top of page

ხალიფაურის სკოლის "მერცხლები", "ტვინიკოსები" და "გენიოსები"

ხალიფაურის საჯარო სკოლა სკოლამ ტვინების ბრძოლის შემოდგომის სეზონის შიდა სასკოლო ტურს უმასპინძლა. ღონისძიებამ, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლეებში ლოგიკური აზროვნების, გუნდური სულისკვეთებისა და ზოგადი განათლების დონის ამაღლებას, სკოლის სხვადასხვა კლასის მოსწავლეები გააერთიანა.


შეჯიბრი სამ ასაკობრივ ჯგუფში - U5 (მე-3, მე-4 და მე-5 კლასები), U8 (მე-6, მე-7 და მე-8 კლასები) და U12 (მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასები) კატეგორიებში წარიმართა. ჯამში, ხალიფაურის საჯარო სკოლის შიდა სასკოლო ტურში ექვსმა გუნდმა იასპარეზა. თამაში თითოეულ ასაკობრივ ჯგუფში დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა. მონაწილეები დიდი ენთუზიაზმით პასუხობდნენ დასმულ შეკითხვებს და ცდილობდნენ საკუთარი გუნდისთვის მაქსიმალური ქულების მოპოვებას. 


ინტელექტუალურ ბრძოლაში გამარჯვება შემდეგმა გუნდებმა მოიპოვეს:


U5 კატეგორია: “მერცხლები”, კაპიტანი - მარიამ მეცხოვრიშვილი

U8 კატეგორია: “ტვინიკოსები”, კაპიტანი - თამაზ კეკენაძე

U12 კატეგორია: “გენიოსები”, კაპიტანი - ლუკა მეცხოვრიშვილი


ღონისძიების დასასრულს, გამარჯვებულ გუნდებს სიგელები გადაეცათ. ტურნირში მონაწილე ყველა მოსწავლეს “ტვინების ბრძოლის” შიდა სასკოლო ტურში მონაწილეობის დამადასტურებელი დიპლომი ელექტრონულად დაეგზავნება.


მადლობას ვუხდით დირექტორს და ტვინების ბრძოლის ორგანიზატორს - ქალბატონ ჟანა ბრეგვაძეს, ჩვენთან თანამშრომლობისა და მოსწავლეთა ინტელექტუალური განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის!


ხალიფაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებს კი წარმატებებს ვუსურვებთ ტვინების ბრძოლის შემოდგომის სეზონზე!


გაიცანით ხალიფაურის საჯარო სკოლის ტვინიკოსები: 

კატეგორია

გუნდი

კაპიტანი

მე-2 წევრი

მე-3 წევრი

მე-4 წევრი

მე-5 წევრი

U5

მერცხლები

მარიამ მეცხოვრიშვილი

კატო ყაველაშვილი

გიორგი გაფრინდაშვილი



U5

ლომები

ლაზარე გაფრინდაშვილი

დათო გაფრინდაშვილი

გაბრიელ თაბაგარი



U8

ტვინიკოსები

თამაზ კეკენაძე

ლიზი გაფრინდაშვილი

ნინუცა მოდებაძე

ირაკლი კაციტაძე

ლუკა მაჭარაშვილი

U8

დაუნდობელი

გაბრიელ გაფრინდაშვილი

ვასო მოდებაძე

ბარბარე გაფრინდაშვილი

ნინო ჭუმბურიძე

ქეთევან თაბაგარი

U12

გენიოსები

ლუკა მეცხოვრიშვილი

ირაკლი თაბაგარი

დათო მაჭარაშვილი

გიორგი ჭუმბურიძე


U12

განწირულები

ხატია კაციტაძე

მარიამ თაბაგარი

ქეთი კეკენაძე

ბარბარე თაბაგარი




Comments


bottom of page