ფარცხმის სკოლის მარგალიტები
- $Temo
- Oct 29
- 1 min read
ფარცხმის საჯარო სკოლამ ტვინების ბრძოლის შემოდგომის სეზონის შიდა სასკოლო ტურს უმასპინძლა. ღონისძიებამ, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლეებში ლოგიკური აზროვნების, გუნდური სულისკვეთებისა და ზოგადი განათლების დონის ამაღლებას, სკოლის სხვადასხვა კლასის მოსწავლეები გააერთიანა.
შეჯიბრი სამ ასაკობრივ ჯგუფში - U5 (მე-3, მე-4 და მე-5 კლასები), U8 (მე-6, მე-7 და მე-8 კლასები) და U12 (მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასები) კატეგორიებში წარიმართა. ჯამში, ფარცხმის საჯარო სკოლის შიდა სასკოლო ტურში ექვსმა გუნდმა იასპარეზა. თამაში თითოეულ ასაკობრივ ჯგუფში დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა. მონაწილეები დიდი ენთუზიაზმით პასუხობდნენ დასმულ შეკითხვებს და ცდილობდნენ საკუთარი გუნდისთვის მაქსიმალური ქულების მოპოვებას.
ინტელექტუალურ ბრძოლაში გამარჯვება შემდეგმა გუნდებმა მოიპოვეს:
U5 კატეგორია: “ათინათი”, კაპიტანი - გ.მეფარიშვილი
U8 კატეგორია: “ლომები”, კაპიტანი - ნ.ჩხიკვაძე
U12 კატეგორია: “მართვე”, კაპიტანი - შ.ცინცაძე
ღონისძიების დასასრულს, გამარჯვებულ გუნდებს სიგელები გადაეცათ. ტურნირში მონაწილე ყველა მოსწავლეს “ტვინების ბრძოლის” შიდა სასკოლო ტურში მონაწილეობის დამადასტურებელი დიპლომი ელექტრონულად დაეგზავნება.
მადლობას ვუხდით ქალბატონ დირექტორს და ტვინების ბრძოლის ორგანიზატორს — ელვინე ჯავახიშვილის, ჩვენთან თანამშრომლობისა და მოსწავლეთა ინტელექტუალური განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის!
ფარცხმის საჯარო სკოლის მოსწავლეებს კი წარმატებებს ვუსურვებთ ტვინების ბრძოლის შემოდგომის სეზონზე!
გაიცანით ფარცხმის საჯარო სკოლის ტვინიკოსები:
კატეგორია | გუნდი | კაპიტანი | მე-2 წევრი | მე-3 წევრი | მე-4 წევრი | მე-5 წევრი |
U5 | ათინათი | გ.მეფარიშვილი | ს.მეფარიშვილი | მ.ტრაპაიძე | მ.მგელაძე | მ.მეფარიშვილი |
U8 | ლომები | ნ.ჩხიკვაძე | პ.ჯულაყიძე | ნ.ცინცაძე | ლ.ანთაძე | ზ.თოლორდავა |
U8 | მარგალიტები | ლ.ანთაძე | ლ.ანთაძე | დ.ანთაძე | ნ.მარკოიძე | ნ.ეზიეშვილი |
U8 | არწივები | გ.ტრაპაიძე | დ.ცინცაძე | ნ.ჯულაყიძე | ი.პერტაია | ი.მარკოიძე |
U12 | მართვე | შ.ცინცაძე | გ.ანთაძე | მ.ქორიძე | ა.ფასეიშვილი | |
U12 | მომავალი ჩვენია | ნ.მარკოიძე | თ.მარკოიძე | ლ.ეზიეშვილი | ლ.სიხარულიძე | ლ.კიკვაძე |































Comments