"დრაკონები, "ნიუტონი" და "სლიზერინი" დიდი ჭყონის N1 სკოლაში
- Anna Shalikiani
- Nov 10
- 2 min read
დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლამ ტვინების ბრძოლის შემოდგომის სეზონის შიდა სასკოლო ტურს უმასპინძლა. ღონისძიებამ, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლეებში ლოგიკური აზროვნების, გუნდური სულისკვეთებისა და ზოგადი განათლების დონის ამაღლებას, სკოლის სხვადასხვა კლასის მოსწავლეები გააერთიანა.
შეჯიბრი სამ ასაკობრივ ჯგუფში - U5(მე-3, მე-4 და მე-5 კლასები), U8(მე-6, მე-7 და მე-8 კლასები) და U12(მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასები) კატეგორიებში წარიმართა. ჯამში, დიდი ჭყონის N1 სკოლის შიდა სასკოლო ტურში თხუთმეტმა გუნდმა იასპარეზა. თამაში თითოეულ ასაკობრივ ჯგუფში დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა. მონაწილეები დიდი ენთუზიაზმით პასუხობდნენ დასმულ შეკითხვებს და ცდილობდნენ საკუთარი გუნდისთვის მაქსიმალური ქულების მოპოვებას.
ინტელექტუალურ ბრძოლაში გამარჯვება შემდეგმა გუნდებმა მოიპოვეს:
U5 კატეგორია: “დრაკონები”, კაპიტანი - ანასტასია საჯაია
U8 კატეგორია: “ნიუტონი”, კაპიტანი - გიორგი პერტაია
U12 კატეგორია: “სლიზერინი”, კაპიტანი - ლია ნაჭყებია
ღონისძიების დასასრულს, გამარჯვებულ გუნდებს სიგელები გადაეცათ. ტურნირში მონაწილე ყველა მოსწავლეს “ტვინების ბრძოლის” შიდა სასკოლო ტურში მონაწილეობის დამადასტურებელი დიპლომი ელექტრონულად დაეგზავნება.
მადლობას ვუხდით დავით ნაჭყებიას და ტვინების ბრძოლის ორგანიზატორს - ნინო სურმავას, ჩვენთან თანამშრომლობისა და მოსწავლეთა ინტელექტუალური განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის!
დიდი ჭყონის N1 სკოლის მოსწავლეებს კი წარმატებებს ვუსურვებთ ტვინების ბრძოლის შემოდგომის სეზონზე!
გაიცანით დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის ტვინიკოსები:
კატეგორია | გუნდი | კაპიტანი | მე-2 წევრი | მე-3 წევრი | მე-4 წევრი | მე-5 წევრი | სათადარიგო წევრი |
U5 | დრაკონები | ანასტასია საჯაია | ნინო სალუქვაძე | დემეტრე ქვრცხავა | ტატო კეკუტია | ნია ახალაია | მეგი რუხაია |
U5 | ლომები | ლუკი მალანია | გაბო ბეჭვაია | ედიკა კოკაია | ტასო გაგუა | ნინო ახალაია | |
U5 | არწივები | ანასტასია | ნია ლაზარია | ბარბარე დიხამინჯია | ანრი გაგუა | ნიკა გაგუა | |
U5 | მერცხლები | ანა პერტაია | მარიამ რუხია | ბარბარე კუჯანია | თეკლე გაგუა | მარო კოზმავა | სანდრო ბჟალავა |
U5 | ვეფხვები | გაბრიელ ქაჯაია | აჩიკო ჭიჭინავა | დანიელ ნაჭყებია | იოანე ჯანჯღავა | ალექსი ფისენკო | |
U5 | ბუხურო | საბა ნაჭყებია | ანანო ახალაია | ალექსი კვაშილავა | |||
U8 | ნიუტონი | გიორგი პერტაია | ოთო ნაჭყებია | დავით მალანია | ანდრია ბეჭვაია | ნიკოლოზ კოკაია | |
U8 | მებრძოლები | საბა ნაჭყებია | იოანა ქაჯაია | ლიზი კეკუტია | ელენე კოკაია | ბესო ქვარცხავა | ანი ახალაია |
U8 | ჩირაღდანი | ნუგო ბეჭვაია | თაკო ფოიავა | თამარი კუკანია | |||
U8 | არწივები | ანდრია ჯიჯელავა | ქრისტინე ჩხულხია | ნატალი ბეჭვაია | ლიზი ხვიჩია | მარი ჯანაშია | მარი უჩავა |
U8 | ცისარტყელები | მართა ჯიჯელავა | ანასტასია მალანია | ია ჯანჯღავა | ბარბარე ბჟალავა | მარი ჯიჯელავა | |
U12 | სლიზერინი | ლია ნაჭყებია | ქრისტინე კეკუტია | სალომე ახალაია | იოანე ქაჯაია | ||
U12 | ვარსკვლავები | ნინო აშორტია | ლილე სიგუა | ტასო კვაშილავა | ბარბარე ბეჭვაია | გვანცა თოდუა | |
U12 | ფენიქსი | დავით თოდუა | მარიამ კვარაცხელია | ირაკლ ბეჭვაია | მარიამ მადანია | ||
U12 | ლომები | გიორგი გოგია | ცოტნე ნაჭყებია | რეზი ახალაია | იოანე ჯიჯელავა | დათუნა თორდონავა |







Comments