გომის "ევერესტი"
- Anna Shalikiani
- 4 days ago
- 1 min read

გომის საჯარო სკოლამ ტვინების ბრძოლის გაზაფხულის სეზონის შიდა სასკოლო ტურს უმასპინძლა. ღონისძიებამ, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლეებში ლოგიკური აზროვნების, გუნდური სულისკვეთებისა და ზოგადი განათლების დონის ამაღლებას, სკოლის სხვადასხვა კლასის მოსწავლეები გააერთიანა.
შეჯიბრი სამ ასაკობრივ ჯგუფში - U5(მე-3, მე-4 და მე-5 კლასები), U8(მე-6, მე-7 და მე-8 კლასები) და U12(მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასები) კატეგორიებში წარიმართა. თამაში თითოეულ ასაკობრივ ჯგუფში დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა.
ინტელექტუალურ ბრძოლაში გამარჯვება შემდეგმა გუნდებმა მოიპოვეს:
U5 კატეგორია: "ტვინიკოსები", კაპიტანი - გიორგი გეგეშიძე
U8 კატეგორია: "ჩირაღდანი", კაპიტანი - სერგი თევზაძე
U12 კატეგორია: "ევერესტი", კაპიტანი - ეკატერინე ნიკოლეიშვილი
ღონისძიების დასასრულს, გამარჯვებულ გუნდებს სიგელები გადაეცათ. ტურნირში მონაწილე ყველა მოსწავლეს “ტვინების ბრძოლის” შიდა სასკოლო ტურში მონაწილეობის დამადასტურებელი დიპლომი ელექტრონულად დაეგზავნება.
მადლობას ვუხდით სკოლის დირექტორს, მაყვალა ჩხაიძეს და ტვინების ბრძოლის ორგანიზატორთა გუნდს, ჩვენთან თანამშრომლობისა და მოსწავლეთა ინტელექტუალური განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის!🙌
გომის საჯარო სკოლის მოსწავლეებს კი წარმატებებს ვუსურვებთ ტვინების ბრძოლის გაზაფხულის სეზონზე!✨
გაიცანით გომის საჯარო სკოლის ტვინიკოსები: 👇
კატეგორია | გუნდი | კაპიტანი | მე-2 წევრი | მე-3 წევრი | მე-4 წევრი | მე-5 წევრი | მე-6 წევრი |
U5 | ტვინიკოსები | გიორგი გეგეშიძე | ანდრია ფხაკაძე | ნათია ბერიკაშვილი | სოფია აბულაძე | საბა ბეგაშვილი | |
U5 | ფიქრის ალიანსი | მათე თევზაძე | ანდრია რუსია | ლიზი პაიქიძე | ზაზა თავაძე | გაბრიელ ამაღლობელი | მარიამ ამაღლობელი |
U5 | ტვინების შტორმი | ნატალია მეფარიშვილი | გიორგი თევზაძე | ეკატერინე კობრავა | საბა ოქრუაშვილი | ემილი ნიკოლეიშვილი | |
U8 | ჩირაღდანი | სერგი თევზაძე | ანი თევზაძე | ნიკა ნადირაძე | ანასტასია რამიშვილი | სულიკო ნიკოლეიშვილი | |
U12 | ევერესტი | ეკატერინე ნიკოლეიშვილი | სალომე თევზაძე | მარიამ კიკაჩეიშვილი | მარიამ ნიშნიანიძე | ნათია ლეჟავა |
















Comments