"კოსმოსური ოდისეა" ღვირიშის სკოლაში
- Anna Shalikiani
- Apr 1
- 1 min read
ღვირიშის საჯარო სკოლა „ტვინების ბრძოლის“ გაზაფხულის სეზონის შიდა სასკოლო ტურს უმასპინძლა და სხვადასხვა კლასის მოსწავლეები საერთო მიზნის გარშემო გააერთიანა - ესაა ლოგიკური აზროვნება, გუნდური სულისკვეთება და ცოდნის გაღრმავება.
თამაში სამ ასაკობრივ კატეგორიაში, U5 (მე-3, მე-4, მე-5 კლასები), U8 (მე-6, მე-7, მე-8 კლასები) და U12(მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასები) კატეგორიებში წარიმართა.
შეჯიბრი წარმოუდგენლად დაძაბული, აზარტული და საინტერესო გამოდგა! ჩვენი მონაწილეები დიდი ენთუზიაზმით პასუხობდნენ შეკითხვებს და თითოეული ქულისთვის გუნდურად იბრძოდნენ.
ინტელექტუალურ ბრძოლაში გამარჯვება და საპატიო პირველი ადგილი შემდეგმა გუნდებმა მოიპოვეს:
🏆 U5 კატეგორია: "ჯვაროსნები", კაპიტანი - იგორ ხვადაგიანი
🏆 U8 კატეგორია: "couch potato", კაპიტანი - ლევან ხვადაგიანი
🏆 U12 კატეგორია: "კოსმოსური ოდისეა", კაპიტანი - ანნა ციბაძე
აზარტით სავსე ტურნირის დასასრულს, გამარჯვებულ გუნდებს კუთვნილი სიგელები საზეიმოდ გადაეცათ. თუმცა, ინტელექტუალურ თამაშებში წაგებული არავინაა — ტურნირში მოასპარეზე ყველა მოსწავლეს შიდა სასკოლო ტურში მონაწილეობის დამადასტურებელი დიპლომი ელექტრონულად დაეგზავნება.
განსაკუთრებული მადლობა გვინდა გადავუხადოთ სკოლის დირექტორს, ტრისტან გუგავას და ტვინების ბრძოლის ორგანიზატორთა გუნდს, მხარდაჭერისთვის, თანამშრომლობისა და მოსწავლეთა ინტელექტუალურ განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის! 🙌
ღვირიშის საჯარო სკოლის ტვინიკოსებს კი დიდ წარმატებებს ვუსურვებთ გაზაფხულის სეზონის მომდევნო ეტაპებზე! წინ კიდევ ბევრი საინტერესო გამოწვევაა! ✨
გაიცანით ჩვენი ტვინიკოსები: 👇
კატეგორია | გუნდი | კაპიტანი | მე-2 წევრი | მე-3 წევრი | მე-4 წევრი | მე-5 წევრი |
U5 | ჯვაროსნები | იგორი ხვადაგიანი | ირაკლი აბაშიძე | |||
U8 | couch potato | ლევანი ხვადაგიანი | გიორგი გასვიანი | ლევანი ხვადაგიანი | ლევანი ხვადაგიანი | ლევანი ხვადაგიანი |
U12 | კოსმოსური ოდისეა | ანნა ციბაძე | მარიამ გიორგობანი | ლაშა გიორგობანი | თამარი გასვიანი | ლაშა ნემსიწვერიძე |


















Comments