ფინალი: 19 მაისი

დისტანციური ფინალი საქართველოში მოასპარეზე გუნდებისათვის ჩატარდება სამ ლოკაციაზე:





დისტანციური ფინალი საქართველოში მოასპარეზე გუნდებისათვის ჩატარდება სამ ლოკაციაზე:

თბილისში: ღია უნივერსიტეტი, უნივერსიტეტის ქუჩა N2
ქუთაისში: აკაკი წერეთლის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტი, თამარ მეფის ქ. 59, N1208 აუდიტორია
ბათუმში: გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი.  მახინჯაური, თამარ მეფის ქუჩა N60

სათამაშო მოედანზე შეკრებილი გუნდები გაერთიანდებიან საერთო ცხრილში.



19 მაისი

U5 - 3, 4, 5 კლასი: 11:00 საათი

U8 - 6, 7, 8 კლასი: 14:00 საათ

U12 - 9, 10, 11, 12 კლასი: 17:00 საათი



ფინალი გამოავლენს ქვეყნის ჩემპიონ გუნდს სამივე ასაკობრივ კატეგორიაში. ასევე, სომხეთში, აზერბაიჯანსა და რუსეთში ჩატარებული პირველობის რეიტგთან გაერთიანებით, გამოვლინდება ტურნირის მთავარი ტიტულის “კავკასიის საუკეთესო გუნდის” მფლობელი.

საქართველოს ჩემპიონ გუნდს, გადაეცემა ერთკვირიანი შემეცნებითი ფესტივალის უფასო საგზური. ფესტივალის შესახებ


ფინალისტი გუნდები შეგიძლიათ იხილოთ აქ: https://www.brains.ge/results

ფინალში გადასული გინდები ცხრილში მწვანე ფერით არის ღნიშნული


ფინალში მონაწილეობა უფასოა, საიტზე განმეორებით რეგისტრაცია საჭირო არ არის!



ფინალის წესები:

ერთი გუნდი შედგება ხუთი მონაწილისაგან.

თამაშში დაისმება სულ 15 კითხვა. (მარტივი შეკითხვა = 5 ქულა; საშუალო = 6ქულა; რთული =7 ქულა.)

თამაშზე ორი შეკითხვა დაანონსებული წიგნიდან გაჟღერდება.


U5 ასაკობრივი კატეგორია: 3, 4, 5 კლასი

ლუის კეროლი - ელისის თავგადასავალი საოცრებათა ქვეყანაში

U8 ასაკობრივი გატეგორია: 6,7,8 კლასი

ნილ გეიმანი - ვარსკვლავური მტვერი

U12 ასაკობრივი გატეგორია: 9,10,11, 12 კლასი

ჯეიმს ფენიმორ კუპერი - უკანასკნელი მოჰიკანი


რიგით N8 შეკითხვა არის “კაპიტნების ტური” - სადაც მხოლოდ ერთი მოთამაშე რჩება სათამაშო მაგიდასთან.

თითოეული შეკითხვაზე მოსაფიქრებელი დრო არის 90 წამი.

მოსაფიქრებელი დროის ამოწურვისთანავე, კაპიტანი ვალდებულია ჩააბაროს ფურცელზე დაწერილი გუნდის პასუხი.

გამარჯვებულია ის გუნდი რომელიც ყველაზე მეტ ქულას დააგროვებს.

თუ თხუთმეტი კითხვის შემდეგ ვერ გამოვლინდა პირველადგილოსანი გუნდი, გაიმართება სუპერფინალი, (დამატებითი შეკითხვა - ჩემპიონის გამოვლენამდე)

0 views
  • Facebook - Black Circle
  • Twitter - Black Circle
  • YouTube - Black Circle

© 2019 Brains.ge

ძველი თბილისი თბილისი საქართველო