top of page

ხუნევის სკოლის გენიოსები

ხუნევის საჯარო სკოლამ ტვინების ბრძოლის შემოდგომის სეზონის შიდა სასკოლო ტურს უმასპინძლა. ღონისძიებამ, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლეებში ლოგიკური აზროვნების, გუნდური სულისკვეთებისა და ზოგადი განათლების დონის ამაღლებას, სკოლის სხვადასხვა კლასის მოსწავლეები გააერთიანა.


შეჯიბრი ორ ასაკობრივ ჯგუფში - U5(მე-3, მე-4 და მე-5 კლასები) და U8(მე-6, მე-7 და მე-8 კლასები) კატეგორიებში წარიმართა. ჯამში, ხუნევის საჯარო სკოლის შიდა სასკოლო ტურში ოთხმა გუნდმა იასპარეზა. თამაში თითოეულ ასაკობრივ ჯგუფში დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა. მონაწილეები დიდი ენთუზიაზმით პასუხობდნენ დასმულ შეკითხვებს და ცდილობდნენ საკუთარი გუნდისთვის მაქსიმალური ქულების მოპოვებას. 


ღონისძიების დასასრულს, გამარჯვებულ გუნდებს სიგელები გადაეცათ. ტურნირში მონაწილე ყველა მოსწავლეს “ტვინების ბრძოლის” შიდა სასკოლო ტურში მონაწილეობის დამადასტურებელი დიპლომი ელექტრონულად დაეგზავნება.


მადლობას ვუხდით ვეფხვია ლომიძეს და ტვინების ბრძოლის ორგანიზატორს - ნანულის, ჩვენთან თანამშრომლობისა და მოსწავლეთა ინტელექტუალური განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის!


ხუნევის საჯარო სკოლის მოსწავლეებს კი წარმატებებს ვუსურვებთ ტვინების ბრძოლის შემოდგომის სეზონზე!


გაიცანით ხუნევის საჯარო სკოლის ტვინიკოსები: 

კატეგორია

გუნდი

კაპიტანი

მე-2 წევრი

მე-3 წევრი

მე-4 წევრი

მე-5 წევრი

U5

სხივი

ბარბარე გოგოლაძე

ილია ნოზაძე

კვირიკე სახვაძე

გუჯა ჩადუნელი

ლიზი ტაბატაძე

U5

მერცხლები

აბო გაბუნია

გაბრიელ ბლიაძე

ლიზი გრიგალაშვილი

ანდრია ლომიძე

თეკლა ლომიძე

U8

გენიოსები

მირიან ჩადუნელი

ლიკა ჩადუნელი

შოთა ტაბატაძე

ანასტასია ბლიაძე

მარიამ ლომიძე

U8

ჭკვიანები

მარიამ ლომიძე

გურამი ლომიძე

ანასტასია თომაშვილი

ოთიკო გოგალაძე

მარიამ შეყლაშვილი


Comments


bottom of page