"ლოგიკის ოსტატები"
- Anna Shalikiani
- 5 hours ago
- 2 min read

დაგვას საჯარო სკოლამ ტვინების ბრძოლის გაზაფხულის სეზონის შიდა სასკოლო ტურს უმასპინძლა. ღონისძიებამ, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლეებში ლოგიკური აზროვნების, გუნდური სულისკვეთებისა და ზოგადი განათლების დონის ამაღლებას, სკოლის სხვადასხვა კლასის მოსწავლეები გააერთიანა.
შეჯიბრი სამ ასაკობრივ ჯგუფში - U5(მე-3, მე-4 და მე-5 კლასები), U8(მე-6, მე-7 და მე-8 კლასები) და U12(მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასები) კატეგორიებში წარიმართა. ჯამში, დაგვას სკოლის შიდა სასკოლო ტურში 13-მა გუნდმა იასპარეზა. თამაში თითოეულ ასაკობრივ ჯგუფში დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა. მონაწილეები დიდი ენთუზიაზმით პასუხობდნენ დასმულ შეკითხვებს და ცდილობდნენ საკუთარი გუნდისთვის მაქსიმალური ქულების მოპოვებას.
ინტელექტუალურ ბრძოლაში გამარჯვება შემდეგმა გუნდებმა მოიპოვეს:
U5 კატეგორია: "ვარსკვლავები", კაპიტანი - ნინი მიქელაძე
U8 კატეგორია: "ელემენტი", კაპიტანი - ედა მამალაძე
U12 კატეგორია: "ვინი ვიდი ვიცი", კაპიტანი - ლაშა ყიფიანი
ღონისძიების დასასრულს, გამარჯვებულ გუნდებს სიგელები გადაეცათ. ტურნირში მონაწილე ყველა მოსწავლეს “ტვინების ბრძოლის” შიდა სასკოლო ტურში მონაწილეობის დამადასტურებელი დიპლომი ელექტრონულად დაეგზავნება.
მადლობას ვუხდით სკოლის დირექტორს მაია კიკნაძეს და ტვინების ბრძოლის ორგანიზატორთა გუნდს, ჩვენთან თანამშრომლობისა და მოსწავლეთა ინტელექტუალური განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის!🙌
დაგვას საჯარო სკოლის მოსწავლეებს კი წარმატებებს ვუსურვებთ ტვინების ბრძოლის გაზაფხულის სეზონზე!✨
გაიცანით დაგვას საჯარო სკოლის ტვინიკოსები: 👇
კატეგორია | გუნდი | კაპიტანი | მე-2 წევრი | მე-3 წევრი | მე-4 წევრი | მე-5 წევრი | მე-6 წევრი |
U5 | ვარსკვლავები | ნინი მიქელაძე | გუგა ემინაძე | ლანა ყიფიანი | ნიკოლოზ დუმბაძე | რეზი ბოლქვაძე | ელენე დუმბაძე |
U5 | ლომები | მარიამ ბერიძე | ბარბარე ქათამაძე | ნინიკო ქათამაძე | საბა ტარიელაძე | ნინი ბერიძე | ნიკოლოზ ტაკიძე |
U5 | არწივები | ილია ნაკაშიძე | ალექსანდრე ჭაღალიძე | ალექსანდრე მიქელაძე | ანდრია სიდირაული | თემური ჯაბნიძე | ნია ცეცხლაძე |
U5 | სტიჩი | ინნა ნაკაშიძე | თემუკა ბროლაძე | ნუცა კოჭალიძე | ანდრია იმნაძე | ნინი ზოიძე | |
U5 | ლაზარე | ანამარია ლომინაძე | იაგო ლომინაძე | მათე ტაკიძე | მელისა დადიანი | დემეტრე ძირკვაძე | დაჩი ბოლქვაძე |
U8 | ელემენტი | ედა მამალაძე | ელისაბედ ყიფიანი | ანრი ჭაღარიძე | თეონა ჯაფარიძე | ნიკოლოზ მუთიძე | ნუცა სიდიროპულო |
U8 | ონავრები | ანდრია ჯავრიძე | ბარბარე ალიშანიძე | ნინი ბოლქვაძე | ლაშა გუნთაიშვილი | ანამარია ხინიკაძე | გეგა ქარცივაძე |
U8 | სწრაფები | გოგა აბუსელიძე | აფინა სტილინი | საბა გეგიძე | ეთერი მიქელაძე | ქეთი ქარცივაძე | ბარბარე მიქელაძე |
U8 | 112 | გიგი ლაზიშვილი | ანრი ბოლქვაძე | დავით ძირკვაძე | გიგი ბროლაძე | ნია ჯინჭარაძე | ანასტასია ჯინჭარაძე |
U12 | ვინი ვიდი ვიცი | ლაშა ყიფიანი | აკაკი გორაძე | ნინი მუთიძე | ლიზაი ზაქარიძე | ლუკა კეჟერაძე | თაზო თურმანიძე |
U12 | იანისტერები | გვანცა ბერიძე | ლიზი აბაშიძ | ანამარია ცეცხლაძე | ნინი დავითაძე | ანა ქათამაძე | ნათია ირემაძე |
U12 | ლოგიკის ოსტატები | ელენე ფუტკარაძე | გიგი აბუსელიძე | ანა თურმანიძე | ქეთი კარიტერიდი | ირაკლი ვარამაშვილი | დიანა თურმანიძე |
U12 | ინტელექტი | თიკო მუკუტაძე | ანასტასია ბერიძე | ალექსანდრე ჯაბნიძე | ნიკოლოზ ჭაღალიძე | ლიზი აბაშიძე | ნიკა მუძადოვი მუზოდავი |


































Comments