"მტრედები" და "ვარსკვლავები" ყარაჯალის სკოლიდან
- Anna Shalikiani
- 2 hours ago
- 1 min read
ყარაჯალის საჯარო სკოლამ ტვინების ბრძოლის შემოდგომის სეზონის შიდა სასკოლო ტურს უმასპინძლა. ღონისძიებამ, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლეებში ლოგიკური აზროვნების, გუნდური სულისკვეთებისა და ზოგადი განათლების დონის ამაღლებას, სკოლის სხვადასხვა კლასის მოსწავლეები გააერთიანა.
შეჯიბრი ორ ასაკობრივ ჯგუფში - U5(მე-3, მე-4, და მე-5 კლასები) და U12(მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასები) კატეგორიებში წარიმართა. ჯამში, ყარაჯალის საჯარო სკოლის შიდა სასკოლო ტურში რვა გუნდმა იასპარეზა. თამაში თითოეულ ასაკობრივ ჯგუფში დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა. მონაწილეები დიდი ენთუზიაზმით პასუხობდნენ დასმულ შეკითხვებს და ცდილობდნენ საკუთარი გუნდისთვის მაქსიმალური ქულების მოპოვებას.
ინტელექტუალურ ბრძოლაში გამარჯვება შემდეგმა გუნდებმა მოიპოვეს:
U5 კატეგორია: “მტრედები”, კაპიტანი - აილინ უსეინოვი
U12 კატეგორია: “ვარსკვლავები”, კაპიტანი - სქჯაიათ ისკანდაროვა
ღონისძიების დასასრულს, გამარჯვებულ გუნდებს სიგელები გადაეცათ. ტურნირში მონაწილე ყველა მოსწავლეს “ტვინების ბრძოლის” შიდა სასკოლო ტურში მონაწილეობის დამადასტურებელი დიპლომი ელექტრონულად დაეგზავნება.
მადლობას ვუხდით სკოლის დირექტორს, ელზა აშიროვას და ტვინების ბრძოლის ორგანიზატორთა გუნდს, ჩვენთან თანამშრომლობისა და მოსწავლეთა ინტელექტუალური განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის!
ყარაჯალის საჯარო სკოლის მოსწავლეებს კი წარმატებებს ვუსურვებთ ტვინების ბრძოლის შემოდგომის სეზონზე!
გაიცანით ყარაჯალის საჯარო სკოლის ტვინიკოსები:
კატეგორია | გუნდი | კაპიტანი | მე-2 წევრი | მე-3 წევრი | მე-4 წევრი | მე-5 წევრი |
U5 | ჭიამაიები | ელიკო ასტანოვი | იუქიე ნაღლევა | რაბია იბათყიზი | გულნაზი | უსიფ იბრაგიმოვი |
U5 | არწივები | ფათიმა ისლამოვა | ჯან ამირხანოვი | ზურაბ ასტანოვი | შამილი ნურიოდლი | ელინა ნაღლიევა |
U5 | ჭინკები | დარია ალიევა | ალინა ახმედოვი | მადო მამედოვი | დენიზ მახმედოვი | გულო ალმაზოვი |
U5 | მტრედები | აილინ უსეინოვი | ალიკა ჟახრამანოვი | რაბია ბეჟანოვი | ჰათიჯე ველიევი | ჰირა ზეინალაბლოღლუ |
U12 | ვარსკვლავები | სქჯაიათ ისკანდაროვა | მილენა მოჩიევა | ქრისტინა ისკანდაროვა | ალისა კარიბოვი | ოთარ ქსუფოვი |
U12 | გენიოსები | ანისა ასანოვა | რავილ მუსტაფაევი | ანითა უქანოვა | სერიჯანი მახმედოვი | ნინი აბაზოვა |











Comments