"ათინათი"
- Anna Shalikiani
- 24 hours ago
- 1 min read

ფარცხმის საჯარო სკოლამ ტვინების ბრძოლის გაზაფხულის სეზონის შიდა სასკოლო ტურს უმასპინძლა. ღონისძიებამ, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლეებში ლოგიკური აზროვნების, გუნდური სულისკვეთებისა და ზოგადი განათლების დონის ამაღლებას, სკოლის სხვადასხვა კლასის მოსწავლეები გააერთიანა.
შეჯიბრი სამ ასაკობრივ ჯგუფში - U5(მე-3, მე-4 და მე-5 კლასები), U8(მე-6, მე-7 და მე-8 კლასები) და U12(მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასები) კატეგორიებში წარიმართა. ჯამში, ფარცხმის სკოლის შიდა სასკოლო ტურში 5-მა გუნდმა იასპარეზა. თამაში თითოეულ ასაკობრივ ჯგუფში დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა. მონაწილეები დიდი ენთუზიაზმით პასუხობდნენ დასმულ შეკითხვებს და ცდილობდნენ საკუთარი გუნდისთვის მაქსიმალური ქულების მოპოვებას.
ინტელექტუალურ ბრძოლაში გამარჯვება შემდეგმა გუნდებმა მოიპოვეს:
U5 კატეგორია: "ათინათი", კაპიტანი - საბა მეფარიშვილი
U8 კატეგორია: "მარგალიტები", კაპიტანი - ლიზი ანთაძე
U12 კატეგორია: "ტვინიკოსები", კაპიტანი - გიორგი ანთაძე
ღონისძიების დასასრულს, გამარჯვებულ გუნდებს სიგელები გადაეცათ. ტურნირში მონაწილე ყველა მოსწავლეს “ტვინების ბრძოლის” შიდა სასკოლო ტურში მონაწილეობის დამადასტურებელი დიპლომი ელექტრონულად დაეგზავნება.
მადლობას ვუხდით სკოლის დირექტორს, ელვინე ჯავახიშვილს და ტვინების ბრძოლის ორგანიზატორთა გუნდს, ჩვენთან თანამშრომლობისა და მოსწავლეთა ინტელექტუალური განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის!🙌
ფარცხმის საჯარო სკოლის მოსწავლეებს კი წარმატებებს ვუსურვებთ ტვინების ბრძოლის გაზაფხულის სეზონზე!✨
გაიცანით ფარცხმის საჯარო სკოლის ტვინიკოსები: 👇
კატეგორია | გუნდი | კაპიტანი | მე-2 წევრი | მე-3 წევრი | მე-4 წევრი | მე-5 წევრი |
U5 | ათინათი | საბა მეფარიშვილი | მარიამ ტრაპაიძე | გაბრიელ მეფარიშვილი | ილია პერტია | ლუკა ფასეიშვილი |
U5 | ლომები | დემეტრეცინცაძე | მარიამ მეფარიშვილი | ანამარია ჯულაყიძე | იური მარკოიძე | მაგდა მგელაძე |
U8 | მარგალიტები | ლიზი ანთაძე | ლანა ანთაძე | ნიკა მარკოიძე | ზურაბ თოლორდავა | |
U8 | მართვე | ლაშა ანთაძე | ნიკოლოზ ჩიკვაძე | ნინო ცინცაძე | გიორგი ტრაპაიძე | პაატა ჯულაყიძე |
U12 | ტვინიკოსები | გიორგი ანთაძე | თამუნა მარკოიძე | ნინო მარკოიძე | შოთა ცინცაძე | ლიზი სიხარულიძე |












Comments