top of page

კონდიდის სკოლის "ბუები" და "ფენიქსი"

კონდიდის საჯარო სკოლა სკოლამ ტვინების ბრძოლის შემოდგომის სეზონის შიდა სასკოლო ტურს უმასპინძლა. ღონისძიებამ, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლეებში ლოგიკური აზროვნების, გუნდური სულისკვეთებისა და ზოგადი განათლების დონის ამაღლებას, სკოლის სხვადასხვა კლასის მოსწავლეები გააერთიანა.


შეჯიბრი ორმა ასაკობრივ ჯგუფში - U5 (მე-3, მე-4 და მე-5 კლასები) და U8 (მე-6, მე-7 და მე-8 კლასები) კატეგორიებში წარიმართა. ჯამში, კონდიდის საჯარო სკოლის შიდა სასკოლო ტურში ოთხმა გუნდმა იასპარეზა. თამაში თითოეულ ასაკობრივ ჯგუფში დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა. მონაწილეები დიდი ენთუზიაზმით პასუხობდნენ დასმულ შეკითხვებს და ცდილობდნენ საკუთარი გუნდისთვის მაქსიმალური ქულების მოპოვებას. 


ინტელექტუალურ ბრძოლაში გამარჯვება შემდეგმა გუნდებმა მოიპოვეს:


U5 კატეგორია: “ფენიქსი”, კაპიტანი - ემილი მოწყვობილი

U8 კატეგორია: “ბუები”, კაპიტანი - გაბრიელ გოგიტიძე


ღონისძიების დასასრულს, გამარჯვებულ გუნდებს სიგელები გადაეცათ. ტურნირში მონაწილე ყველა მოსწავლეს “ტვინების ბრძოლის” შიდა სასკოლო ტურში მონაწილეობის დამადასტურებელი დიპლომი ელექტრონულად დაეგზავნება.


მადლობას ვუხდით დირექტორს, ქალბატონ მედეა ლაზიშვილს და ტვინების ბრძოლის ორგანიზატორს - ქალბატონ მზიური უსტალიშვილს, ჩვენთან თანამშრომლობისა და მოსწავლეთა ინტელექტუალური განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის!


კონდიდის საჯარო სკოლის მოსწავლეებს კი წარმატებებს ვუსურვებთ ტვინების ბრძოლის შემოდგომის სეზონზე!


გაიცანით კონდიდის საჯარო სკოლის ტვინიკოსები: 


კატეგორია

გუნდი

კაპიტანი

მე-2 წევრი

მე-3 წევრი

მე-4 წევრი

მე-5 წევრი

U5

ფენიქსი

ემილი მოწყვობილი

ნუცა მჟავანაძე

ელისაბედ კენჭაძე

ნინო გიორგაძე

ანა ბერაძე

U5

ქომაგები

თედო თხელაიშვილი

დაჩი თხილიშვილი

დაჩი კენჭაძე

ლანა ირემაძე

ანდრია მოწყოვილი

U8

ბუები

გაბრიელ გოგიტიძე

დაჩი შაქარიშვილი

ნია თხილაიშვილი

გიგი კენჭაძე

ანასტასია ოქროპირიძე

U8

ალბატროსი

გოგა კენჭაძე

ელენე გუნთაიშვილი

ელენე მოწყობილი

ლუსია ირემაძე

გეგა ანთაძე


Comments


bottom of page