არ გაქვს გუნდის საბრძოლო გერბი? შექმენი და ჩაერთე კონკურსში!
- ალექსანდრე ბასილაძე
- Mar 26
- 1 min read
გსურთ, თქვენმა გუნდმა თავისი კვალი დატოვოს „ტვინების ბრძოლის“ ისტორიაში? გიწვევთ, მონაწილეობა მიიღოთ შემოქმედებით კონკურსში შექმენით თქვენი გუნდის გერბი — რომელიც გამოხატავს თქვენს ძირითად ღირებულებებს, სტილსა და გუნდურ სულისკვეთებას.

რა არის გერბი?
გერბი არის სიმბოლური ნიშანი, რომელიც გამოხატავს თქვენი გუნდის ღირებულებებს, ისტორიას და უნიკალურობას. ეს არის თქვენი გუნდის სახე, რომელიც სამუდამოდ დარჩება „ტვინების ბრძოლის“ არქივში.
როგორ შევქმნათ გერბი ?
გამოიყენეთ თქვენი ფანტაზია და შემოქმედებითობა.გერბზე ასახეთ თქვენი გუნდის მთავარი ღირებულებები, დევიზი და ისტორია.
შეგიძლიათ გამოიყენოთ ხელით ხატვა, ციფრული დიზაინი ან ნებისმიერი სხვა თქვენთვის მოსახერხებელი მეთოდი. სასარგებლო პლათფორმა ინსტრუმენტები გერბის შესაქმნელად:
✨ ინსპირაციისთვის გადახედეთ საქართველოს ქალაქების გერბებს და სხვადასხვა კრეატიულ ლოგოს დიზაინს.
როგორ ჩავერთოთ კონკურსში?
კონკურსში ჩართვისთვის აუცილებელია გუნდის მონაწილეობა ტვინების ბრძოლის 2025 წლის გაზაფხულის სეზონზე და რეგისტრაციის გავლა საქალაქო ჩემპიონატზე www/brains.ge/reg
ოფიციალურ ტურნირზე გუნდმა უნდა წარმოადგინოს დაბეჭდილი ან ხელით შექმნილი გერბი (A4,A3 ფორმატი)
საქალაქო ჩემპიონატზე თქვენი გერბი განთავსდება სათამაშო მაგიდასთან, ხოლო თამაშის ბოლოს ჩააბარეთ ადმინისტრაციას.
გერბის უკანა მხარეს დააწერეთ თქვენი გუნდის ID, ქალაქო სკოლა და წევრების საკონტაქტო ინფორმაცია.
ONLINE
გამოგვიგზავნეთ ფოტომასალა „ტვინების ბრძოლის“ Facebook გვერდებზე სადაც მონაწილეობას მიიღებთ საჯარო გამოკითხვაში,
ხმათა უმრავლესობით გამოვლინდება გამარჯვებული გერბი. ლოგო განთავსდება და შეინახება ტვინების ბრძოლის ვებგვერდზე.
გამარჯვებული გუნდები დაჯილდოვდებიან წამახალისებელი პრიზებით!
Comments