"უცნაური ამბები" ცხრამუხის სკოლიდან
- Anna Shalikiani
- Nov 4
- 2 min read
ცხრამუხის საჯარო სკოლამ ტვინების ბრძოლის შემოდგომის სეზონის შიდა სასკოლო ტურს უმასპინძლა. ღონისძიებამ, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლეებში ლოგიკური აზროვნების, გუნდური სულისკვეთებისა და ზოგადი განათლების დონის ამაღლებას, სკოლის სხვადასხვა კლასის მოსწავლეები გააერთიანა.
შეჯიბრი სამ ასაკობრივ ჯგუფში - U5(მე-3, მე-4 და მე-5 კლასები) U8(მე-6, მე-7 და მე-8 კლასები) და U12(მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასები) კატეგორიებში წარიმართა. ჯამში, ცხრამუხის საჯარო სკოლის შიდა სასკოლო ტურში თორმეტმა გუნდმა იასპარეზა. თამაში თითოეულ ასაკობრივ ჯგუფში დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა. მონაწილეები დიდი ენთუზიაზმით პასუხობდნენ დასმულ შეკითხვებს და ცდილობდნენ საკუთარი გუნდისთვის მაქსიმალური ქულების მოპოვებას.
ინტელექტუალურ ბრძოლაში გამარჯვება შემდეგმა გუნდებმა მოიპოვეს:
U5 კატეგორია: “ავაზა”, კაპიტანი - ზურა კურტანიძე
U8 კატეგორია: “უცნაური ამბები”, კაპიტანი - ანა კოჟორიძე
U12 კატეგორია: “შევარდენი”, კაპიტანი - მაია მანჩხაშვილი
ღონისძიების დასასრულს, გამარჯვებულ გუნდებს სიგელები გადაეცათ. ტურნირში მონაწილე ყველა მოსწავლეს “ტვინების ბრძოლის” შიდა სასკოლო ტურში მონაწილეობის დამადასტურებელი დიპლომი ელექტრონულად დაეგზავნება.
მადლობას ვუხდით სკოლის დირექტორს, ასმათ ბერიძე-კოპაძეს და ტვინების ბრძოლის ორგანიზატორს — ნონა ჩხეიძეს, ჩვენთან თანამშრომლობისა და მოსწავლეთა ინტელექტუალური განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის!
ცხრამუხის საჯარო სკოლის მოსწავლეებს კი წარმატებებს ვუსურვებთ ტვინების ბრძოლის შემოდგომის სეზონზე!
გაიცანით ცხრამუხის საჯარო სკოლის ტვინიკოსები:

















Comments