top of page

"ოქროს საწმისი" სადგურ მარელისის სკოლაში

სადგურ მარელისის საჯარო სკოლამ ტვინების ბრძოლის შემოდგომის სეზონის შიდა სასკოლო ტურს უმასპინძლა. ღონისძიებამ, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლეებში ლოგიკური აზროვნების, გუნდური სულისკვეთებისა და ზოგადი განათლების დონის ამაღლებას, სკოლის სხვადასხვა კლასის მოსწავლეები გააერთიანა.


შეჯიბრი სამ ასაკობრივ ჯგუფში - U5(მე-3, მე-4 და მე-5 კლასები), U8(მე-6, მე-7 და მე-8 კლასები) და U12(მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასები) კატეგორიებში წარიმართა. ჯამში, სადგურ მარელისის საჯარო სკოლის შიდა სასკოლო ტურში რვა გუნდმა იასპარეზა. თამაში თითოეულ ასაკობრივ ჯგუფში დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა. მონაწილეები დიდი ენთუზიაზმით პასუხობდნენ დასმულ შეკითხვებს და ცდილობდნენ საკუთარი გუნდისთვის მაქსიმალური ქულების მოპოვებას. 


ინტელექტუალურ ბრძოლაში გამარჯვება შემდეგმა გუნდებმა მოიპოვეს:


U5 კატეგორია: “ჭკვიანები”, კაპიტანი - ანასტასია ჭყოიძე

U8 კატეგორია: “არწივები”, კაპიტანი - მარიამ ჭყოიძე

U12 კატეგორია: “ოქროს საწმისი”, კაპიტანი - მარიამ ჭყოიძე


ღონისძიების დასასრულს, გამარჯვებულ გუნდებს სიგელები გადაეცათ. ტურნირში მონაწილე ყველა მოსწავლეს “ტვინების ბრძოლის” შიდა სასკოლო ტურში მონაწილეობის დამადასტურებელი დიპლომი ელექტრონულად დაეგზავნება.


მადლობას ვუხდით სკოლის დირექტორს, ვერა ოდიკაძეს და ტვინების ბრძოლის ორგანიზატორთა გუნდს, ჩვენთან თანამშრომლობისა და მოსწავლეთა ინტელექტუალური განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის!


სადგურ მარელისის საჯარო სკოლის მოსწავლეებს კი წარმატებებს ვუსურვებთ ტვინების ბრძოლის შემოდგომის სეზონზე!


გაიცანით სადგურ მარელისის საჯარო სკოლის ტვინიკოსები: 

კატეგორია

გუნდი

კაპიტანი

მე-2 წევრი

მე-3 წევრი

მე-4 წევრი

მე-5 წევრი

U5

ჭკვიანები

ანასტასია ჭყოიძე

გურანდა კოჩიევი

ნიკოლოზ კოპაძე

დავით მაღრაძე

ნინო ლომსაძე

U5

სხივი (მერცხლები)

ელენე ყიფიანი

ბერიკა ჭყოიძე

მარიამ გორგაძე

ნუცა ყიფიანი

თენგო ფცქიალაძე

U5

გონიერები

ანდრია არევაძე

ბარბარე ლომსაძე

ბარბარე ჭყოიძე

დაჩი ცხადაძე


U8

არწივები

მარიამ ჭყოიძე

ლუკა ყიფიანი

გიორგი გორგაძე

საბა ტაბატაძე

დარეჯან ლომსაძე

U8

ლომები

ბარბარე ფცქიალაძე

ნინო ჭყოიძე

ნინი ფცქიალაძე

ნიკოლოზ ჭყოიძე

საბა არევაძე

U12

ოქროს საწმისი

მარიამ ჭყოიძე

გიორგი ღონღაძე

მარიამ არევაძე

მათე ცისკაძე

მარიამ ღონღაძე

U12

მარგვეთი

მარიამ მაღრაძე

ლელა ტაბატაძე

ბარბარე ჭყოიძე

ლიზი ქურდაძე

მირანდა კოჩუვი

U12

ინტელექტუალები

ლალი ტაბატაძე

ლიკა ყიფიანი

საბა ფცქიალაძე

ლუკა ჭყოიძე

საბა ცხვედაძე


Comments


bottom of page