გრაალის სკოლაში“გუგლი შვებულებაშია”
- Anna Shalikiani
- Nov 7
- 1 min read
სკოლა გრაალმა ტვინების ბრძოლის შემოდგომის სეზონის შიდა სასკოლო ტურს უმასპინძლა. ღონისძიებამ, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლეებში ლოგიკური აზროვნების, გუნდური სულისკვეთებისა და ზოგადი განათლების დონის ამაღლებას, სკოლის სხვადასხვა კლასის მოსწავლეები გააერთიანა.
შეჯიბრი ერთ ასაკობრივ ჯგუფში - U12(მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასები) კატეგორიებში წარიმართა. ჯამში, სკოლა გრაალის შიდა სასკოლო ტურში შვიდმა გუნდმა იასპარეზა. თამაში თითოეულ ასაკობრივ ჯგუფში დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა. მონაწილეები დიდი ენთუზიაზმით პასუხობდნენ დასმულ შეკითხვებს და ცდილობდნენ საკუთარი გუნდისთვის მაქსიმალური ქულების მოპოვებას.
ინტელექტუალურ ბრძოლაში გამარჯვება შემდეგმა გუნდებმა მოიპოვეს:
U12 კატეგორია: “გუგლი შვებულებაშია”, კაპიტანი - ალექსი ალექსანდრია
ღონისძიების დასასრულს, გამარჯვებულ გუნდებს სიგელები გადაეცათ. ტურნირში მონაწილე ყველა მოსწავლეს “ტვინების ბრძოლის” შიდა სასკოლო ტურში მონაწილეობის დამადასტურებელი დიპლომი ელექტრონულად დაეგზავნება.
მადლობას ვუხდით სკოლის დირექტორს, ქეთევან ლომინაძე-სახელაშვილს და ტვინების ბრძოლის ორგანიზატორს, მარიამ სახელაშვილს, ჩვენთან თანამშრომლობისა და მოსწავლეთა ინტელექტუალური განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის!
სკოლა გრაალის მოსწავლეებს კი წარმატებებს ვუსურვებთ ტვინების ბრძოლის შემოდგომის სეზონზე!
გაიცანით სკოლა გრაალის ტვინიკოსები:
კატეგორია | გუნდი | კაპიტანი | მე-2 წევრი | მე-3 წევრი | მე-4 წევრი |
U12 | გუგლი შვებულებაშია | ალექსი ალექსანდრია | ნიკა მერაბიშვილი | ბარბარე ბროძელი | ნინი ჭულუხაძე |
U12 | მეტეორები | ალექსი ბუაძე | ანო დეკანოიძე | მარიამ ბერიძე | ბარბარე დალაქიშვილი |
U12 | საათი ქალაქი | თეკლა ბანძელაძე | ნინა ჭუმბურიძე | ლუკა ჯინჭარაძე | ილია მოჩიაშვილი |
U12 | ვოძლიდი გოძლიდი დუ | ლუკა ვასაძე | ბექა ბაკურაძე | ირაკლი მაჭარაშვილი | მარიამ მამალაძე |
U12 | წამი ქოხი | ილია ბარძიმაშვილი | ირაკლი ყარატაშვილი | მამუკა კაპანაძე | სანდრო მათიაშვილი |
U12 | ტვინები ცხელ ხაზზე | გაბი გაბისონია | ალექსი გაბისონია | შაკო მურჯიკნელი | კესანე გელოვანი |
U12 | 1121 | დავით მურჯიკნელი | ალექსანდრე ნუიზე | ლუკა ნურალიძე | ზურაბ ჭულუხაძე |















Comments