top of page

"გენიოსები" და "ჭკვიანები" დღვანას სკოლიდან

დღვანას საჯარო სკოლამ ტვინების ბრძოლის შემოდგომის სეზონის შიდა სასკოლო ტურს უმასპინძლა. ღონისძიებამ, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლეებში ლოგიკური აზროვნების, გუნდური სულისკვეთებისა და ზოგადი განათლების დონის ამაღლებას, სკოლის სხვადასხვა კლასის მოსწავლეები გააერთიანა.


შეჯიბრი ორ ასაკობრივ ჯგუფში - U5(მე-3, მე-4 და მე-5 კლასები) და U8(მე-6, მე-7 და მე-8 კლასები) კატეგორიებში წარიმართა. ჯამში, დღვანას საჯარო სკოლის შიდა სასკოლო ტურში ოთხმა გუნდმა იასპარეზა. თამაში თითოეულ ასაკობრივ ჯგუფში დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა. მონაწილეები დიდი ენთუზიაზმით პასუხობდნენ დასმულ შეკითხვებს და ცდილობდნენ საკუთარი გუნდისთვის მაქსიმალური ქულების მოპოვებას. 


ინტელექტუალურ ბრძოლაში გამარჯვება შემდეგმა გუნდებმა მოიპოვეს:


U5 კატეგორია: “ჭკვიანები”, კაპიტანი - ანდრია ბესელია

U8 კატეგორია: “გენიოსები”, კაპიტანი - ლილე გაბედავა


ღონისძიების დასასრულს, გამარჯვებულ გუნდებს სიგელები გადაეცათ. ტურნირში მონაწილე ყველა მოსწავლეს “ტვინების ბრძოლის” შიდა სასკოლო ტურში მონაწილეობის დამადასტურებელი დიპლომი ელექტრონულად დაეგზავნება.


მადლობას ვუხდით კახა თოდუას და ტვინების ბრძოლის ორგანიზატორს - ლია ჯალაღონიას, ჩვენთან თანამშრომლობისა და მოსწავლეთა ინტელექტუალური განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის!


დღვანას საჯარო სკოლის  მოსწავლეებს კი წარმატებებს ვუსურვებთ ტვინების ბრძოლის შემოდგომის სეზონზე!


გაიცანით დღვანას საჯარო  სკოლის ტვინიკოსები: 

კატეგორია

გუნდი

კაპიტანი

მე-2 წევრი

მე-3 წევრი

მე-4 წევრი

მე-5 წევრი

U5

ჭკვიანები

ანდრია ბესელია

საბა ესართია

დავით ესართია

ელენე ესართია

ნია ესართია

U8

გენიოსები

ლილე გაბედავა

ნინო ესართია

ლიზი ესართია

მარიამ ჯოჯუა


U8

ლიდერები

ანასტასია გაბედავა

ნიკოლოზ ესართია

გიორგი მიქაია

ბუთხა გაბედავა

ლუკა ესართია

U8

ყოჩაღები

დათა გაბისონია

სანდრო გაბედავა

ლუკა ესართია

გიორგი გაბედავა



Comments


bottom of page