top of page

მუხურის "საზრიანები"


მუხურის N2 საჯარო სკოლამ ტვინების ბრძოლის გაზაფხულის სეზონის შიდა სასკოლო ტურს უმასპინძლა. ღონისძიებამ, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლეებში ლოგიკური აზროვნების, გუნდური სულისკვეთებისა და ზოგადი განათლების დონის ამაღლებას, სკოლის სხვადასხვა კლასის მოსწავლეები გააერთიანა.


შეჯიბრი სამ ასაკობრივ ჯგუფში - U5(მე-3, მე-4 და მე-5 კლასები), U8(მე-6, მე-7 და მე-8 კლასები) და U12(მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასები) კატეგორიებში წარიმართა. ჯამში, მუხურის N2 სკოლის შიდა სასკოლო ტურში 6-მა გუნდმა იასპარეზა. თამაში თითოეულ ასაკობრივ ჯგუფში დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა. მონაწილეები დიდი ენთუზიაზმით პასუხობდნენ დასმულ შეკითხვებს და ცდილობდნენ საკუთარი გუნდისთვის მაქსიმალური ქულების მოპოვებას.


ინტელექტუალურ ბრძოლაში გამარჯვება შემდეგმა გუნდებმა მოიპოვეს:


U5 კატეგორია: "ლომები", კაპიტანი - ნია ვარდოსანიძე

U8 კატეგორია: "ლომები", კაპიტანი - ნიკა ყვავაძე

U12 კატეგორია: "IQ", კაპიტანი - ილია ბუცხრიკიძე


ღონისძიების დასასრულს, გამარჯვებულ გუნდებს სიგელები გადაეცათ. ტურნირში მონაწილე ყველა მოსწავლეს “ტვინების ბრძოლის” შიდა სასკოლო ტურში მონაწილეობის დამადასტურებელი დიპლომი ელექტრონულად დაეგზავნება.


მადლობას ვუხდით სკოლის დირექტორს შავლეგ აბესაძეს და ტვინების ბრძოლის ორგანიზატორთა გუნდს, ჩვენთან თანამშრომლობისა და მოსწავლეთა ინტელექტუალური განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის!🙌


მუხურის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს კი წარმატებებს ვუსურვებთ ტვინების ბრძოლის გაზაფხულის სეზონზე!✨


გაიცანით მუხურის N2 საჯარო სკოლის ტვინიკოსები: 👇


კატეგორია

გუნდი

კაპიტანი

მე-2 წევრი

მე-3 წევრი

მე-4 წევრი

U5

ლომები

ნია ვარდოსანიძე

ილია სირბილაძე

სანდრო ბარბაქაძე


U8

ლომები

ნიკა ყვავაძე

ანდრია სირბილაძე

ნანა ბოჭორიშვილი


U8

კეთილები

ლუკა აბესაძე

ნიკა ბოჭორიშვილი



U8

არწივები

ჯუმბერ ბოჭორიშვილი

მერი ბარბაქაძე

დიმიტრი ჩაფიძე


U12

IQ

ილია ბუცხრიკიძე

ანი ჩაფიძე

მარიამ ბოჭორიშვილი

მარიამ ყვავაძე

U12

საზრიანები

ლიზი ვარდოსანიძე

მელანო ბოჭორიშვილი

ნიკა ბუცხრიკიძე

ლიზი ყვავაძე


Comments


bottom of page