top of page

მუქედის სკოლის IQ+

მუქედის საჯარო სკოლამ ტვინების ბრძოლის შემოდგომის სეზონის შიდა სასკოლო ტურს უმასპინძლა. ღონისძიებამ, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლეებში ლოგიკური აზროვნების, გუნდური სულისკვეთებისა და ზოგადი განათლების დონის ამაღლებას, სკოლის სხვადასხვა კლასის მოსწავლეები გააერთიანა.


შეჯიბრი სამ ასაკობრივ ჯგუფში - U5 (მე-3, მე-4 და მე-5 კლასები), U8 (მე-6, მე-7 და მე-8 კლასები) და U12 (მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასები) კატეგორიებში წარიმართა. ჯამში, მუქედის საჯარო სკოლის შიდა სასკოლო ტურში ცხრა გუნდმა იასპარეზა. თამაში თითოეულ ასაკობრივ ჯგუფში დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა. მონაწილეები დიდი ენთუზიაზმით პასუხობდნენ დასმულ შეკითხვებს და ცდილობდნენ საკუთარი გუნდისთვის მაქსიმალური ქულების მოპოვებას. 


ინტელექტუალურ ბრძოლაში გამარჯვება შემდეგმა გუნდებმა მოიპოვეს:


U5 კატეგორია: “არწივები”, კაპიტანი - ბარბარე მინაშვილი

U8 კატეგორია: “IQ+”, კაპიტანი - საბა ივანიაძე

U12 კატეგორია: “ქამბექი”, კაპიტანი - გიორგი მინაშვილი


ღონისძიების დასასრულს, გამარჯვებულ გუნდებს სიგელები გადაეცათ. ტურნირში მონაწილე ყველა მოსწავლეს “ტვინების ბრძოლის” შიდა სასკოლო ტურში მონაწილეობის დამადასტურებელი დიპლომი ელექტრონულად დაეგზავნება.


მადლობას ვუხდით სკოლის დირექტორს, აკაკი კორძაძეს და ტვინების ბრძოლის ორგანიზატორთა გუნდს, ჩვენთან თანამშრომლობისა და მოსწავლეთა ინტელექტუალური განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის!


მუქედის საჯარო სკოლის მოსწავლეებს კი წარმატებებს ვუსურვებთ ტვინების ბრძოლის შემოდგომის სეზონზე!


გაიცანით მუქედის საჯარო სკოლის ტვინიკოსები: 

კატეგორია

გუნდი

კაპიტანი

მე-2 წევრი

მე-3 წევრი

მე-4 წევრი

მე-5 წევრი

U5

არწივები

ბარბარე მინაშვილი

გიორგი კორძაძე

ტატო რამიშვილი



U5

მამლები

ტატო მინაშვილი

ბარბარე ნანობაშვილი

ელენე მინაშვილი

ლიზი კორძაძე


U5

ტვინიკოსების

იობაძე ნინი

ოჩხიკიძე მარიამ

ნანობაშვილი ბარბარე

მინაშვილი ელენე

ივანიაძე მარიამ

U5

ვარსკვლავები

ჯიაძე ბარბარე

მეგენეიშვილი ანამარია

ხუციშვილი ანიტა



U8

IQ+

საბა ივანიაძე

ილია ივანიაძე

ბარბარე დვალიშვილი

ნინო კორძაძე


U8

ICONIC

ნია ნანობაშვილი

ანასტასია მინაშვილი

ავთო ბოლქვაძე

ელენე რამიშვილი


U8

Six-seven

ნიკოლოზ მახარეიშვილი

ლაზარე მამფორია

ლიზი მინაშვილი

ნინო კორძაძე

ანდრეა იობიძე

U12

ქამბექი

გიორგი მინაშვილი

ანრი ივანიაძე

ინგა ივანიაძე

ანასტასია ნანობაშვილი

ნინი ხუციშვილი

U12

ბლულოკი

ზაური კირძაძე

ანანო ბოლქვაძე

მიხეილ დვალიშვილი

ლანა ივანიძე

მაიკო ოჩხიკიძე

U12

ენიგმა

გიორგი რამიშვილი

ლუკა მინაშვილი

ჯანა ხუციშვილი

ლაშა დვალიშვილი

ომარ კორძაძე


Comments


bottom of page