ჩხუტუნეთის სკოლის "ლომები"
- Anna Shalikiani
- Nov 3
- 1 min read
ჩხუტუნეთის საჯარო სკოლამ ტვინების ბრძოლის შემოდგომის სეზონის შიდა სასკოლო ტურს უმასპინძლა. ღონისძიებამ, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლეებში ლოგიკური აზროვნების, გუნდური სულისკვეთებისა და ზოგადი განათლების დონის ამაღლებას, სკოლის სხვადასხვა კლასის მოსწავლეები გააერთიანა.
შეჯიბრი სამ ასაკობრივ ჯგუფში - U5 (მე-3, მე-4 და მე-5 კლასები), U8 (მე-6, მე-7 და მე-8 კლასები) და U12 (მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასები) კატეგორიებში წარიმართა. ჯამში, ჩხუტუნეთის საჯარო სკოლის შიდა სასკოლო ტურში ექვსმა გუნდმა იასპარეზა. თამაში თითოეულ ასაკობრივ ჯგუფში დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა. მონაწილეები დიდი ენთუზიაზმით პასუხობდნენ დასმულ შეკითხვებს და ცდილობდნენ საკუთარი გუნდისთვის მაქსიმალური ქულების მოპოვებას.
ინტელექტუალურ ბრძოლაში გამარჯვება შემდეგმა გუნდებმა მოიპოვეს:
U5 კატეგორია: “ლომები”, კაპიტანი - დემეტრე მალაყმაძე
U8 კატეგორია: “ლომები”, კაპიტანი - დემეტრე კახიძე
U12 კატეგორია: “მერცხლები”, კაპიტანი - ალეკო მერკულაძე
ღონისძიების დასასრულს, გამარჯვებულ გუნდებს სიგელები გადაეცათ. ტურნირში მონაწილე ყველა მოსწავლეს “ტვინების ბრძოლის” შიდა სასკოლო ტურში მონაწილეობის დამადასტურებელი დიპლომი ელექტრონულად დაეგზავნება.
მადლობას ვუხდით დირექტორს, ქალბატონ ვარდო ჭიპაშვილს და ტვინების ბრძოლის შიდა სასკოლოს ტურის ორგანიზატორთა გუნდს , ჩვენთან თანამშრომლობისა და მოსწავლეთა ინტელექტუალური განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის!
ჩხუტუნეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებს კი წარმატებებს ვუსურვებთ ტვინების ბრძოლის შემოდგომის სეზონზე!
გაიცანით ჩხუტუნეთის საჯარო სკოლის ტვინიკოსები:
კატეგორია | გუნდი | კაპიტანი | მე-2 წევრი | მე-3 წევრი | მე-4 წევრი |
U5 | ლომები | დემეტრე მალაყმაძე | თაკო კირკიტაძე | ვივიანა სალვარიძე | |
U8 | ლომები | დემეტრე კახიძე | ელენე კახიძე | ||
U12 | მერცხლები | ალეკო მერკულაძე | ალინა ფუტკარაძე | გრიგოლეტა კახიძე | გიორგი ძნელაძე |
U12 | არწივები | თამაზი კახიძე | სანდრო ფერსელიძე | ანანო ნაგერვაძე |





















Comments