ხარაგაულის მე-2 სკოლის ტვინიკოსები
- Anna Shalikiani
- Oct 31
- 2 min read
ხარაგაულის N2 საჯარო სკოლამ ტვინების ბრძოლის შემოდგომის სეზონის შიდა სასკოლო ტურს უმასპინძლა. ღონისძიებამ, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლეებში ლოგიკური აზროვნების, გუნდური სულისკვეთებისა და ზოგადი განათლების დონის ამაღლებას, სკოლის სხვადასხვა კლასის მოსწავლეები გააერთიანა.
შეჯიბრი სამ ასაკობრივ ჯგუფში - U5 (მე-3, მე-4 და მე-5 კლასები), U8 (მე-6, მე-7 და მე-8 კლასები) და U12 (მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასები) კატეგორიებში წარიმართა. ჯამში, ხარაგაულის N2 საჯარო სკოლის შიდა სასკოლო ტურში ოცმა გუნდმა იასპარეზა. თამაში თითოეულ ასაკობრივ ჯგუფში დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა. მონაწილეები დიდი ენთუზიაზმით პასუხობდნენ დასმულ შეკითხვებს და ცდილობდნენ საკუთარი გუნდისთვის მაქსიმალური ქულების მოპოვებას.
ინტელექტუალურ ბრძოლაში გამარჯვება შემდეგმა გუნდებმა მოიპოვეს:
U5 კატეგორია: “ჩირაღდანი”, კაპიტანი - სანდრო ინასარიძე
U8 კატეგორია: “BALE”, კაპიტანი - თედო ჭყოიძე
U12 კატეგორია: “სფინქსი”, კაპიტანი - თამაზ ხაჩიძე
ღონისძიების დასასრულს, გამარჯვებულ გუნდებს სიგელები გადაეცათ. ტურნირში მონაწილე ყველა მოსწავლეს “ტვინების ბრძოლის” შიდა სასკოლო ტურში მონაწილეობის დამადასტურებელი დიპლომი ელექტრონულად დაეგზავნება.
მადლობას ვუხდით ქალბატონ დირექტორს და ტვინების ბრძოლის ორგანიზატორს - ინგა ვეფხვაძეს, ჩვენთან თანამშრომლობისა და მოსწავლეთა ინტელექტუალური განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის!
ხარაგაულის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს კი წარმატებებს ვუსურვებთ ტვინების ბრძოლის შემოდგომის სეზონზე!
გაიცანით ხარაგაულის N2 საჯარო სკოლის ტვინიკოსები:
კატეგორია | გუნდი | კაპიტანი | მე-2 წევრი | მე-3 წევრი | მე-4 წევრი | მე-5 წევრი | სათადარიგო წევრი |
U5 | ჩირაღდანი | სანდრო ინასარიძე | თემური ჭყოიძე | ანდრია არევაძე | ბარბარე ჭყოიძე | გიორგი ტალახაძე | |
U5 | შავი ლომები | ნიკოლოზ ბერაძე | ანდრია ბოგვერაძე | ელენე გლუნჩაძე | მარიამ ბერაძე | ნინი ჭანკოტაძე | |
U5 | თოლია | მარიამ მაღირაძე | ნინი გუმბერიძე | ნინო ბერაძე | ლილე ბანცაძე | ელენე სოტნიკოვი | |
U5 | გონივრულები | მართა ჭყოიძე | მარიამ ცხოვრებაძე | ანა ოსანაძე | ლუკა შავიძე | ლინდა ბაბლიძე | |
U5 | ნიჭიერები | გოლუბიანი დემნა | ლურსმანაშვილი ნანა | კიკნაძე სალომე | ოსანაძე გუგა | ||
U5 | ყოჩაღები | გველესიანი დემეტრე | შავიძე სოფო | შუბლაძე ემილია | გოგნაძე გიორგი | ||
U5 | არწივები | დავით ღონღაძე | საბა შავიძე | ვალერი კიკნაძე | ირაკლი ჩერქეზიშვილი | ნინი ნიკაჭაძე | |
U8 | BALE | თედო ჭყოიძე | გიორგი კურტანიძე | მერაბ იაგანაშვილი | ნიკა შავიძე | ლაშა კიკნაძე | |
U8 | პასუხების ოსტატები | გიორგი ინასაძიძე | ანი შავიძე | დანიელ ოკუჯავა | ნასტასია ლომსაძე | დავით ავალიშვილი | |
U8 | უსაშველოები | ანდრია ნანიტაშვილი | ანანო თაბუკაშვილი | სანდრო ლიპარტია | ანდრეა ლომსაძე | ||
U8 | შტაინები | თეკლე ყრუაშვილი | რამაზ ოსანაძე | ნუკრი დანელია | თამარ ლიპარტია | ანასტასია სარალიძე | |
U8 | DEXTER-5 | ნატა სულაქველიძე | გაბრიელ გურგენიძე | ანდრია კამკამიძე | ანამარია კაკულია | ალექსანდრე ხარაძაძე | |
U8 | ვარსკვლავები | ლიზი გლენჩაძე | ანასტასია ჭყოიძე | ილია ვეფხვაძე | ნუცა ცხადაძე | გიორგ სამხარაძე | გურამი ბანცაძე |
U8 | მგლები | ზურა მაჭავარიანი | ცოტნე ხარატიშვილი | გაბრიელ შარიქაძე | სალომე ჩერქეზიშვილი | ზაზა შეყლაშვილი | |
U8 | 160-IQ | საბა გლუნჩაძე | ბექა ზვიადაძე | ლუკა ნანიტაშვილი | ნინო ბერაძე | ანამარია ბაკურიძე | ნათი შარაძე |
U12 | სფინქსი | თამაზ ხაჩიძე | თეკლა გაჩეჩილაძე | საბა ლიპარტია | ანასტასია ხარაბაძე | ავთანდილ ხიჯაკაძე | |
U12 | AI | მართა დავაძე | ნინი ჩერქეზიშვილი | ელენე კიკნაძე | ნინო ჩიკვაიძე | ||
U12 | ნიგები | ბაქარ ზვიადაძე | თორნიკე თაბუკაშვილი | დათო ჭიპაშვილი | გიორგი რამნიშვილი | ლუკა ბუხნიკაშვილი | |
U12 | 1121 | საბა კვინიკაძე | ანანო ჩაჩანიძე | მარიამ ხარაძე | საბა ვეფხვაძე | ალექსი ბანცაძე | |
U12 | უსახელოები | თამარ მასხი | თამარ ებანოიძე | ნინო ხარაძე |





























Comments