"ოქროს ყუთი"-საგანძური ცუცხვათიდან
- Anna Shalikiani
- 2 days ago
- 1 min read

ცუცხვათის საჯარო სკოლამ ტვინების ბრძოლის გაზაფხულის სეზონის შიდა სასკოლო ტურს უმასპინძლა. ღონისძიებამ, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლეებში ლოგიკური აზროვნების, გუნდური სულისკვეთებისა და ზოგადი განათლების დონის ამაღლებას, სკოლის სხვადასხვა კლასის მოსწავლეები გააერთიანა.
შეჯიბრი სამ ასაკობრივ ჯგუფში - U5(მე-3, მე-4 და მე-5 კლასები), U8(მე-6, მე-7 და მე-8 კლასები) და U12(მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასები) კატეგორიებში წარიმართა. ჯამში, შიდა სასკოლო ტურში 9 გუნდმა იასპარეზა. თამაში თითოეულ ასაკობრივ ჯგუფში დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა. მონაწილეები დიდი ენთუზიაზმით პასუხობდნენ დასმულ შეკითხვებს და ცდილობდნენ საკუთარი გუნდისთვის მაქსიმალური ქულების მოპოვებას.
ინტელექტუალურ ბრძოლაში გამარჯვება შემდეგმა გუნდებმა მოიპოვეს:
U5 კატეგორია: "თეთრი არწივი", კაპიტანი - ნიკო როინიშვილი
U8 კატეგორია: "ოქროს ყუთი", კაპიტანი - თემური კუბლაშვილი
U12 კატეგორია: "კეთილები", კაპიტანი - გიგა ტოფაძე
ღონისძიების დასასრულს, გამარჯვებულ გუნდებს სიგელები გადაეცათ. ტურნირში მონაწილე ყველა მოსწავლეს “ტვინების ბრძოლის” შიდა სასკოლო ტურში მონაწილეობის დამადასტურებელი დიპლომი ელექტრონულად დაეგზავნება.
მადლობას ვუხდით სკოლის დირექტორს, დავით კუპრაშვილს და ტვინების ბრძოლის ორგანიზატორთა გუნდს, ჩვენთან თანამშრომლობისა და მოსწავლეთა ინტელექტუალური განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის!🙌
ცუცხვათის საჯარო სკოლის მოსწავლეებს კი წარმატებებს ვუსურვებთ ტვინების ბრძოლის გაზაფხულის სეზონზე!✨
გაიცანით ცუცხვათის საჯარო სკოლის ტვინიკოსები: 👇
კატეგორია | გუნდი | კაპიტანი | მე-2 წევრი | მე-3 წევრი | მე-4 წევრი | მე-5 წევრი | მე-6 წევრი |
U5 | თეთრი არწივი | ნიკო როინიშვილი | ირაკლი ქსოვრელი | გიგი ლომიძე | გეგა გაბრიაძე | ნინი ბრეგაძე | |
U5 | ლომები | ანდრია ნოსელიძე | ანდრია ბოჭორიშვილი | ილია დოღონაძე | ბარბარე ქედელიძე | ||
U8 | ოქროს ყუთი | თემური კუბლაშვილი | გიორგი კიკნაველიძე | ლიკა დოღონაძე | ლიზი ლომიძე | ანამარია მესხორაძე | ანა ბუხაიძე |
U12 | კეთილები | გიგა ტოფაძე | მარიამ კუპრაშვილი | ბაჩო ჭელიძე | საბა გაბრიაძე | ლიზი არაბიძე | |
ტრიუმფი | თეკლა კუბლაშვილი | მარიამ ტოფაძე | ლიზი მესხორაძე | მაია კუბლაშვილი | ნიკო ნოსელიძე | ||
ვარსკვლავები | ელისაბედ ნოსელიძე | გვანცა გოჩელაშვილი | ქეთევანი ბრეგაძე | ||||
ბესთები | მარიამ ბრეგაძე | ქეთევან კუპრაშვილი | სანდრო ხარაბაძე | ||||
devils | რატი კუბლაშვილი | ოთარ ქსოვრელი | მარიამ კუბლაშვილი | ანი ხვადაგიანი | |||
ასაულეტები | ლინდა კიკნაველიძე | ნიკო ხვადაგიანი | მარიამ სანაშვილი | ლიზი ბუხაიძე | ბარბარე ტოფაძე |
















Comments