გაზაფხულის სეზონის მიმოხილვა

კავკასიის ღია პირველობა დასრულდა!

გუნდური იტელექტუალური თამაში ტვინების ბრძოლა, რომელსაც ორგანიზებას უწევს საგანმანათლებლო პროექტების ორგანიზატორი კომპანია „ბრეინს“-ი, უკვე ხუთი წელია რეგულარულად ტარდება სკოლის მოსწავლეთათვის. ჩემპიონატები იმართება ორ სეზონად, გაზაფხულის და შემოდგომის სეზონი. ხოლო ბოლო ორი სეზონია ტვინების ბრძოლამ, საქართველოსთან ერთად ჩვენს მეზობელ ქვეყნებშიც მოიპოვა პოპულარობა.

ტვინების ბრძოლა, როგორც მოგეხსენებათ, ტარდება სკოლის მოსწავლეთათვის. თამაში ბავშვებში ანვითარებს, როგორც ლოგიკას, ასევე აყვარებს წიგნის კითხვას და წარმოდგენას უქმნის მსოფლიოს მასშტაბით მომხდარ უამრავ ცნობილ მოვლენებზე. პროექტის ძირითადი მიზანია ლოგიკური აზროვნების განვითარება და წიგნის კითხვის სტიმულირება


2018-19 სასწავლო წელს, გაზაფხულის სეზონზე ჩატარდა კავკასიის რიგით მეორე ღია ჩემპიონატი:

ჩემპიონატი მოიცავდა სამ ეტაპს :

1. შიდასასკოლო ჩემპიონატი

2. რეგიონალური ჩემპიონატი

3. დისტანციური სუპერფინალი

მოსწავლეები ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით განაწილდნენ სამ კატეგორიაში: 1. U5 - მე-3, მე-4, მე-5 კლასი

2. U8 - მე-6, მე-7, მე-8 კლასი

3. U12 მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასი


შიდა სასკოლო ჩემპიონატების სერიას დაეთმო 28 დღე, მარტის თვეში „ტვინების ბრძოლა“ ჩატარდა საქართველოს 31 მუნიციპალიტეტის 534 კერძო ან საჯარო სკოლაში. სამივე ასაკობრივ კატეგორიაში მონაწილეობა მიიღო 6167 გუნდმა (გუნდში 5 მოსწავლეა) ჩემპიონატები ჩატარდა “ტვინების ბრძოლის” საორგანიზაციო ჯგუფთან შეთანხმებული ფორმატით: სპეციალურად შიდა სასკოლო პირველობისთვის შედგენილი შეკითხვათა პაკეტები ბრეინსის სათაო ოფისიდან იგზავნებოდა ჩემპიონატის ჩატარების დღეს, სკოლის ოფიციალურ ფოსტაზე.

აღნიშნული გათამაშების მიმართ სკოლათა დაინტერესება ძალიან დიდი იყო, თითოეულ სკოლაში ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით გამოვლინდა სკოლის ჩემპიონი გუნდი. ასევე საპრიზო ადგილებზე გასულ გუნდებს მიეცათ რეგიონალურ პირველობაზე ასპარეზობის გაგრძელების უფლება.


რეგიონალური პირველობა:

კავკასიის ღია ჩემპიონატის ფარგლებში, 14 აპრილს შემეგ რეგიონებში გაიმართა საქართველოს რეგიონალური პირველობა:

  • აჭარა

  • გურია

  • სამეგრელო

  • იმერეთი

  • შიდა ქართლი

  • ქვემო ქართლი

  • კახეთი

  • თბილისი (გლდანი-ნაძალადევი)

  • თბილისი (ისანი - სამგორი)

  • თბილისი (ვაკე - საბურთალო)

  • თბილისი (დიდუბე - ჩუღურეთი, ძველი თბილისი)

14 აპრილს, 1990 წლიდან საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. შესაბამისად რეგიონალური ტურისათვის შერჩეული თარიღი შემთხვევითი არ არის, ასევე სპეციალურად ამ თარიღის გამო „ტვინების ბრძოლის“ ორგანიზატორებმა ჩემპიონატისთვის ქართველი მწერლების ნაწარმოებები დააანონსეს: ნოდარ დუმბაძის - „მე ვხედავ მზეს“; დავით კლდიაშვილის - „სამანიშვნილის დედინაცვალი“ და აკა მორჩილაძის - „ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები“. რეგიონალურ ჩემპიონატზე რეგისტრირებულ გუნდებს წიგნის უფასო ელ.ვერსიის ჩამოტვირთვა ბრეინსის ოფიციალური საიტიდან შეეძლოთ.

