"ლომების კვალი" ნაფიჩხოვოში
- Anna Shalikiani
- Apr 15
- 1 min read

ნაფიჩხოვოს თემის საჯარო სკოლამ ტვინების ბრძოლის გაზაფხულის სეზონის შიდა სასკოლო ტურს უმასპინძლა. ღონისძიებამ, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლეებში ლოგიკური აზროვნების, გუნდური სულისკვეთებისა და ზოგადი განათლების დონის ამაღლებას, სკოლის სხვადასხვა კლასის მოსწავლეები გააერთიანა.
შეჯიბრი ორ ასაკობრივ ჯგუფში - U8(მე-6, მე-7 და მე-8 კლასები) და U12(მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასები) კატეგორიებში წარიმართა. ჯამში, შიდა სასკოლო ტურში 6-მა გუნდმა იასპარეზა. თამაში თითოეულ ასაკობრივ ჯგუფში დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა.
ინტელექტუალურ ბრძოლაში გამარჯვება შემდეგმა გუნდებმა მოიპოვეს:
U8 კატეგორია: "ლომები", კაპიტანი - მარია ნაჭყეპია
U12 კატეგორია: "ჩაჭრილები", კაპიტანი - ლუკა ლაგვილავა
ღონისძიების დასასრულს, გამარჯვებულ გუნდებს სიგელები გადაეცათ. ტურნირში მონაწილე ყველა მოსწავლეს “ტვინების ბრძოლის” შიდა სასკოლო ტურში მონაწილეობის დამადასტურებელი დიპლომი ელექტრონულად დაეგზავნება.
მადლობას ვუხდით სკოლის დირექტორს, დარეჯან კვალიშავას და ტვინების ბრძოლის ორგანიზატორთა გუნდს, ჩვენთან თანამშრომლობისა და მოსწავლეთა ინტელექტუალური განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის!🙌
ნაფიჩხოვოს თემის საჯარო სკოლის მოსწავლეებს კი წარმატებებს ვუსურვებთ ტვინების ბრძოლის გაზაფხულის სეზონზე!✨
გაიცანით ნაფიჩხოვოს თემის საჯარო სკოლის ტვინიკოსები: 👇
კატეგორია | გუნდი | კაპიტანი | მე-2 წევრი | მე-3 წევრი | მე-4 წევრი | მე-5 წევრი |
U8 | ლომები | მარია ნაჭყეპია | ბარბარე პაპაა | ლილე საკაია | ევა დარსალია | ნია გულუა |
U8 | ლომები | დავითი საჯაია | ელენე დარსალია | ბარბარე დარსალია | ნია დარსალია | მარიამ დარსალია |
U8 | მერცხლები | ბარბარე გოგუა | ნინო დარსალია | სანდრო ჩიტაია | დავით ქობალია | საბა მორგიშია |
U8 | ფეხბურთელები | ლუკა გოგუა | ცოტნე ლაგვილავა | ნიკოლოზ ნაჭყეპია | ნიკოლოზ ბერია | ანრი ძერია |
U12 | ჩაჭრილები | ლუკა ლაგვილავა | ბარბარე პაპავა | ირაკლი ნაჭყეპია | ნათია ბერია | ალექსანდრე ჩიტაია |
U12 | უოლ უფ უოლ სტროფ | საბა დარსალია | საბა ლაგვილავა | გიორგი | შოთიკო შინია | თამარ გოგუა |












Comments