top of page

ციხიის სკოლის მეციხოვნე ტვინიკოსები

ციხიის საჯარო სკოლამ ტვინების ბრძოლის შემოდგომის სეზონის შიდა სასკოლო ტურს უმასპინძლა. ღონისძიებამ, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლეებში ლოგიკური აზროვნების, გუნდური სულისკვეთებისა და ზოგადი განათლების დონის ამაღლებას, სკოლის სხვადასხვა კლასის მოსწავლეები გააერთიანა.


შეჯიბრი სამ ასაკობრივ ჯგუფში: U5 (მე-3, მე-4 და მე-5 კლასები)  და U12 ( მე-9-12 კლასი) კატეგორიებში წარიმართა. ჯამში, ციხიის საჯარო სკოლის შიდა სასკოლო ტურში სამმა გუნდმა იასპარეზა. თამაში თითოეულ ასაკობრივ ჯგუფში დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა. მონაწილეები დიდი ენთუზიაზმით პასუხობდნენ დასმულ შეკითხვებს და ცდილობდნენ საკუთარი გუნდისთვის მაქსიმალური ქულების მოპოვებას. 


ინტელექტუალურ ბრძოლაში გამარჯვება შემდეგმა გუნდებმა მოიპოვეს:


U5 კატეგორია: “ლომები”, კაპიტანი - ელგუჯა გვეტაძე

U12 კატეგორია: "ფენიქსი”, კაპიტანი - ნინო გოგელაშვილი


ღონისძიების დასასრულს, გამარჯვებულ გუნდებს სიგელები გადაეცათ. ტურნირში მონაწილე ყველა მოსწავლეს “ტვინების ბრძოლის” შიდა სასკოლო ტურში მონაწილეობის დამადასტურებელი დიპლომი ელექტრონულად დაეგზავნება.


მადლობას ვუხდით დირექტორს და ტვინების ბრძოლის ორგანიზატორს, ქალბატონ ეკა აბესაძეს ჩვენთან თანამშრომლობისა და მოსწავლეთა ინტელექტუალური განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის!


ციხიის საჯარო სკოლის მოსწავლეებს კი წარმატებებს ვუსურვებთ ტვინების ბრძოლის შემოდგომის სეზონზე!


გაიცანით ციხიის სკოლის ტვინიკოსები:

კატეგორია

გუნდი

კაპიტანი

მე-2 წევრი

მე-3 წევრი

მე-4 წევრი

მე-5 წევრი

U12

ფენიქსი

ნინო გოგელაშვილი

მარი გვეტაძე

ელენე გვეტაძე

თამარი გოგელაშვილი


U5

ლომები

ელგუჯა გვეტაძე

ანი დავითულიანი

გაბრიელ გვეტაძე

ელენე ცქიტიშვილი


U5

არწივები

ამირან გოგელაშვილი

ნინი ნიშნიანიძე

ნიკოლოზ გვეტაძე

ლიზი გვეტაძე



Comments


bottom of page