ფაზისი, დიოსკურია და ნიკე - ერთ სკოლაში!
- Anna Shalikiani
- 7 days ago
- 2 min read

ფოთის N7 საჯარო სკოლამ ტვინების ბრძოლის გაზაფხულის სეზონის შიდა სასკოლო ტურს უმასპინძლა. ღონისძიებამ, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლეებში ლოგიკური აზროვნების, გუნდური სულისკვეთებისა და ზოგადი განათლების დონის ამაღლებას, სკოლის სხვადასხვა კლასის მოსწავლეები გააერთიანა.
შეჯიბრი სამ ასაკობრივ ჯგუფში - U5(მე-3, მე-4 და მე-5 კლასები), U8(მე-6, მე-7 და მე-8 კლასები) და U12(მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასები) კატეგორიებში წარიმართა. ჯამში, შიდა სასკოლო ტურში 20-მა გუნდმა იასპარეზა. თამაში თითოეულ ასაკობრივ ჯგუფში დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა. მონაწილეები დიდი ენთუზიაზმით პასუხობდნენ დასმულ შეკითხვებს და ცდილობდნენ საკუთარი გუნდისთვის მაქსიმალური ქულების მოპოვებას.
ინტელექტუალურ ბრძოლაში გამარჯვება შემდეგმა გუნდებმა მოიპოვეს:
U5 კატეგორია: "არწივები", კაპიტანი - როლანდი გოგია
U8 კატეგორია: "ლომები", კაპიტანი - დემეტრე უგულავა
U12 კატეგორია: "ტურისტები", კაპიტანი - ვერონიკა წულაია
ღონისძიების დასასრულს, გამარჯვებულ გუნდებს სიგელები გადაეცათ. ტურნირში მონაწილე ყველა მოსწავლეს “ტვინების ბრძოლის” შიდა სასკოლო ტურში მონაწილეობის დამადასტურებელი დიპლომი ელექტრონულად დაეგზავნება.
მადლობას ვუხდით სკოლის დირექტორს, ნინო მორგოშიას და ტვინების ბრძოლის ორგანიზატორთა გუნდს, ჩვენთან თანამშრომლობისა და მოსწავლეთა ინტელექტუალური განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის!🙌
ფოთის N7 საჯარო სკოლის მოსწავლეებს კი წარმატებებს ვუსურვებთ ტვინების ბრძოლის გაზაფხულის სეზონზე!✨
გაიცანით ფოთის N7 საჯარო სკოლის ტვინიკოსები: 👇
კატეგორია | გუნდი | კაპიტანი | მე-2 წევრი | მე-3 წევრი | მე-4 წევრი | მე-5 წევრი | მე-6 წევრი |
U5 | არწივები | როლანდი გოგია | გიორგი ლიპარტია | კობა კაზარიანი | გუგა ალასანია | ბარბარე დგებუაძე | გაბრიელ თავაძე |
U5 | ვეფხვები | ანასტასია შონია | ანასტასია გოგუა | ნუკი გოგელია | ლუკა თევზაძე | მათე სოლომონია | თეკლე თოდუა |
U5 | იმედი | ნიკა შუბითიძე | ქეთევან კუპატაძე | მართა გოგობერიშვილი | ბარბარე გოგუა | ბარბარე ცხადაია | ქეთი ცუცქირიძე |
U5 | დიოსკურია | ანდრია ანთაძე | მარიამ ღურწკაია | ირაკლი ნანეიშვილი | გიორგი რუხაია | ბარბარე თევზაძე | მარი მაცაბერიძე |
U5 | მეშვიდელები | ილია შონია | გაბრიელ ბასარია | ნათია კვიტატიანი | მარიამ ფართალავა | ნიკოლოზ შამკო | მილენა ზვიაგენცოვა |
U5 | ვარსკვლავები | ავთო გოგინავა | ანდრია არზიანი | ალექსი ბარამია | ილია ლაბარტყავა | მიშო გოგია | გაბრიელ ჩხარტიშვილი |
U5 | შეუჩერებლები | ნიკოლოზ ფელავა | ნიკოლოზ შონია | მარიამ ჯგერენაია | სალომე კანკია | ალექსანდრე ჩხეტია | ვიქტორია ფაჩულია |
U5 | მერცხლები | სანდრო შონია | ანდრია იოსავა | ენდელა ყალიჩავა | მეთი პერტანია | მათე ცხვარაძე | ალექსი სანაია |
U8 | ლომები | დემეტრე უგულავა | ანამარია დოლიძე | სანდრო ალასანია | ლიკა ლომაძე | ლუკა აბულაძე | აკაკი ჯინჭარაძ |
U8 | ნეირონი | გიორგი კუტია | გიორგი ხუბულავა | მარიამ მილორავა | ანი სახეიშვილი | მარიან ნიკიფოროვა | რუსუდან ახალაია |
U8 | ფაზისი | გეგა სოლომონია | დემეტრე ციცქარავა | მათე ჟორდანია | ბარბარე გამსახურდია | ლილე მითორავა | ირაკლი ფაცია |
U8 | ევრიკა | ანანო ზარანდია | ოლეგ ბახტურიძე | ნინი ლიპარიტია | ელენე ტუღუში | მარიამ ლატარია | დემეტრე სიჭინავა |
U8 | ირაო | ანასტასია იოსავა | თეკლა მინჯორაია | ანასტასია ზედგენიძე | ნია კუკავა | მარიამ ჯინჭარაძე | ელენე კუმარიტოვი |
U8 | დიოსკურია | ნინი პროხოროვა | ანასტასია აბულაძე | მარიამ ახალაია | მარიამ შონია | დიტო ოთხოზორია | გიორგი ბოკუჩავა |
U12 | ტურისტები | ვერონიკა წულაია | ნინო გრიგოლია | მარიამ წერედიანი | გიორგი დარჯანია | მარიამ კვიტატიანი | ედიკა ღვინჯილია |
U12 | მართვე | დაჩი ფუტკარაძე | ნინი შალამბერიძე | ელენე კვიტატიანი | ქრისტინე ქვარახავა | შურმან კაზარიანი | თამარ გაწერელია |
U12 | ლილე | დავით გურგენაძე | იზი ლიპარტია | საბა ნიკოლაიშვილი | ვანო გაბელაია | ლიზი მიქავა | ელენე მამფორია |
U12 | ევერესტი | თამარ გვარაძე | მიშიკო კუკავა | მარიამ ბობოლაძე | ანი ბობოლია | ნიკოლოზ ხუბულავა | გაბრიელ ჯახია |
U12 | ნიკე | გიორგი გრიგოლია | ლიზი ზედგენიძე | ქეთი ზარანდია | ლუკა მუკშანიანი | მიხა ვუშელია | ელენე ჭანტურია |
U12 | ნიუტონელები | ბარბარე აბაკელია | ელენე ზანთარია | ვიქტორია კოზირევა | თიკო გურგენაძე | გია გოგაციშვილი |














Comments