"Zero" თუ "Zoro"?
- Anna Shalikiani
- Apr 7
- 1 min read
გოგოლესუბნის საჯარო სკოლამ ტვინების ბრძოლის გაზაფხულის სეზონის შიდა სასკოლო ტურს უმასპინძლა. ღონისძიებამ, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლეებში ლოგიკური აზროვნების, გუნდური სულისკვეთებისა და ზოგადი განათლების დონის ამაღლებას, სკოლის სხვადასხვა კლასის მოსწავლეები გააერთიანა.
შეჯიბრი სამ ასაკობრივ ჯგუფში - U5(მე-3, მე-4 და მე-5 კლასები), U8(მე-6, მე-7 და მე-8 კლასები) და U12(მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასები) კატეგორიებში წარიმართა. ჯამში, გოგოლესუბნის სკოლის შიდა სასკოლო ტურში 7 გუნდმა იასპარეზა. თამაში თითოეულ ასაკობრივ ჯგუფში დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა. მონაწილეები დიდი ენთუზიაზმით პასუხობდნენ დასმულ შეკითხვებს და ცდილობდნენ საკუთარი გუნდისთვის მაქსიმალური ქულების მოპოვებას.
ინტელექტუალურ ბრძოლაში გამარჯვება შემდეგმა გუნდებმა მოიპოვეს:
U5 კატეგორია: "smart kids", კაპიტანი - ელენე სიხარულიძე
U8 კატეგორია: "zero", კაპიტანი - ნიკოლოზ სიხარულიძე
U12 კატეგორია: "zoro", კაპიტანი - მარი გოგოლაძე
ღონისძიების დასასრულს, გამარჯვებულ გუნდებს სიგელები გადაეცათ. ტურნირში მონაწილე ყველა მოსწავლეს “ტვინების ბრძოლის” შიდა სასკოლო ტურში მონაწილეობის დამადასტურებელი დიპლომი ელექტრონულად დაეგზავნება.
მადლობას ვუხდით სკოლის დირექტორს, ნონა სიხარულიძეს და ტვინების ბრძოლის ორგანიზატორთა გუნდს, ჩვენთან თანამშრომლობისა და მოსწავლეთა ინტელექტუალური განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის!🙌
გოგოლესუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეებს კი წარმატებებს ვუსურვებთ ტვინების ბრძოლის გაზაფხულის სეზონზე!✨
გაიცანით გოგოლესუბნის საჯარო სკოლის ტვინიკოსები: 👇
კატეგორია | გუნდი | კაპიტანი | მე-2 წევრი | მე-3 წევრი | მე-4 წევრი | მე-5 წევრი | მე-6 წევრი |
U5 | smart kids | ელენე სიხარულიძე | ბარბარე სიხარულიძე | გიორგი ჩიდრაშვილი | ლუკა სიხარულიძე | დაჩი სიხარულიძე | იოანე ბერკნიშვილი |
U5 | ჭკუის კოლოფები | ნიტა სიხარულიძე | ბარბარე ბარამიძე | სანდრო სიხარულიძე | თამარ სიხარულიძე | კახა სიხარულიძე | მარი ჩიგოგიძე |
U8 | zero | ნიკოლოზ სიხარულიძე | ნანა სიხარულიძე | ნიკოლოზ სიხარულიძე | |||
U8 | number one | ბესო სიხარულიძე | ელენი ჭანტურიძე | ლიკა სიხარულიძე | მათე გოგოლაძე | რატი სიხარულიძე | ნიკოლოა სანიკიძე |
U8 | Dark Knights | თეკლა ჩანტლაძე | ანდრია სიხარულიძე | მარიზა გუზაშვილი | ნიკოლოზ ბოცვაძე | დაჩი ცინცაძე | მალხაზ ბერძენიშვილი |
U12 | zoro | მარი გოგოლაძე | მარი გოგიჩაძე | ||||
U12 | veni vidi vici | სალომე სიხარულიძე | მერაბ სიხარულიძე | თაკო სანიკიძე | ვატო სიხარულიძე |












Comments