ლედგებეს საჯარო სკოლა
- Anna Shalikiani
- Nov 6, 2025
- 2 min read
ლედგებეს საჯარო სკოლამ ტვინების ბრძოლის შემოდგომის სეზონის შიდა სასკოლო ტურს უმასპინძლა. ღონისძიებამ, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლეებში ლოგიკური აზროვნების, გუნდური სულისკვეთებისა და ზოგადი განათლების დონის ამაღლებას, სკოლის სხვადასხვა კლასის მოსწავლეები გააერთიანა.
შეჯიბრი სამ ასაკობრივ ჯგუფში - U5(მე-3, მე-4 და მე-5 კლასები) U8(მე-6, მე-7 და მე-8 კლასები) და U12(მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასები) კატეგორიებში წარიმართა. ჯამში, ლედგებეს საჯარო სკოლის შიდა სასკოლო ტურში ათმა გუნდმა იასპარეზა. თამაში თითოეულ ასაკობრივ ჯგუფში დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა. მონაწილეები დიდი ენთუზიაზმით პასუხობდნენ დასმულ შეკითხვებს და ცდილობდნენ საკუთარი გუნდისთვის მაქსიმალური ქულების მოპოვებას.
ინტელექტუალურ ბრძოლაში გამარჯვება შემდეგმა გუნდებმა მოიპოვეს:
U5 კატეგორია: “ლომები”, კაპიტანი - დავით ხუხუა
U8 კატეგორია: “გიჟები”, კაპიტანი - ლუკა ცაავა
U12 კატეგორია: “არწივი”, კაპიტანი - ლუკა დარსალია
ღონისძიების დასასრულს, გამარჯვებულ გუნდებს სიგელები გადაეცათ. ტურნირში მონაწილე ყველა მოსწავლეს “ტვინების ბრძოლის” შიდა სასკოლო ტურში მონაწილეობის დამადასტურებელი დიპლომი ელექტრონულად დაეგზავნება.
მადლობას ვუხდით სკოლის დირექტორს, თამილა შულაიას და ტვინების ბრძოლის ორგანიზატორს, ფატიმა ბაღდავაძეს, ჩვენთან თანამშრომლობისა და მოსწავლეთა ინტელექტუალური განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის!
ლედგებეს საჯარო სკოლის მოსწავლეებს კი წარმატებებს ვუსურვებთ ტვინების ბრძოლის შემოდგომის სეზონზე!
გაიცანით ლედგებეს საჯარო სკოლის ტვინიკოსები:
კატეგორია | გუნდი | კაპიტანი | მე-2 წევრი | მე-3 წევრი | მე-4 წევრი | მე-5 წევრი |
U5 | ლომები | დავით ხუხუა | ბარბარე ნადარაია | ნიკოლოზ ხუხუა | ბარბარე კილასონია | ანდრია ჯგერენაია |
U8 | გიჟები | ლუკა ცაავა | ნინო ოკუჯავა | დავით ბეჭვაია | გიორგი ხუბუა | |
U8 | თეკლე სიორდია | ანი მორგოშია | დათუნა ჩაგუნავა | საბა ახალაია | ლეილა ჩაგუნავა | |
U8 | მგლები | ელენე ბერიშვილი | ილია ხუბუა | ანდრია ჯგერენაია | იოანე ახალაია | |
U12 | არწივი | ლუკა დარსალია | თეკლე სიორდია | ნიკა ჩაგუნავა | გიორგი რუბაია | მარიამ ბერიშვილი |
U12 | პეკა | მარიამ კვაშილავა | ანა ახალაია | გიორგი ნადამაია | ლუკა წულაია | ლიზი გუნავა |
U12 | მთიები | გიორგი ჯიჯავა | გურამი კილასონია | ალექსი კილასონია | ლუკა ბეჭვაია | საბა ბერიშვილი |
U12 | მთის წვერი | დავით ოკუჯავა | ანანო ჯანაშია | მათე ხუბუა | ბექა ნადარაია | ლიზი ბეჭვაია |
U12 | ფენიქსი | ლუკა დღვილავა | ნიკა წოწორია | მარიამ ცაავა | ლიზი გუგუნავა | გიორგი ბერიძე |
U12 | ნიკა ფარულავა | ნიკო თოდუა | ნატა კილასონია | ლუკა ციკოლია | საბა კილასონია |













Comments