"ნასა" ნაესაკოვოს სკოლაში
- Anna Shalikiani
- Nov 4
- 1 min read
ნაესაკოვოს საჯარო სკოლამ ტვინების ბრძოლის შემოდგომის სეზონის შიდა სასკოლო ტურს უმასპინძლა. ღონისძიებამ, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლეებში ლოგიკური აზროვნების, გუნდური სულისკვეთებისა და ზოგადი განათლების დონის ამაღლებას, სკოლის სხვადასხვა კლასის მოსწავლეები გააერთიანა.
შეჯიბრი სამ ასაკობრივ ჯგუფში - U5(მე-3, მე-4 და მე-5 კლასები) U8(მე-6, მე-7 და მე-8 კლასები) და U12(მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასები) კატეგორიებში წარიმართა. ჯამში, ნაესაკოვოს საჯარო სკოლის შიდა სასკოლო ტურში სამმა გუნდმა იასპარეზა. თამაში თითოეულ ასაკობრივ ჯგუფში დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა. მონაწილეები დიდი ენთუზიაზმით პასუხობდნენ დასმულ შეკითხვებს და ცდილობდნენ საკუთარი გუნდისთვის მაქსიმალური ქულების მოპოვებას.
ინტელექტუალურ ბრძოლაში გამარჯვება შემდეგმა გუნდებმა მოიპოვეს:
U5 კატეგორია: “გენიალურები”, კაპიტანი - ილია ქორჩილავა
U8 კატეგორია: “ნასა”, კაპიტანი - სალი კეკელია
U12 კატეგორია: “ავგუსტუსები”, კაპიტანი - მარი ქორჩილავა
ღონისძიების დასასრულს, გამარჯვებულ გუნდებს სიგელები გადაეცათ. ტურნირში მონაწილე ყველა მოსწავლეს “ტვინების ბრძოლის” შიდა სასკოლო ტურში მონაწილეობის დამადასტურებელი დიპლომი ელექტრონულად დაეგზავნება.
მადლობას ვუხდით სკოლის დირექტორს, ქალბატონ მზია მელიქიშვილს და ტვინების ბრძოლის ორგანიზატორთა გუნდს, ჩვენთან თანამშრომლობისა და მოსწავლეთა ინტელექტუალური განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის!
ნაესაკოვოს საჯარო სკოლის მოსწავლეებს კი წარმატებებს ვუსურვებთ ტვინების ბრძოლის შემოდგომის სეზონზე!
გაიცანით ნაესაკოვოს საჯარო სკოლის ტვინიკოსები:
კატეგორია | გუნდი | კაპიტანი | მე-2 წევრი | მე-3 წევრი | მე-4 წევრი | მე-5 წევრი |
U5 | გენიალურები | ილია ქორჩილავა | საბა ჩიქოვანი | მარი გაბელია | მარი ჯანელიძე | ანიტა გაბელია |
U8 | ნასა | სალი კეკელია | ანი კუპრეიშვილი | გიორგი გაბელია | თომა ჩიქოვანი | მიშიკო აბურჯანია |
U12 | ავგუსტუსები | მარი ქორჩილავა | ანი ნოდია | ლუკა დიხამინჯია | მარიამ ჭანტურია | ხვიჩა თოფურია |













Comments