X ადამიანები ლეღვანის სკოლიდან
- Anna Shalikiani
- Oct 30
- 1 min read
Updated: Oct 31
ლეღვანის საჯარო სკოლამ ტვინების ბრძოლის შემოდგომის სეზონის შიდა სასკოლო ტურს უმასპინძლა. ღონისძიებამ, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლეებში ლოგიკური აზროვნების, გუნდური სულისკვეთებისა და ზოგადი განათლების დონის ამაღლებას, სკოლის სხვადასხვა კლასის მოსწავლეები გააერთიანა.
შეჯიბრი სამ ასაკობრივ ჯგუფში - U5 (მე-3, მე-4 და მე-5 კლასები), U8 (მე-6, მე-7 და მე-8 კლასები) და U12 (მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასები) კატეგორიებში წარიმართა. ჯამში, ლეღვანის საჯარო სკოლის შიდა სასკოლო ტურში შვიდმა გუნდმა იასპარეზა. თამაში თითოეულ ასაკობრივ ჯგუფში დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა. მონაწილეები დიდი ენთუზიაზმით პასუხობდნენ დასმულ შეკითხვებს და ცდილობდნენ საკუთარი გუნდისთვის მაქსიმალური ქულების მოპოვებას.
ინტელექტუალურ ბრძოლაში გამარჯვება შემდეგმა გუნდებმა მოიპოვეს:
U5 კატეგორია: “ფენიქსი”, კაპიტანი - ლუკა მაღლაკელიძე
U8 კატეგორია: “X ადამიანები”, კაპიტანი - ბაქარი ბურჯანაძე
U12 კატეგორია: “სლიზერინელები”, კაპიტანი - საბა შარიქაძე
ღონისძიების დასასრულს, გამარჯვებულ გუნდებს სიგელები გადაეცათ. ტურნირში მონაწილე ყველა მოსწავლეს “ტვინების ბრძოლის” შიდა სასკოლო ტურში მონაწილეობის დამადასტურებელი დიპლომი ელექტრონულად დაეგზავნება.
მადლობას ვუხდით ქალბატონ მანანა კიკვაძეს და ტვინების ბრძოლის ორგანიზატორს — ხათუნას, ჩვენთან თანამშრომლობისა და მოსწავლეთა ინტელექტუალური განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის!
ლეღვანის საჯარო სკოლის მოსწავლეებს კი წარმატებებს ვუსურვებთ ტვინების ბრძოლის შემოდგომის სეზონზე!
გაიცანით ლეღვანის საჯარო სკოლის ტვინიკოსები:
კატეგორია | გუნდი | კაპიტანი | მე-2 წევრი | მე-3 წევრი | მე-4 წევრი | მე-5 წევრი |
U5 | ფენიქსი | ლუკა მაღლაკელიძე | ტასო შარიქაძე | ბელა მაღრაძე | გიორგი შარიქაძე | გიორგი მაღრაძე |
U5 | შევარდენი | გაბრიელ სინაურიძე | მარიტა შარიქაძე | დემეტრე ცხვედაძე | ნია შარიქაძე | |
U8 | X ადამიანები | ბაქარი ბურჯანაძე | გაბრიელ მაღრაძე | ბარბარე მაღრაძე | ზურა მიხეევი | საბა ბურჯანაძე |
U8 | ნაბუ | ლუკა მაღრაძე | ანდრია ვეფხვაძე | ბარბარე ვეფხვაძე | პაატა მაღლაკელიძე | |
U8 | GPT-ელები | შოთა შარიქაძე | მარიამ შარიქაძე | ანასტასია მიქელაშვილი | ნიკა მაღრაძე | |
U12 | სლიზერინელები | საბა შარიქაძე | მარიამ ბურჯანაძე | თაკო შარიქაძე | მარიამ ვეფხვაძე | ბარბარე მაღრაძე |
U12 | ფენიქსი | გიორგი შარიქაძე | ზალიკო შარიქაძე | გიორგი მაღრაძე | გიგა მაღრაძე |















Comments