგრელიძე |
U12 | ფენიქსი | გიორგი მჭედლიძე | რეზი ბეჟუნაშვილი | სერგო აბაშიძე | თემო დიასამიძე | ქეთი დუდიანიძე |
U12 | ბუშიდო | ნუცა ჯინჭარაძე | ბაჩო საგინაძე | მარიამ მარიამ ზაქარიაძე | მარიამ ხატისაშვილი | სანდრო ვერულიძე |
U12 | ბარბაჩიანები | გელა მადოიშვილი | ნინი ბერიძე | სანდრო ნოღაიდელი | საბა გაჩეჩილაძე | დათო მჟავანაძე |
U12 | ცოდნა ფულია | ჰამლეტი მახარაძე | მათე ჯაში | ილია ასპოშვილი | გიგი კოჩალიძე | გეგა ჩიბურდანიძე |
U12 | ლიდერები | სანდრო ვერულაძე | ალექსი ნინუა | ნინი ქათამაძე | დათო ცერცვაძე | დეა შაინიძე |

















Comments