ქვიდიჩი კვირიკეს სკოლაში
- Anna Shalikiani
- Nov 12
- 1 min read
კვირიკეს N1 საჯარო სკოლამ ტვინების ბრძოლის შემოდგომის სეზონის შიდა სასკოლო ტურს უმასპინძლა. ღონისძიებამ, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლეებში ლოგიკური აზროვნების, გუნდური სულისკვეთებისა და ზოგადი განათლების დონის ამაღლებას, სკოლის სხვადასხვა კლასის მოსწავლეები გააერთიანა.
შეჯიბრი ორ ასაკობრივ ჯგუფში - U8(მე-6, მე-7, და მე-8 კლასები) და U12(მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასები) კატეგორიებში წარიმართა. ჯამში, კვირიკეს N1 საჯარო სკოლის შიდა სასკოლო ტურში რვა გუნდმა იასპარეზა. თამაში თითოეულ ასაკობრივ ჯგუფში დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა. მონაწილეები დიდი ენთუზიაზმით პასუხობდნენ დასმულ შეკითხვებს და ცდილობდნენ საკუთარი გუნდისთვის მაქსიმალური ქულების მოპოვებას.
ინტელექტუალურ ბრძოლაში გამარჯვება შემდეგმა გუნდებმა მოიპოვეს:
U8 კატეგორია: “ლომები”, კაპიტანი - ნატალი ტაკიძე
U12 კატეგორია: “სნიჩი”, კაპიტანი - ლიზი მესხიძე
ღონისძიების დასასრულს, გამარჯვებულ გუნდებს სიგელები გადაეცათ. ტურნირში მონაწილე ყველა მოსწავლეს “ტვინების ბრძოლის” შიდა სასკოლო ტურში მონაწილეობის დამადასტურებელი დიპლომი ელექტრონულად დაეგზავნება.
მადლობას ვუხდით სკოლის დირექტორს, ნინო ხალვაშს და ტვინების ბრძოლის ორგანიზატორთა გუნდს, ჩვენთან თანამშრომლობისა და მოსწავლეთა ინტელექტუალური განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის!
კვირიკეს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს კი წარმატებებს ვუსურვებთ ტვინების ბრძოლის შემოდგომის სეზონზე!
გაიცანით კვირიკეს N1 საჯარო სკოლის ტვინიკოსები:
კატეგორია | გუნდი | კაპიტანი | მე-2 წევრი | მე-3 წევრი | მე-4 წევრი | მე-5 წევრი |
U8 | ლომები | ნატალი ტაკიძე | თომა დუმბაძე | ანანო მესხიძე | ||
U8 | გენიოსი | ანიტა მესხიძე | მარი მესხიძე | საბა ვერულიძე | დიანა სვიატინა | |
U8 | 3 ვარსკვლავი | მათე ვერულიძე | ანა ვერულიძე | ნუცა ვერულიძე | ||
U12 | სნიჩი | ლიზი მესხიძე | ანანო ვერულიძე | თათული ვერულიძე | ხვიჩა ჯინჭარაძე | ზურა ჯინჭარაძე |
U12 | კინკიშა | გიორგი მესხიძე | ანრი ვერულიძე | გიგა ვერულიძე | რატი მესხიძე | ლიზი მესხიძე |









Comments