top of page

ხაშურელი ჰეგემონები :)

ხაშურის მე-2 საჯარო სკოლამ ტვინების ბრძოლის შემოდგომის სეზონის შიდა სასკოლო ტურს უმასპინძლა. ღონისძიებამ, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლეებში ლოგიკური აზროვნების, გუნდური სულისკვეთებისა და ზოგადი განათლების დონის ამაღლებას, სკოლის სხვადასხვა კლასის მოსწავლეები გააერთიანა.


შეჯიბრი ორ ასაკობრივ ჯგუფში -U8 (მე-6, მე-7 და მე-8 კლასები) და  U12 (მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასები)კატეგორიებში წარიმართა. ჯამში, ხაშურის მე-2 საჯარო სკოლის შიდა სასკოლო ტურში რვა გუნდმა იასპარეზა. თამაში თითოეულ ასაკობრივ ჯგუფში დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა. მონაწილეები დიდი ენთუზიაზმით პასუხობდნენ დასმულ შეკითხვებს და ცდილობდნენ საკუთარი გუნდისთვის მაქსიმალური ქულების მოპოვებას. 


ინტელექტუალურ ბრძოლაში გამარჯვება შემდეგმა გუნდებმა მოიპოვეს:

U8 კატეგორია: “აიქიუს ექსპერტები”, კაპიტანი - მარიამ დავითაძე

U12 კატეგორია: “ჰეგემონები”, კაპიტანი - ქეთევან ლომიძე


ღონისძიების დასასრულს, გამარჯვებულ გუნდებს სიგელები გადაეცათ. ტურნირში მონაწილე ყველა მოსწავლეს “ტვინების ბრძოლის” შიდა სასკოლო ტურში მონაწილეობის დამადასტურებელი დიპლომი ელექტრონულად დაეგზავნება.


მადლობას ვუხდით ქალბატონ ია ხაჩიძეს და ტვინების ბრძოლის ორგანიზატორს — ირმა ცაბაძეს, ჩვენთან თანამშრომლობისა და მოსწავლეთა ინტელექტუალური განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის!


ხაშურის მე-2 საჯარო სკოლის  მოსწავლეებს კი წარმატებებს ვუსურვებთ ტვინების ბრძოლის შემოდგომის სეზონზე!


გაიცანით ხაშურის მე-2 სკოლის ტვინიკოსები:

კატეგორია

გუნდი

კაპიტანი

მე-2 წევრი

მე-3 წევრი

მე-4 წევრი

მე-5 წევრი

U8

აიქიუს ექსპერტები

მარიამ დავითაძე

მარიამ ელიაშვილ

ნიკოლოზ აბელიანი

ანდრია ზღუდაძე

ვაჟიკო გოგალაძე

U8

მერვე სიცოცხლე

ნიკოლოზ ორთოიძე

გიორგი ქიმერიძე

ელენე ლაბაძე

ვიკა ციცქიშვილი

მარიამ ავეტისოვი

U8

ტვინიკოსები

ანა გელაშვილი

ნიკოლოზ მურვანიძე

ნინო რიკაძე

ნუცა გასიშვილი

ანანო ტაბატაძე

U8

ცისკარი

ლუკა ნოზაძე

მარიამ შალუტაშვილი

ნინო ჯავახიშვილი

ელენე ფოცხვერაშვილი

ანდრია მაისურაძე

U12

ჰეგემონები

ქეთევან ლომიძე

თეკლა ტაბატაძე

ქეთევან გელაშვილი

ნიკოლოზ წიწოლაშვილი

გიორგი მჭედლიშვილი

U12

ინტელექტიკა

ნიკოლოზ ლომიძე

იაკობ ალხაზიშვილი

ელენე ჯავახიშვილი

სალომე ღვინიაშვილი

რატი წიქარიშვილი



Comments


bottom of page