ხარაგაულის N3 საჯარო სკოლის მარგალიტები
- Anna Shalikiani
- Oct 30
- 2 min read
ხარაგაულის მე-3 საჯარო სკოლამ ტვინების ბრძოლის შემოდგომის სეზონის შიდა სასკოლო ტურს უმასპინძლა. ღონისძიებამ, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლეებში ლოგიკური აზროვნების, გუნდური სულისკვეთებისა და ზოგადი განათლების დონის ამაღლებას, სკოლის სხვადასხვა კლასის მოსწავლეები გააერთიანა.
შეჯიბრი სამ ასაკობრივ ჯგუფში - U5 (მე-3, მე-4 და მე-5 კლასები), U8 (მე-6, მე-7 და მე-8 კლასები) და U12 (მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასები) კატეგორიებში წარიმართა. ჯამში, ხარაგაულის მე-3 საჯარო სკოლის შიდა სასკოლო ტურში ჩვიდმეტმა გუნდმა იასპარეზა. თამაში თითოეულ ასაკობრივ ჯგუფში დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა. მონაწილეები დიდი ენთუზიაზმით პასუხობდნენ დასმულ შეკითხვებს და ცდილობდნენ საკუთარი გუნდისთვის მაქსიმალური ქულების მოპოვებას.
ინტელექტუალურ ბრძოლაში გამარჯვება შემდეგმა გუნდებმა მოიპოვეს:
U5 კატეგორია: “ელემენტები”, კაპიტანი - დემეტრე მღებრიშვილი
U8 კატეგორია: “GOATS”, კაპიტანი - ნიკოლოზ ყრუაშვილი
U12 კატეგორია: “ბელაგორი”, კაპიტანი - ანა ორთოიძე
ღონისძიების დასასრულს, გამარჯვებულ გუნდებს სიგელები გადაეცათ. ტურნირში მონაწილე ყველა მოსწავლეს “ტვინების ბრძოლის” შიდა სასკოლო ტურში მონაწილეობის დამადასტურებელი დიპლომი ელექტრონულად დაეგზავნება.
მადლობას ვუხდით ქალბატონ მარინე ხვედელიძეს და ტვინების ბრძოლის ორგანიზატორს — დალი ლურსმანაშვილს, ჩვენთან თანამშრომლობისა და მოსწავლეთა ინტელექტუალური განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის!
ხარაგაულის მე-3 სკოლის მოსწავლეებს კი წარმატებებს ვუსურვებთ ტვინების ბრძოლის შემოდგომის სეზონზე!
გაიცანით ხარაგაულის მე-3 საჯარო სკოლის ტვინიკოსები:
კატეგორია | გუნდი | კაპიტანი | მე-2 წევრი | მე-3 წევრი | მე-4 წევრი | მე-5 წევრი | სათადარიგო წევრი |
U5 | ელემენტები | დემეტრე მღებრიშვილი | მათე მაღრაძე | ნინო ლომსაძე | გაბრიელ თაბუკაშვილი | ||
U5 | ჭკვიანები | ნიტა კაკილაძე | ლილე იჩქიტაძე | ერეკლე ხაჩიძე | გაბრიელ გლუნჩაძე | ნიკოლოზ გლუნჩაძე | |
U5 | ღონიერები | ელენე გუმბერიძე | ლილე ფცქიალაძე | გაბრიელ თაბუკაშვილი | გეგა დევდარიანი | ||
U5 | გონიერები | ნანა გლუნჩაძე | გიორგი ორთოიძე | გიორგი მღებრიშვილი | არიადნა არველაძე | გაბრიელ ჭანკოტაძე | |
U5 | არწივები | ბარბარე ბოჭორიშვილი | საბა ფურცელაძე | გიგი ნოზაძე | მათე გლუნჩაძე | ნინო სირაძე | |
U5 | გულიკები | ნია გურგენიძე | ნია ნოზაძე | გიორგი ქურდაძე | ლევან კეკელიძე | ||
U8 | GOATS | ნიკოლოზ ყრუაშვილი | ლუკა კვინიკაძე | გიორგი ნიქაცაძე | გიორგი ორთოიძე | ანდრია კოვიზირიძე | |
U8 | არწივები | დავით გუნჩაძე | ანი ციცქიშვილი | ნიკოლოზ არევაძე | ომარ ლომსაძე | ||
U8 | ხუთი ვარსკვლავი | ლაზარე ლომსაძე | თამარ ჭოკაძე | ელენე სირაძე | ანამარია იოსებაშვილი | თეკლა მესხი | |
U8 | ელვა | თამარ მდინარაძე | ნია წურდაძე | სოფო კამკამიძე | თაზო ჩუბინიძე | ბარბარე მაღრაძე | |
U12 | ბელაგორი | ანა ორთოიძე | ნია იჩქიტიძე | ნინი ხუტაშვილი | ანა ტაბატაძე | გიორგი მოდებაძე | |
U12 | თემურა | თემურ ნიშნიანიძე | გიორგი მაჭავარიანი | მარიამ ეჯიპაძე | ლიზი მაღრაძე | ელენე ხიჯავიძე | მარიამ თაბაგირი |
U12 | ბერმედის სამკუთხედი | ლიზი კურტანიძე | ქეთევან მაჭავარიანი | ლევან ვეფხვაძე | ნინი გელაძე | ||
U12 | ასტრალი | მათე იჩქიტიძე | ანამარია ქურდაძე | მაგდა მიქაბერიძე | აკაკი ფურცელაძე | მარიამ თაბუკაშვილი | |
U12 | Hot- ძაღლი | რატი დევდარიანი | ქრისტინა ორთოიძე | ნიკოლოზ ფცქიალაძე | საბა თაბუკაშვილი | ნოდო თაბუკაშვილი | |
U12 | მარგალიტები | თაია ხიჯაკიძე | ნინო გლუნჩაძე | ნინო ჭიოკაძე | მარიამ კაპანაძე | ბარბარე ჭანკოტაძე | |
U12 | სოკრატე | საბა კოვზივაძე | ნიკა ხუტაშვილი | გიორგი ლურსმანაშვილი | აკაკი გუმბერიძე | ნიკა თაბუკაშვილი |



























Comments