top of page

გურული ნაპოლეონი

ლანჩხუთის N2  საჯარო სკოლამ ტვინების ბრძოლის შემოდგომის სეზონის შიდა სასკოლო ტურს უმასპინძლა. ღონისძიებამ, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლეებში ლოგიკური აზროვნების, გუნდური სულისკვეთებისა და ზოგადი განათლების დონის ამაღლებას, სკოლის სხვადასხვა კლასის მოსწავლეები გააერთიანა.


შეჯიბრი სამ ასაკობრივ ჯგუფში - U5 (მე-3, მე-4 და მე-5 კლასები), U8 (მე-6, მე-7 და მე-8 კლასები) და  U12 (მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასები)კატეგორიებში წარიმართა. ჯამში, ლანჩხუთის მე-2  საჯარო  სკოლის შიდა სასკოლო ტურში ცამეტმა გუნდმა იასპარეზა. თამაში თითოეულ ასაკობრივ ჯგუფში დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა. მონაწილეები დიდი ენთუზიაზმით პასუხობდნენ დასმულ შეკითხვებს და ცდილობდნენ საკუთარი გუნდისთვის მაქსიმალური ქულების მოპოვებას. 


ინტელექტუალურ ბრძოლაში გამარჯვება შემდეგმა გუნდებმა მოიპოვეს:


U5 კატეგორია: “ერიკა”, კაპიტანი - ირმა კეკუცაძე

U8 კატეგორია: “ფენიქსი”, კაპიტანი - ნიკოლოზ ქურიძე

U12 კატეგორია: “ნაპოლეონი”, კაპიტანი - ნინო ჩიკაშუა


ღონისძიების დასასრულს, გამარჯვებულ გუნდებს სიგელები გადაეცათ. ტურნირში მონაწილე ყველა მოსწავლეს “ტვინების ბრძოლის” შიდა სასკოლო ტურში მონაწილეობის დამადასტურებელი დიპლომი ელექტრონულად დაეგზავნება.


მადლობას ვუხდით ქალბატონ ირინე შარაბიძე და ტვინების ბრძოლის ორგანიზატორს — ია კობალავას, ჩვენთან თანამშრომლობისა და მოსწავლეთა ინტელექტუალური განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის!


ლანჩხუთის მე-2 საჯარო სკოლის  მოსწავლეებს კი წარმატებებს ვუსურვებთ ტვინების ბრძოლის შემოდგომის სეზონზე!


გაიცანით ლანჩხუთის მე-2 საჯარო სკოლის ტვინიკოსები:

კატეგორია

გუნდი

კაპიტანი

მე-2 წევრი

მე-3 წევრი

მე-4 წევრი

მე-5 წევრი

U5

ერიკა

ირმა კეკუცაძე

ნინი ჩხაიძე

ელისაბედ როყვა

ანასტასია ლომიძე

ბარბარე ნუცუბიძე

U5

არწივები

აკაკი აფხაძე

ანდრია ხურციძე

ალექსანდრე

ნიკა ბერიძე

ნიკოლოზ ქერიძე

U5

ფენიქსი

გაბრიელ დოლიძე

ერეკლე

ალექსადნრე ფირცხალაშვილი

თამაზ ჟღენტი

დემეტრე გოგუა

U5

ყოჩაღები

სესილი ნუცუბიძე

ელისაბედ კილიმისტი

ანდრია ზენიშვილი

ქეთევან ბიწაძე

ნინო აბაზაძე

U5

ლომები

ანასტასია ებრალიძე

მაგდა ცეცხლაძე

ბარბარე ფირცხალიშვილი

ანანო ვადაჭკორია

ანასტასია ფირცხალიშვილი

U5

ჭკვიანები

იოსებ ფირცხალიშვილი

ნატალია მსხილაძე

ანდრია ქერიძე

მარიამ

იოანე ქერიძე

U8

ფენიქსი

რეზი

ნიკოლოზ ქურიძე

ნიკო

ლადო ტაკიძე

გიორგი ურუშაძე

U8

ლომები

თორნიკე დუდუჩავა

ანდრია მახარაძე

ირაკლი ენდელაძე

ოთარ


U8

ჰეროდოტე

ლიზი წილოსანი

ლიზი დოლიძე

ნინი

თეკლა ვერულიძე


U8

ერიკა

ელისაბედ

მათე მაჭავარიანი

დემეტრე ბიწაძე

ანასტასია ადეიშვილი

სანდრო სამიშვილი

U12

ნაპოლეონი

ნინო ჩიკაშუა

ქეთი ფირცხალაიშვილი

ანამარია ფირცხალაიშვილი

ეთუნა ენდელაძე

აკაკი რურუშვილი

U12

ფილტვები

საბა ჩხაიძე

ნიკა ჩიკაშუა

ოთარ თოდუა

ელენე დუდუჩავა

მარიამ მელქონიანი

U12

ჭკვიანები

ნია

რეზი მახარაძე

ანა კილაბერია

თორნიკე

საბა ვადაჭკორია




Comments


bottom of page