ციხისძირის "შეუპოვრები"
- Anna Shalikiani
- 5 days ago
- 2 min read

ციხისძირის საჯარო სკოლამ „ტვინების ბრძოლის“ გაზაფხულის სეზონის შიდა სასკოლო ტურს უმასპინძლა და სხვადასხვა კლასის მოსწავლეები საერთო მიზნის გარშემო გააერთიანა — ესაა ლოგიკური აზროვნება, გუნდური სულისკვეთება და ცოდნის გაღრმავება.
თამაში სამ ასაკობრივ კატეგორიაში, U5 (მე-3, მე-4, მე-5 კლასები), U8 (მე-6, მე-7, მე-8 კლასები) და U12(მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასები) კატეგორიებში წარიმართა და მასში ჯამში თვრამეტი გუნდი ჩაერთო.
შეჯიბრი წარმოუდგენლად დაძაბული, აზარტული და საინტერესო გამოდგა! ჩვენი მონაწილეები დიდი ენთუზიაზმით პასუხობდნენ შეკითხვებს და თითოეული ქულისთვის გუნდურად იბრძოდნენ.
ინტელექტუალურ ბრძოლაში გამარჯვება და საპატიო პირველი ადგილი შემდეგმა გუნდებმა მოიპოვეს:
🏆 U5 კატეგორია: "შეუპოვრები", კაპიტანი - ანიტა შაინიძე
🏆 U8 კატეგორია: "რაინდები", კაპიტანი - ირაკლი ქაჯაია
🏆 U12 კატეგორია: "სასტავი", კაპიტანი - გეგა დუმბაძე
აზარტით სავსე ტურნირის დასასრულს, გამარჯვებულ გუნდებს კუთვნილი სიგელები საზეიმოდ გადაეცათ. თუმცა, ინტელექტუალურ თამაშებში წაგებული არავინაა — ტურნირში მოასპარეზე ყველა მოსწავლეს შიდა სასკოლო ტურში მონაწილეობის დამადასტურებელი დიპლომი ელექტრონულად დაეგზავნება.
განსაკუთრებული მადლობა გვინდა გადავუხადოთ სკოლის დირექტორს, რამინ ხინიკაძეს და ტვინების ბრძოლის ორგანიზატორთა გუნდს, მხარდაჭერისთვის, თანამშრომლობისა და მოსწავლეთა ინტელექტუალურ განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის! 🙌
ციხისძირის საჯარო სკოლის ტვინიკოსებს კი დიდ წარმატებებს ვუსურვებთ გაზაფხულის სეზონის მომდევნო ეტაპებზე! წინ კიდევ ბევრი საინტერესო გამოწვევაა! ✨
გაიცანით ჩვენი ტვინიკოსები: 👇
კატეგორია | გუნდი | კაპიტანი | მე-2 წევრი | მე-3 წევრი | მე-4 წევრი | მე-5 წევრი | სათადარიგო წევრი |
U5 | შეუპოვრები | ანიტა შაინიძე | დეა დუმბაძე | ამელია ფუტკარაძე | ბარბარე ემირიძე | ანდრია სურმანიძე | |
U5 | გვირილები | ელენე მიქელაძე | თათია მამულაძე | ლილე შარაშიძე | ნია ემირიძე | ბარბარე ოქროპირიძე | |
U5 | მეგობრობა | ანამარია მიქელაძე | ნუცა სურმანიძე | ბარბარე | ნინი კიკნაველიძე | ემილი სურმანიძე | ნიცა ბერიძე |
U5 | მომავალი ჩვენია | დემეტრე სურმანიძე | ელიზა ოქროპირიძე | ანდრია დიასამიძე | თომა მახარაძე | ევა ჩხიკივაძე | |
U5 | ვენერა | ლუკა დიმიტრაძე | ანა კაჭახმაძე | ბარბარე ბოლქვაძე | ნიკო ემირიძე | ანა ემირიძე | |
U5 | გონებამახვილები | ერეკლე კაჭახმაძე | სანდრო ველიაძე | ავთანდილ ოქროპირიძე | გაბრიელ მადოიშვილი | თომა მახარაძე | დათა დავითაძე |
U5 | ვარსკვლავები | ელენე ლაზიშვილი | თამარ სურმანიძე | ანიტა თამაზაშვილი | ანანო ვარშანიძე | ელენე ჯაბნიძე | |
U8 | მომავლის მტრედები | შოთიკო ზაქარაძე | ანკა რომანაძე | ელენე ქათამაძე | ლიზი დიმიტრაძე | ეთო მახარაძე | |
U8 | ,,სმარტ" ბავშვები | მართა თურმანიძე | თემო გელაძე | ანდრია თურმანიძე | ლიზი ფუტკარაძე | ტასო ფუტკარაძე | გიორგი სიხარულიძე |
U8 | ფიქრია | სანდრო გათენაძე | გუგა გოგიტიძე | გაბრიელ დუმბაძე | ნოდარ ბერიძე | ნიკოლოზ ემირიძე | ლანა გოგიტიძე |
U8 | პანვეა | კატო გაბაიძე | ბარბარე ქათამაძე | ელისაბედ ბერიძე | მარიკა ბერიძე | ანასტასია ევანი | |
U8 | ტაქტიკოსები | გიგი თურმანიძე | დემეტრე გორგაძე | გვანცა მჟავანაძე | ნატა დარახველიძე | ნინო ჭაღალიძე | გოგა გოგიტიძე |
U8 | რაინდები | ირაკლი ქაჯაია | გელა გახაიძე | ლუკა მახარაძე | ბარბარე კახიძე | მარი დავითაძე | თათია მიქელაძე |
U12 | ერეკლე II | ნუცა გათენაძე | ნუცა გოგიტიძე | ერეკლე ჯინჭარაძე | ქრისტინა ბანთაძე | ლიზი დავითაძე | |
U12 | ფენიქსი | დემეტრე ოქროპირიძე | უჩა ბერიძე | გეგა გაბაიძე | გიორგი ბერიძე | გიგა საგინაძე | |
U12 | სასტავი | გეგა დუმბაძე | სანდრო ზაქარაძე | გეგა გეგიძე | საბა ვარშანიძე | ალეკო დუმბაძე | |
U12 | აჭარლები | ნინო ჭაღალიძე | ცოტნე გაბაიძე | ელენე ბერიძე | სანდრო აბულაძე | საბა ცენტერაძე | დათო არძენაძე |
U12 | დვრიტა | ანანო ჭაღალიძე | ალექსანდრე ოქროპირიძე | ერეკლე ქათამაძე | ნინო შაინიძე | თომა აბულაძე |
















Comments