რეგიონალური ჩემპიონატები, პარალელურ რეჟიმში 13 ქალაქის 16 სათამაშო მოედანზე ჩატარდა, თითოეულ ქალაქში შეკრებილმა მოაზროვნეებმა უპასუხეს იდენტურ შეკითხვებს, თუმცა მონაწილე გუნდები კონკურენციაში იყო მხოლოდ საკუთარ რეგიონის სკოლის წარმომადგენლებთან. პირველადგილოსანმა გუნდებმა მოიპოვეს რეგიონის ჩემპიონის სტატუსი, რეგიონის მასშტაბით საუკეთესო 30%-ში მოხვედრილ გუნდებს მიეცათ ფინალურ ეტაპზე ასპარეზობის შესაძლებლობა. მთლიანობაში რეგიონალური პირველობისთვის იასპარეზა 539-მდე გუნდმა.


14 აპრილის თამაშის გამარჯვებულები

ისანი-სამგორი

U5: (პირველი ადგილი გაიყო რომა გუნდმა) 67-ე საჯარო სკოლა- გენიოსები

პირველი საჯარო სკოლა- გარეჯი

U8: (პირველი ადგილი გაიყო რომა გუნდმა)

ბარბარეს სახელობის საჯარო სკოლა- ისტორია და ახალი თაობა

81-ე საჯარო სკოლა- ლოგოსი

U12: კრწანისი მარჯი- გარინჩა


ვაკე-საბურთალო

U5: (პირველი ადგილი გაიყო რომა გუნდმა)

60-ე საჯარო სკოლა- ლოგიკური აზროვნება

ჯეჯილი- მენტალისტები

U8: (პირველი ადგილი გაიყო რომა გუნდმა)

199-ე საჯარო სკოლა (კომაროვი)- გირჩი

199-ე საჯარო სკოლა (კომაროვი)- ორიგინალი

U12: 151-ე საჯარო სკოლა- კვინკარდო


გლდანი-ნაძალადევი

U5 პეგასი- ნიკე

U8 აია-ჯესს- ატომი

U12 71-ე საჯარო სკოლა- ესპრიტი


დიდუბე ჩუღურეთი +ძველი თბილისი

U5 აკადემოსი- 5 ტვინიკოსი

U8 42-ე საჯარო სკოლა (ვეკუა)-flugengegholen

U12 147-ე საჯარო სკოლა- კაპუსტა


იმერეთი 1 (ქუთაისი)

U5 პირველი საჯარო სკოლა (გოქაძე)- სმარტები

U8 მე-19 საჯარო სკოლა- ავტორიტეტი

U12 მე-13 საჯარო სკოლა- inferno


იმერეთი 2 (ზესტაფონი)

U5 პირველი საჯარო სკოლა (თერჯოლა)- მწიგნობრები

U8 პირველი საჯარო სკოლა (თერჯოლა)- ევრიკა

U12 მე-4 საჯარო სკოლა- ელიოზა


აჭარა

U5 იუჯი- brains storming

U8 მე-2 საჯარო სკოლა- ირიდიუმი

U12 მე-3 საჯარო სკოლა (ქობულეთი)- ნიუბი


გურია

U5 მე-2 საჯარო სკოლა (ოზურგეთი)- ყოჩაღები

U8 წყალწმინდის საჯარო სკოლა (ოზურგეთი)- არწივები

U12 პირველი საჯარო სკოლა (ოზურგეთი)- ოლიმპი


სამეგრელო 1 (ზუგდიდი)

U5 პირველი საჯარო სკოლა (წალენჯიხა)- უშიშარი ხუთეული

U8 ჭითაწყაროს საჯარო სკოლა- ვარსკვლავთცვენა

U12 პირველი საჯარო სკოლა- ბალაბანი


სამეგრელო 2 (სენაკი)

U5 ხუნწის საჯარო სკოლა (მარტვილი)- არგონავტები

U8 ნოღის საჯარო სკოლა (მარტვილი)- არწივი


სამეგრელო 3 (ფოთი)

