top of page

ღორეშელი ინტელელექტრონები :)

ღორეშის საჯარო სკოლამ ტვინების ბრძოლის შემოდგომის სეზონის შიდა სასკოლო ტურს უმასპინძლა. ღონისძიებამ, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლეებში ლოგიკური აზროვნების, გუნდური სულისკვეთებისა და ზოგადი განათლების დონის ამაღლებას, სკოლის სხვადასხვა კლასის მოსწავლეები გააერთიანა.


შეჯიბრი სამ ასაკობრივ ჯგუფში - U5 (მე-3, მე-4 და მე-5 კლასები), U8 (მე-6, მე-7 და მე-8 კლასები) და  U12 (მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასები)კატეგორიებში წარიმართა. ჯამში, ღორეშის საჯარო სკოლის შიდა სასკოლო ტურში თერთმეტმა  გუნდმა იასპარეზა. თამაში თითოეულ ასაკობრივ ჯგუფში დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა. მონაწილეები დიდი ენთუზიაზმით პასუხობდნენ დასმულ შეკითხვებს და ცდილობდნენ საკუთარი გუნდისთვის მაქსიმალური ქულების მოპოვებას. 


ინტელექტუალურ ბრძოლაში გამარჯვება შემდეგმა გუნდებმა მოიპოვეს:


U5 კატეგორია: “არწივები”, კაპიტანი - ლუკა კურტანიძე

U8 კატეგორია: “ინტელექტრონები”, კაპიტანი - ქეთევან კურტანიძე

U12 კატეგორია: “უსახელოები”, კაპიტანი - ლუკა კურტანიძე


ღონისძიების დასასრულს, გამარჯვებულ გუნდებს სიგელები გადაეცათ. ტურნირში მონაწილე ყველა მოსწავლეს “ტვინების ბრძოლის” შიდა სასკოლო ტურში მონაწილეობის დამადასტურებელი დიპლომი ელექტრონულად დაეგზავნება.


მადლობას ვუხდით ქალბატონ ქეთევან ბარბაქაძეს, ჩვენთან თანამშრომლობისა და მოსწავლეთა ინტელექტუალური განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის!

ღორეშის  საჯარო სკოლის  მოსწავლეებს კი წარმატებებს ვუსურვებთ ტვინების ბრძოლის შემოდგომის სეზონზე!


კატეგორია

გუნდი

კაპიტანი

მე-2 წევრი

მე-3 წევრი

მე-4 წევრი

მე-5 წევრი

სათადარიგო

წევრი

U5

არწივები

ლუკა კურტანიძე

ქეთა გაჩეჩილაძე

კოპაძე შალვა

როლანდი კურტანიძე

გეგა ორჯონიკიძე

საბა ჭუმბურიძე

U5

მწერვალები

ოთრი წიქარიშვილი

ეკა კურტანიძე

ანა კურტანიძე

ნატა გაჩეჩილაძე

მარიამ გელაშვილი


U5

ლომები

მათე წიქარიშვილი

მარიამ კოპაძე

დემეტრე ორჯონიკიძე

ნიკოლოზ შველიძე

დიმა კურტინაძე


U8

ინტელექტრონები

ქეთევან კურტანიძე

ნათია გაბუნია

ანასტასია წიქარიშვილი

მარიამ კურტანიძე

მაკა კოპალაძე


U8

ბრძოლის ბურუსი

ლუკა ბუხნიკაშვილი

ლიზი კურტანიძე

გაბრიელ კუპრაძე

მათე სებისკვერაძე

ბაჩო კურტანიძე


U8

იმერლები

როზეტა კურტანიძე

ანი კურტანიძე

გიორგი კურტანიძე

ლევანი კურტანიძე

ნინო კურტანიძე


U8

მგლები

ნიკოლოზ კუპრაძე

მართა კურტანიძე

მათე კურტანიძე

მარიამ კაპანაძე



U12

უსახელოები

ლუკა კურტანიძე

სალომე კურტანიძე

ლიკა კიკნაძე

საბა კოპაძე



U12

ხელშეუხებლები

დავით წიქარიშვილი

მინდია ორჯონიკიძე

აკაკი კურტანიძე




U12

ინვეტორები

კუპრაძე ლიზი

კურტანიძე ია

ქიმერიძე ნინი

სებისკვერაძე რომანი

კურტანიძე დათო


U12

ტიტანები

გიორგი გაბუნია

ეკატერინე კურტანიძე

ლიკა ქიმერიძე





Comments


bottom of page