მუხურის ლომები :)
- Anna Shalikiani
- Oct 31
- 1 min read
მუხურის N2 საჯარო სკოლამ ტვინების ბრძოლის შემოდგომის სეზონის შიდა სასკოლო ტურს უმასპინძლა. ღონისძიებამ, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლეებში ლოგიკური აზროვნების, გუნდური სულისკვეთებისა და ზოგადი განათლების დონის ამაღლებას, სკოლის სხვადასხვა კლასის მოსწავლეები გააერთიანა.
შეჯიბრი სამ ასაკობრივ ჯგუფში - U5 (მე-3, მე-4 და მე-5 კლასები), U8 (მე-6, მე-7 და მე-8 კლასები) და U12 (მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასები) კატეგორიებში წარიმართა. ჯამში, მუხურის N2 საჯარო სკოლის შიდა სასკოლო ტურში ექვსმა გუნდმა იასპარეზა. თამაში თითოეულ ასაკობრივ ჯგუფში დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა. მონაწილეები დიდი ენთუზიაზმით პასუხობდნენ დასმულ შეკითხვებს და ცდილობდნენ საკუთარი გუნდისთვის მაქსიმალური ქულების მოპოვებას.
ინტელექტუალურ ბრძოლაში გამარჯვება შემდეგმა გუნდებმა მოიპოვეს:
U5 კატეგორია: “ლომები”, კაპიტანი - ილია სირბილაძე
U8 კატეგორია: “კეთილები”, კაპიტანი - ლუკა აბესაძე
U12 კატეგორია: “IQ”, კაპიტანი - ილია ბუცხრიკიძე
ღონისძიების დასასრულს, გამარჯვებულ გუნდებს სიგელები გადაეცათ. ტურნირში მონაწილე ყველა მოსწავლეს “ტვინების ბრძოლის” შიდა სასკოლო ტურში მონაწილეობის დამადასტურებელი დიპლომი ელექტრონულად დაეგზავნება.
მადლობას ვუხდით დირექტორს და ტვინების ბრძოლის ორგანიზატორს - რომან ჩაფიძეს, ჩვენთან თანამშრომლობისა და მოსწავლეთა ინტელექტუალური განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის!
მუხურის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს კი წარმატებებს ვუსურვებთ ტვინების ბრძოლის შემოდგომის სეზონზე!
გაიცანით მუხურის N2 საჯარო სკოლის ტვინიკოსები:
კატეგორია | გუნდი | კაპიტანი | მე-2 წევრი | მე-3 წევრი | მე-4 წევრი |
U5 | ლომები | ილია სირბილაძე | ნია ვარდოსანიძე | სანდრო ბარბაქაძე | |
U8 | კეთილები | ლუკა აბესაძე | ნიკა ბოჭორიშვილი | ||
U8 | ლომები | ნიკა ყვავაძე | ნანა ბოჭორიშვილი | ანდრია სირბილაძე | |
U8 | არწივები | ჯუმბერ ბოჭორიშვილი | მერი ბარბაქაძე | დიმიტრი ჩაფიძე | |
U12 | IQ | ილია ბუცხრიკიძე | ანი ჩაფიძე | მარიამ ბოჭორიშვილი | მარიამ ყვავაძე |
U12 | საზრიანები | ლიზი ვარდოსანიძე | მელანო ბოჭორიშვილი | ნიკა ბუცხრიკიძე | ლიზი ყვავაძე |















Comments