U5 მე-5 საჯარო სკოლა- ალი

U8 მე-5 საჯარო სკოლა- ალფა

U12 პირველი საჯარო სკოლა- ფორმულა N1


შიდა ქართლი

U5: მე-2 საჯარო სკოლა- იმედი

U8: მე-12 საჯარო სკოლა- ინფერნო

U12: ზემო ხვედურეთის საჯარო სკოლა (ქარელი)- ჰედვიგი


ქვემო ქართლი

U5: 21-ე საჯარო სკოლა- ვიქტორია

U8: მე-4 საჯარო სკოლა- ვარსკვლავები 4

U12: მე-4 საჯარო სკოლა- 221 ბ


კახეთი

U5: გავაზის საჯარო სკოლა (თელავი)- სიხარული

U8: მე-7 საჯარო სკოლა (თელავი)- შევარდენი

U12: პირველი საჯარო სკოლა (ყვარელი)- გრიფინდორი


სუპერფინალი, საქართველო

ფინალური ტური გაიმართა 19 მაისს, სამ ქალაქში: თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, რეგიონალურ ჩემპიონატზე მოსული გუნდების 30% მოხვდა ფინალში, სხვადასხვა ქალაქებიდან მოსული გუნდები გაერთიანდნენ ერთ ცხრილში. თამაში იდენტური კითხვებით პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობდა, რიგით მერვე შეკითხვა გახლდათ ე.წ. „კაპიტნების ტური“ ,სადაც სათამაშო მაგიდასთან მხოლოდ ერთი მოაზროვნე დარჩა.


U5 ასაკობრივ კატეგორიაში, საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან ჩემპიონობისთვის იბრძოდა 100 გუნდი. ფინალი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, აღებული ქულების მიხედვით პატარა მოაზროვნეებმა მაღალი კლასი აჩვენეს! არ დაფიქსირებულა შეკითხვა რომელსაც სწორი პასუხი არ გაეცა. ასევე ქულების მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა შეკითხვებზე დაანონსებული წიგნიდან.

საბოლოოდ საქართველოს ჩემპიონის ტიტული 77 ქულით (მხოლოდ ორი ჩაგდებული შეკითხვა) ქალაქ ქუთაისის ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმის გუნდმა „ინტელექტუალები“ მოიპოვა კაპიტანი დაჩი ჩუბინიძე, გუნდის წევრები: ალექსანდრე ლელაძე, გუგა გულიაშვილი, ანასტასია უშვერიძე, მარიამ გოლეთიანი.


U8 ასაკობრივ კატეგორიაში, სადაც პირველობისთვის 75 გუნდი ეპაექრებოდა ერთმანეთს. უპირობო ლიდერობა მოიპოვა და ჩემპიონობა არავის დაუთმო თარაშ დოლაბერიძის ხუთეულმა „ევერესტი“ - ქუთაისის ანდრია რაზმაძის სახელობის N41 ფიზიკა-მათემატიკური საჯარო სკოლიდან. გუნდის წევრები: ლუკა ლიკლიკაძე, მარიამ შონია, მარიამ გელაშვილი, ბარბარე ფანცხავა. ევერესტის მოაზროვნეებმა შეძლეს 100% იანი შედეგის ჩვენება და ყველა შეკითხვას სწორად გასცეს პასუხი. აქვე აუცილებლად უნდა ვახსენოთ ვიცე ჩემპიონები, ცოტნე შილაკაძის ხუთეული „აქსიომა“, თბილისის „არქიმედეს“ სკოლიდან, გუნდმა მხოლოდ ერთი შეკითხვა ჩააგდო და 85 ქულით დაასრულა ასპარეზობა, რაც ასევე ძალიან იშვიათი შედეგია, თუმცა ამ შემთხვევაში ჩემპიონობისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა!


