ახლოვდება სეზონის კულმინაცია 2023 წლის გაზაფხულის სეზონის ფინალური შეხვედრა. გუნდურად მოასპარეზე წარმატებული მოაზროვნეები ერთმანეთს საქართველოს ჩემპიონის ტიტულისათვის შეერკინებიან.
გუნდებმა ფინალში მოსახვედრად თავგადასავლებითა და წარმატებებით დატვირთული გზა გაიარეს.
გზა ფინალამდე:
I ეტაპი “შიდა სასკოლო პირველობების” სერია 20 თებერვლიდან 25 მარტამდე ადგილობრივი ჩემპიონების გამოსავლენად აქტიურად მიმდინარეობდა საქართველოს თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში,
მთელი საქართველოს მასშტაბით მასში 406 სკოლა და 3880 გუნდი, შესაბამისად 19400 სკოლის მოსწავლე იყო ჩართული.
აქვე აღსაღნიშნია - მასშტაბის ზრდა! ტვინების ბრძოლაში ჩართულ ქალაქებს საპილოტე რეჟიმში შემოუერთდა დედოფლისწყაროს, ლაგოდეხის, საგარეჯოს, მარნეულის, გარდაბნის, ბოლნისის, დმანისის წალკის, ნინოწმინდის, ახალქალაქის, ახალციხისა და ადიგენის სკოლის გუნდები. შეკთხვები ქართული ენიდან ითარგმნა აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე
II ეტაპი რეგიონული პირველობა 2 აპრილს გაიმართა
ჩემპიონატი პარალელურ რეჟიმში საქართველოს 28 ქალაქში მიმდინარეობდა. სპეციალურად მოწყობილ “საბრძოლო დარბაზებში“ შეკრებილი გუნდები იდენტურ შეკითხვებს პასუხობდნენ, ხოლო რეიტინგულ ცხრილში ქვემოთ მოცემული რეგიონული დაყოფის პრინციპით გაერთიანდნენ .
პირველადგილოსან გუნდებს რეგიონის ჩემპიონის ტიტული მიენიჭათ, ხოლო საპრიზო ადგილებზე გასულ გუნდებს ფინალურ ეტაპზე ასპარეზობის შესაძლებლობა
სამივე ასაკობრივი კატეგორიის შედეგები იხილეთ აქ www.brains.ge/results ცხრილი დაყოფილია რეგიონების მიხედვით
ფინალი
ტვინების ბრძოლის ფინალი გამოავლენს ქვეყნის ჩემპიონებს სამივე ასაკობრივი კატეგორიიდან.
ჩემპიონატის მთავარი პრიზი “ინტელექტუალური ფესტივალის საგზური” - იგივე ტვინების ბრძოლის საზაფხულო ბანაკია, რომელიც წლებია სისტემატიურად იმართება და გონებით მებრძოლ მოსწავლეთა საუკეთესო თავშეყრის ადგილია. გამარჯვებულებს ,ასევე დააჯილდოვებს კომპანიის ადმინისტრაცია და პარტნიორი ორგანიზაციები.
2023 წლის გაზაფხულის სეზონის ფინალური ეტაპი 23 აპრილს თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გაიმართება, სადაც საქართველოს მასშტაბით საუკეთესო შედეგების მქონე გუნდები მიიღებენ მონაწილეობას, შეგახსენებთ, რომ ფინალი უფასოა, დაანონსებული წიგნების ნახვა ჩვენს საიტზეა შესაძლებელი, საიდანაც თამაშზე ორი შეკითხვა გაჟღერდება.
წესები
ერთი გუნდი შედგება ხუთი მონაწილისაგან.
თითოეული გუნდი ასპარეზობს სკოლის/უნივერსიტეტის სახელით, შესაბმისად გუნდში მხოლოდ ერთი სასწავლო დაწესებულების მოსწავლეებია.
თამაშში დაისმება სულ 15 კითხვა (სტუდენტურ ლიგაში 30). (მარტივი შეკითხვა = 5 ქულა; საშუალო = 6ქულა; რთული =7 ქულა.)
ორი შეკთხვა გაჟღერდება წინასწარ დაანონსებული წიგნიდან.
რიგით N8 შეკითხვა არის “კაპიტნების ტური” - სადაც მხოლოდ ერთი მოთამაშე რჩება სათამაშო მაგიდასთან.
თითოეული შეკითხვაზე მოსაფიქრებელი დრო არის 90 წამი.
მოსაფიქრებელი დროის ამოწურვისთანავე, კაპიტანი ვალდებულია ჩააბაროს ფურცელზე დაწერილი გუნდის პასუხი.
გამარჯვებულია ის გუნდი რომელიც ყველაზე მეტ ქულას დააგროვებს
ტურნირში მონაწილეობა უფასოა და დამატებითი რეგისტრაციის გავლა საჭირო არ არის
თუ თხუთმეტი კითხვის შემდეგ ვერ გამოვლინდა პირველადგილოსანი გუნდი, გაიმართება სუპერფინალი, (დამატებითი შეკითხვა - ჩემპიონის გამოვლენამდე)
ჩატარების ადგილები და განრიგი:
U5 ასაკობრივი კატეგორია (3,4,5 კლასები): 11:00
U8 ასაკობრივი კატეგორია (6,7,8 კლასები): 14:00
U12 ასაკობრივი კატეგორია (9,10,11,12 კლასები): 17:00
თბილისი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - თსუ I კორპუსი, ი. ჭავჭავაძის გამზირი N1.
ქუთაისი: ქუთაისის სერთაშორისო უნივერსიტეტი, KIU - ახალგაზრდობის გამზირი, მე-5 შესახვევი.
ბათუმი : ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლა - ბაგრატიონის ქ. 117
რა უნდა გავითვალისწინოთ?
არ გამოტოვო ONLINE სავარჯიშო შეკრება რომელიც 20 აპრილს 19:00 საათზე გაიმართება
აუცილებლად გაეცანი ტვინების ბრძოლის გასულ სეზონებზე გამოყენებულ შეკითხვათა პაკეტებს, რომელიც ჩვენს საიტზეა განთავსებული.
კიდევ ერთხელ, დაამუშავეთ გაადნონსებული წიგნი 12 ქულა “არ დასაკარგი” შესაძლებლობაა
გისურვებთ წარმატებას!
Komentarze