top of page

„გამარჯვების მაღარო“


დაბაძვლის საჯარო სკოლამ ტვინების ბრძოლის გაზაფხულის სეზონის შიდა სასკოლო ტურს უმასპინძლა. ღონისძიებამ, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლეებში ლოგიკური აზროვნების, გუნდური სულისკვეთებისა და ზოგადი განათლების დონის ამაღლებას, სკოლის სხვადასხვა კლასის მოსწავლეები გააერთიანა.


შეჯიბრი ორ ასაკობრივ ჯგუფში - U5(მე-3, მე-4 და მე-5 კლასები) და U8(მე-6, მე-7 და მე-8 კლასები) კატეგორიებში წარიმართა. ჯამში, დაბაძვლის სკოლის შიდა სასკოლო ტურში 5-მა გუნდმა იასპარეზა. თამაში თითოეულ ასაკობრივ ჯგუფში დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა. მონაწილეები დიდი ენთუზიაზმით პასუხობდნენ დასმულ შეკითხვებს და ცდილობდნენ საკუთარი გუნდისთვის მაქსიმალური ქულების მოპოვებას.


ინტელექტუალურ ბრძოლაში გამარჯვება შემდეგმა გუნდებმა მოიპოვეს:


U5 კატეგორია: "არწივები", კაპიტანი - დავით სოფრომაძე

U8 კატეგორია: "სქუათი", კაპიტანი - ანი კეჭეხმაძე


ღონისძიების დასასრულს, გამარჯვებულ გუნდებს სიგელები გადაეცათ. ტურნირში მონაწილე ყველა მოსწავლეს “ტვინების ბრძოლის” შიდა სასკოლო ტურში მონაწილეობის დამადასტურებელი დიპლომი ელექტრონულად დაეგზავნება.


მადლობას ვუხდით სკოლის დირექტორს მარიამ ქარქაშიძეს და ტვინების ბრძოლის ორგანიზატორთა გუნდს, ჩვენთან თანამშრომლობისა და მოსწავლეთა ინტელექტუალური განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის!🙌


დაბაძვლის საჯარო სკოლის მოსწავლეებს კი წარმატებებს ვუსურვებთ ტვინების ბრძოლის გაზაფხულის სეზონზე!✨


გაიცანით დაბაძვლის საჯარო სკოლის ტვინიკოსები: 👇


კატეგორია

გუნდი

კაპიტანი

მე-2 წევრი

მე-3 წევრი

მე-4 წევრი

U5

არწივები

დავით სოფრომაძე

დემეტრე ასათიანი



U5

მეშახტე

ილია ქასრაშვილი

მათე აშოთია

გიგა გაბელაშვილი


U8

სქუათი

ანი კეჭეხმაძე

ელენე გვენეტაძე

თორნიკე აშოთია

საბა ცირეკიძე

U8

უსახელო

ომარი სოფრომაძე

გიორგი სოფრომაძე

ზურაბი ცირეკიძე

ზურაბი ცირეკიძე

U8

მეშახტე 2

გიორგი ქასრაშვილი

საბა ქასრაშვილი

ბექა ცირეკიძე

ნიკოლოზ სოფრომაძე


Comments


bottom of page