U12 ასაკობრივ კატეგორიაში საქართველოს მასშტაბით ყველაზე რეიტინგული 35 გუნდი დაუპირისპირდა ერთმანეთს. ფინალისტ გუნდებში იყვნენ როგორც გამოცდილი და ტიტულოვანი ხუთეულები, ასევე ახალბედა მოაზროვნეებით დაკომპლექტებული გუნდები, რომელთათვის მიმდინარე ჩემპიონატი პირველი იყო. თამაშის პირველი ნახევარი, რთული შეკითხვების მიუხედავად, წარმატებით იქნა დაძლეული, არ ყოფილა პასუხგაუცემელი შეკითხვა, კაპიტნების ტურის და მცირე შესვენების შემდეგ დაწინაურდა სამი გამოცდილი გუნდი: გასული სეზონის კავკასიის ჩემპიონის ტიტულის მქონე, თორნიკე მესხის „ესპრიტი“, 71-ე საჯარო სკოლიდან. გიგი გიორგაძის „კვინკარდო“. 151-ე საჯარო სკოლიდან, გიგის გუნდი „ინტელექტის დღის“ მოქმედი ჩემპიონია, და ნიკა ბუჯიაშვილის ხუთეული „გარინჩა“ - სკოლა მარჯიდან. რომელმაც რამდენიმე სეზონიანი პაუზის შემდეგ, მართლაც დიდი დაბრუნება გააკეთა ტვინების ბრძოლაში და ჩემპიონის ტიტულსაც დაეუფლა. შესაბამისად მეორე და მესამე ადგილები ზემოხსენებულმა „კვინკარდომ“ და „ესპრიტმა“ დაიკავა.

გამარჯვებულ გუნდებს გადაეცათ ბაკურიანის საზაფხულო ინტელექტ ფესტივალის ერთკვირიანი საგზური. ჩემპიონების და ფინალისტების შესაბამისი თასებით და პრიზებით დაჯილდოვება საზეიმო ვითარებაში გაიმართება, ინდივიდუალურად მათსავე სკოლებში სკოლის ადმინისტრაციისა და თანასკოლელების თანდასწრებით.


კავკასიის ქვეყნების რეიტინგი:

ღია პირველობის ინიციატორი და ორგანიზატორი გახლავთ საქართველოს წარმომადგენლობა, სწორედ ‘ბრეინსთან" კოორდინირებით და მის მიერ განსაზღვრული წესებით თამაშობენ მეზობელ ქვეყნებში გუნდურ ინტელექტუალურ თამაშს, როგორც თავში ვახსენეთ „ტვინების ბრძოლა“ უკვე მეორე სეზონია ტარდება საქართველოს მეზობელ ქვეყნებში და მზარდი რეიტინგი აქვს. უნდა აღინიშნოს სომხეთში, აზერბაიჯანში და რუსეთში პოპულარობით სარგებლობს „რა?სად?როდის?“ ინტელექტუალური თამაშების მოყვარული სკოლის მოსწავლეთათვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა დაანონსებული წიგნის ფაქტორი, ასევე შეკითხვების კლასიფიკაცია და ქულების რანგირება სირთულის მიხედვით.

თითოეულ ქვეყანაში ჩატარებული ჩემპიონატების საბოლოო რეიტინგი გაერთიანდა და გამოვლინდა კავკასიის ჩემპიონი გუნდები, ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით, წინა სეზონის მსგავსად აშკარა უპირატესობით კავკასიის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა საქართველოს ჩემპიონატის ცხრილის ლიდერმა გუნდებმა, რომელთა შესახებ ზედა აბზაცში მოგახსენეთ. დეტალურად ცხრილი შეგიძლიათ იხილოთ აქ: www.brains.ge/reasults2


ტრადიციულად, ყოველი სეზონის დასრულების შემდეგ, ეწყობა „ტვინების ბრძოლის“ ინტელექტუალური ფესტივალი - საზაფხულო ბანაკი. მოაზროვნეები საქართველოს სხვადასხვა კუთხითან იკრიბებიან ბაკურიანში, სადაც ხდება მათი დაახლოება საერთო ინტერესების გამონახვა და დამეგობრება, რაც ტვინების ბრძოლას უფრო საინტერესოს და სკოლის მოსწავლეებისთვის საყვარელ აქტივობად აქცევს, თუ გსურს ფესტივალის მონაწილე გახდე, საჭირო ინფორმაცია იხილე აქ: www.brains.ge/camp

1,143 views
  • Facebook - Black Circle
  • Twitter - Black Circle
  • YouTube - Black Circle

© 2019 Brains.ge

ძველი თბილისი თბილისი საქართველო