ფინალი: 17 ნოემბერი
- ალექსანდრე ბასილაძე
- Nov 13, 2019
- 1 min read

საქართველოს ჩემპიონატის ფინალი ჩატარდება სამ ლოკაციაზე:
თბილისში: თსუ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, I კორპუსი. ჭავჭავაძის გამზ N1
ქუთაისში: აკაკი წერეთლის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტი, თამარ მეფის ქ. 59, N1208 აუდიტორია
ბათუმში: გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი, მის მახინჯაური.თამარ მეფის ქუჩა 60
სათამაშო მოედანზე შეკრებილი გუნდები გაერთიანდებიან საერთო ცხრილში.
17 ნოემბერი
U5 - 3, 4, 5 კლასი: 11:00 საათი
U8 - 6, 7, 8 კლასი: 14:00 საათი
U12 - 9, 10, 11, 12 კლასი: 17:00 საათი
ფინალი გამოავლენს ქვეყნის ჩემპიონ გუნდს სამივე ასაკობრივ კატეგორიაში.
საქართველოს ჩემპიონ გუნდს, გადაეცემა ერთკვირიანი შემეცნებითი ფესტივალის უფასო საგზური. ფესტივალის შესახებ
ფინალისტი გუნდები შეგიძლიათ იხილოთ აქ: https://www.brains.ge/results
ფინალში გადასული გინდები ცხრილში მწვანე ფერით არის ღნიშნული
ფინალში მონაწილეობა უფასოა, საიტზე განმეორებით რეგისტრაცია საჭირო არ არის!
ფინალის წესები:
ერთი გუნდი შედგება ხუთი მონაწილისაგან.
თამაშში დაისმება სულ 15 კითხვა. (მარტივი შეკითხვა = 5 ქულა; საშუალო = 6ქულა; რთული =7 ქულა.)
თამაშზე ორი შეკითხვა დაანონსებული წიგნიდან გაჟღერდება.
U5 ასაკობრივი კატეგორია: 3, 4, 5 კლასი
ასტრიდ ლინდგრენი - მიო, ჩემო მიო
U8 ასაკობრივი გატეგორია: 6,7,8 კლასი
მარკ ტვენი - უფლისწული და მათხოვარი
U12 ასაკობრივი გატეგორია: 9,10,11, 12 კლასი
ბექა ადამაშვილი - ამ რომანში ყველა კვდება
რიგით N8 შეკითხვა არის “კაპიტნების ტური” - სადაც მხოლოდ ერთი მოთამაშე რჩება სათამაშო მაგიდასთან.
თითოეული შეკითხვაზე მოსაფიქრებელი დრო არის 90 წამი.
მოსაფიქრებელი დროის ამოწურვისთანავე, კაპიტანი ვალდებულია ჩააბაროს ფურცელზე დაწერილი გუნდის პასუხი.
გამარჯვებულია ის გუნდი რომელიც ყველაზე მეტ ქულას დააგროვებს.
თუ თხუთმეტი კითხვის შემდეგ ვერ გამოვლინდა პირველადგილოსანი გუნდი, გაიმართება სუპერფინალი, (დამატებითი შეკითხვა - ჩემპიონის გამოვლენამდე)
Comentarios