იტავაზის კარიერის გენერლები
- Anna Shalikiani
- Oct 19
- 1 min read
იტავაზის საჯარო სკოლამ ტვინების ბრძოლის შემოდგომის სეზონის შიდა სასკოლო ტურს უმასპინძლა. ღონისძიებამ, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლეებში ლოგიკური აზროვნების, გუნდური სულისკვეთებისა და ზოგადი განათლების დონის ამაღლებას, სკოლის სხვადასხვა კლასის მოსწავლეები გააერთიანა.
შეჯიბრი ორ ასაკობრივ ჯგუფში: U5 (მე-3, მე-4 და მე-5 კლასები) და U8 (მე-6, მე-7 და მე-8 კლასები) კატეგორიებში წარიმართა. ჯამში, იტავაზის საჯარო სკოლის შიდა სასკოლო ტურში ოთხმა გუნდმა იასპარეზა. თამაში თითოეულ ასაკობრივ ჯგუფში დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა. მონაწილეები დიდი ენთუზიაზმით პასუხობდნენ დასმულ შეკითხვებს და ცდილობდნენ საკუთარი გუნდისთვის მაქსიმალური ქულების მოპოვებას.
ინტელექტუალურ ბრძოლაში გამარჯვება შემდეგმა გუნდებმა მოიპოვეს:
U5 კატეგორია:“არწივები”, კაპიტანი - ანი ჯაჯანიძე
U8 კატეგორია:“რაგნაროკი”, კაპიტანი - გიორგი შაორშაძე
ღონისძიების დასასრულს, გამარჯვებულ გუნდებს სიგელები გადაეცათ. ტურნირში მონაწილე ყველა მოსწავლეს “ტვინების ბრძოლის” შიდა სასკოლო ტურში მონაწილეობის დამადასტურებელი დიპლომი ელექტრონულად დაეგზავნება.
მადლობას ვუხდით დირექტორს, ქალბატონ ინგა კომლაძეს და ტვინების ბრძოლის ორგანიზატორს, ქალბატონ ნინო შაორშაძეს ჩვენთან თანამშრომლობისა და მოსწავლეთა ინტელექტუალური განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის!
იტავაზის საჯარო სკოლის მოსწავლეებს კი წარმატებებს ვუსურვებთ ტვინების ბრძოლის შემოდგომის სეზონზე!
გაიცანით იტავაზის სკოლის ტვინიკოსები:
კატეგორია | გუნდი | კაპიტანი | მე-2 წევრი | მე-3 წევრი | მე-4 წევრი | მე-5 წევრი |
U5 | არწივები | ანი ჯაჯანიძე | ლაშა ძინძიბაძე | ნათია იაკობაშვილი | გაბრიელ იაკობაშვილი | ბარბარე შაორშაძე |
U5 | მგლები | ანა ძინძიბაძე | ანასატასია გოგობერიშვილი | მირიან შაორშაძე | ანდრია იაკობაშვილი | |
U8 | ჭკვიანები | ნანუკა გოგობერიშვილი | ოთარი გოგობერიშვილი | ანამარია შაორშაძე | ||
U8 | რაგნაროკი | გიორგი შაორშაძე | ალექსი ჯაჯანიძე | ლუკა ქვილითაია | გიორგი ჭოხონელიძე | იური იაკობაშვილი |



















Comments