კორბოულის ლომები U8 კატეგორიიდან
- Anna Shalikiani
- Oct 21
- 1 min read
კორბოულის პირველმა საჯარო სკოლამ ტვინების ბრძოლის შემოდგომის სეზონის შიდა სასკოლო ტურს უმასპინძლა. ღონისძიებამ, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლეებში ლოგიკური აზროვნების, გუნდური სულისკვეთებისა და ზოგადი განათლების დონის ამაღლებას, სკოლის სხვადასხვა კლასის მოსწავლეები გააერთიანა.
შეჯიბრი ერთ ასაკობრივ ჯგუფში - U8 (მე-6, მე-7 და მე-8 კლასები)კატეგორიაში წარიმართა. ჯამში, კორბოულის პირველ საჯარო სკოლის შიდა სასკოლო ტურში ექვსმა გუნდმა იასპარეზა. თამაში დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა. მონაწილეები დიდი ენთუზიაზმით პასუხობდნენ დასმულ შეკითხვებს და ცდილობდნენ საკუთარი გუნდისთვის მაქსიმალური ქულების მოპოვებას.
ინტელექტუალურ ბრძოლაში გამარჯვება შემდეგმა გუნდმა მოიპოვა:
U8კატეგორია: “ლომები”, კაპიტანი -მარიამ ალავიძე
ღონისძიების დასასრულს, გამარჯვებულ გუნდებს სიგელები გადაეცათ. ტურნირში მონაწილე ყველა მოსწავლეს “ტვინების ბრძოლის” შიდა სასკოლო ტურში მონაწილეობის დამადასტურებელი დიპლომი ელექტრონულად დაეგზავნება.
მადლობას ვუხდით ბატონ ბეგლარ არჯევანიძეს და ტვინების ბრძოლის ორგანიზატორს — სოფო მაისურაძეს, ჩვენთან თანამშრომლობისა და მოსწავლეთა ინტელექტუალური განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის!
კორბოულის პირველ საჯარო სკოლის მოსწავლეებს კი წარმატებებს ვუსურვებთ ტვინების ბრძოლის შემოდგომის სეზონზე!
გაიცანით კორბოულის N1 საჯარო სკოლის ტვინიკოსები:
კატეგორია | გუნდი | კაპიტანი | მე-2 წევრი | მე-3 წევრი | მე-4 წევრი | მე-5 წევრი |
U8 | ლომები | მარიამ ალავიძე | გულო მაჭარაშვილი | მარიამ მაჭარაშვილი | ანამარია მაჭარაშვილი | ნია მაჭარაშვილი |
U8 | ვარსკვლავები | მარიამ მოსიაშვილი | ანდრია მაჭარაშვილი | გაბრიელ მაჭარაშვილი | ლუკა ჩაჩანიძე | ნინო მაჭარაშვილი |
U8 | ლომები | ბარბარე მაჭარაშვილი | ლაზარე მაჭარაშვილი | გიორგი მაჭარაშვილი | ლუკა მაჭარაშვილი | მარიამ მაჭარაშვილი |
U8 | სხივები | გიორგი მაჭარაშვილი | დავით მაჭარაშვილი | ანასტასია მაჭარაშვილი | ნინო მაჭარაშვილი | ვიგენტი მაჭარაშვილი |
U8 | შევარდენი | ნია მაჭარაშვილი | ნიკოლოზ კაპანაძე | იზოლდა მაჭარაშვილი | გიორგი მაჭარაშვილი | სანდრო მაჭარაშვილი |
U8 | მართვე | ლიზი მაჭარაშვილი | გიორგი მაჭარაშვილი | დემეტრე მაჭარაშვილი | ემილი მაჭარაშვილი | ლუკა მაჭარაშვილი |















Comments