top of page

გაუწყინარის "პასუხი გზაშია"!


გაუწყინარის საჯარო სკოლამ ტვინების ბრძოლის გაზაფხულის სეზონის შიდა სასკოლო ტურს უმასპინძლა. ღონისძიებამ, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლეებში ლოგიკური აზროვნების, გუნდური სულისკვეთებისა და ზოგადი განათლების დონის ამაღლებას, სკოლის სხვადასხვა კლასის მოსწავლეები გააერთიანა.


შეჯიბრი სამ ასაკობრივ ჯგუფში - U5(მე-3, მე-4 და მე-5 კლასები), U8(მე-6, მე-7 და მე-8 კლასები) და U12(მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასები) კატეგორიებში წარიმართა. ჯამში,შიდა სასკოლო ტურში 9 გუნდმა იასპარეზა. მონაწილეები დიდი ენთუზიაზმით პასუხობდნენ დასმულ შეკითხვებს და ცდილობდნენ საკუთარი გუნდისთვის მაქსიმალური ქულების მოპოვებას.


ინტელექტუალურ ბრძოლაში გამარჯვება შემდეგმა გუნდებმა მოიპოვეს:


U5 კატეგორია: "ქვიშის ქარიშხალი", კაპიტანი - გაბრიელ ჯანაშია

U8 კატეგორია: "აისბერგი", კაპიტანი - დავით შალამბერიძე

U12 კატეგორია: "224'', კაპიტანი - ელენე ბერიძე


ღონისძიების დასასრულს, გამარჯვებულ გუნდებს სიგელები გადაეცათ. ტურნირში მონაწილე ყველა მოსწავლეს “ტვინების ბრძოლის” შიდა სასკოლო ტურში მონაწილეობის დამადასტურებელი დიპლომი ელექტრონულად დაეგზავნება.


მადლობას ვუხდით სკოლის დირექტორს, ნინო მეგენეიშვილს და ტვინების ბრძოლის ორგანიზატორთა გუნდს, ჩვენთან თანამშრომლობისა და მოსწავლეთა ინტელექტუალური განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის!🙌


გაუწყინარის საჯარო სკოლის მოსწავლეებს კი წარმატებებს ვუსურვებთ ტვინების ბრძოლის გაზაფხულის სეზონზე!✨


გაიცანით გაუწყინარის საჯარო სკოლის ტვინიკოსები: 👇

კატეგორია

გუნდი

კაპიტანი

მე-2 წევრი

მე-3 წევრი

მე-4 წევრი

მე-5 წევრი

მე-6 წევრი

U5

ქვიშის ქარიშხალი

გაბრიელ ჯანაშია

ანამარი სურგულიძე

ანდრია ფუტკარაძე

გაბრიელ მაკალათიას



U5

პასუხი გზაშია

გაბრიელ ხაჟომია

ლილე თურქია

ბარბარე მაყალათია




U8

აისბერგი

დავით შალამბერიძე

საბა გოგიშვილი

გიორგი სურგულაძე

მარიამ შალამბერიძე

დავით თელია


U8

სინათლის ხუთეული

ანამარია რურუა

გიორგი შალვაძე

რიტა გოგიშვილი

საბა ვერულაშვილი

ბარბარე თურქია

იურიკა ფუტკარაძე

U8

ტოპ ექვსი

ნინი თურქია

თამარი თურქია

ვეკო ბოჭორიშვილი

ელენე კუჭუხიძე

თეკლა რურუა

მათე შალამბერიძე

U8

მგლები

საბა ჯანჯღავა

ანდრია ჯანაშია





U12

,,224''

ელენე ბერიძე

ნონა გოგიშვილი





U12

კეთილები

მირიან კოხრეიძე

რომა თევზაძე

გიორგი ბერიძე

მარი თელია



U12

ფენიქსი

ნიკოლოზ კოხრეიძე

საბა თევზაძე

მარიამ გოგიშვილი





Comments


bottom of page