ჩოხატაურელი "თანოსი" :)
- Anna Shalikiani
- Nov 6, 2025
- 3 min read
Updated: Nov 10, 2025
ჩოხატაურის N1 საჯარო სკოლამ ტვინების ბრძოლის შემოდგომის სეზონის შიდა სასკოლო ტურს უმასპინძლა. ღონისძიებამ, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლეებში ლოგიკური აზროვნების, გუნდური სულისკვეთებისა და ზოგადი განათლების დონის ამაღლებას, სკოლის სხვადასხვა კლასის მოსწავლეები გააერთიანა.
შეჯიბრი სამ ასაკობრივ ჯგუფში - U5(მე-3, მე-4 და მე-5 კლასები), U8(მე-6, მე-7 და მე-8 კლასები) და U12(მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასები) კატეგორიებში წარიმართა. ჯამში, ჩოხატაურის N1 საჯარო სკოლის შიდა სასკოლო ტურში ოცდაცამეტმა გუნდმა იასპარეზა. თამაში თითოეულ ასაკობრივ ჯგუფში დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა. მონაწილეები დიდი ენთუზიაზმით პასუხობდნენ დასმულ შეკითხვებს და ცდილობდნენ საკუთარი გუნდისთვის მაქსიმალური ქულების მოპოვებას.
ინტელექტუალურ ბრძოლაში გამარჯვება შემდეგმა გუნდებმა მოიპოვეს:
U5 კატეგორია: “ვარსკვლავები”, კაპიტანი - ლიზი გოგობერიშვილი
U8 კატეგორია: “არწივები”, კაპიტანი - დემეტრე დოლიძე
U12 კატეგორია: “თანოსი”, კაპიტანი - ქეთა თოხაძე
ღონისძიების დასასრულს, გამარჯვებულ გუნდებს სიგელები გადაეცათ. ტურნირში მონაწილე ყველა მოსწავლეს “ტვინების ბრძოლის” შიდა სასკოლო ტურში მონაწილეობის დამადასტურებელი დიპლომი ელექტრონულად დაეგზავნება.
მადლობას ვუხდით სკოლის დირექტორს, ეთერ წილოსანს და ტვინების ბრძოლის ორგანიზატორს, მაია სიხარულიძეს, ჩვენთან თანამშრომლობისა და მოსწავლეთა ინტელექტუალური განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის!
ჩოხატაურის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს კი წარმატებებს ვუსურვებთ ტვინების ბრძოლის შემოდგომის სეზონზე!
გაიცანით ჩოხატაურის N1 საჯარო სკოლის ტვინიკოსები:
კატეგორია | გუნდი | კაპიტანი | მე-2 წევრი | მე-3 წევრი | მე-4 წევრი | მე-5 წევრი |
U5 | ვარსკვლავები | ლიზი გოგობერიშვილი | ანდრია მეფარიშვილი | ერეკლე კუტუბიძე | მართა ჯინჭარაძე | გეგა ჟღენტი |
U5 | გონიერები | ელენე მეგრელიშვილი | კატო ბერაძე | ნიკოლოზ ცინცაძე | მართა აფციაური | თეკლა კოტრიკაძე |
U5 | ტვინიკოსები | ჯაბა ყაჭეიშვილი | ნუცა ბენდელიანი | კატო ჩხიკვაძე | მაკრინე პაიჭაძე | ტატო თსევაიშვილი |
U5 | ტვინები | დემეტრე ლობჟანიძე | მალხაზ თოლორდავა | გენო ყაჭეიშვილი | ნინი ჯიქია | დაჩი კეკელიძე |
U5 | ტვინები | ნინო ჯანანაშვილი | ნიტა მალუდრია | ანასტასია მეფარიშვილი | ლიზი კალანდაძე | რუსო სიხარულიძე |
U5 | უნიკალურები | დაჩი კვინტრაძე | ცოტნე ბოლქვაძე | დემე ბენდელიანი | სანდრო სანიკიძე | ლიზი ჯიბლაძე |
U5 | დაუმარცხებლები | გურამ ჟღენტი | დაჩი რამიშვილი | ლუკა ჩანტალაძე | ანდრია ბერძენიშვილი | დავით |
U5 | გადარეული გურულები | ლუკა ცინცაძე | ილია ოსეფაიშვილი | ანდრია საჯაია | ანდრია სიხარულიძე | ბარბარე ყაჯეიშვილი |
U5 | ცოდნის ძალა | ანდრია სიხარულიძე | ბარბარე გოგობერიშვილი | ლაშა გოგილაძე | ქეთევან გოგიბერიძე | ანი გობრონიძე |
U5 | ჭკვიანი ვარსკვლავები | ალექსანდრა ოსეფაიშვილი | ანდრია მამალაძე | მართა მდინარაძე | ირაკლი კეკელიძე | მირიან მგალობლიშვილი |
U8 | არწივები | დემეტრე დოლიძე | თემური ჯინჭარაძე | ქეთევანი კურიძე | ნინია უნგიაძე | ანანო ჭუმბურიძე |
U8 | უძლეველები | ბექა მეფარიშვილი | ბარბარე მეგრელიშვილი | დემეტრე | მართა ქორიძე | დავით გოგია |
U8 | Black king | თენგო დოლიძე | გიორგი ჯინჭარაძე | თორნიკე კალანდაძე | სანდრო მდინარაძე | ცოტნე თოხაძე |
U8 | ფუსფუსები | თიკა კუცებიძე | ლიზი კალანდაძე | ნინი დიასამიძე | ირაკლი მდინარაძე | გიორგი ახობაძე |
U8 | გამარჯვებულები | გიორგი კეკელიძე | მათე სიხარულიძე | სესილი სიხარულიძე | იოანე ცინცაძე | ანი ბუბუტიშვილი |
U8 | ჩემპიონები | თათია ყაჭეიშვილი | მარიკო ყაჭეიშვილი | სესილი ცინცაძე | ანა ლობჟანიძე | ელენე ბერძენიშვილი |
U8 | მეგა ტვინები | დაჩი აფციაური | ნათია გურგენიძე | ანა რამიშვილი | საბა ჩხიკვაძე | მართა ოსეფაიშვილი |
U8 | კაპიტნები | სესილი კოტრიკაძე | ნიკოლოზ ჩხიკვაძე | თენგო კოროშინაძე | გაბრიელ ბერძენიშვილი | ოთარ სიხარულიძე |
U8 | ინტელექტები | თინი ოსეფაიშვილი | კატო ჩხიკვაძე | ბარბარე ძნელაძე | ბარბარე ცინცაძე | ტასო ხაბეიშვილი |
U8 | ჭიამაიები | გეგა ცინცაძე | ნინო პაიჭაძე | ბაჩანა ჯინჭარაძე | მათე დოლიძე | ტასო ჩანტლაძე |
U8 | ვარსკვლავები | შოთა სარიშვილი | ერეკლე ბერაძე | გიო კეკელიძე | ლიზი ბერაია | თამარ თოდუა |
U8 | პეპლები | მარიამ თორდია | ნია მეჩეხია | ლიზი ცინცაძე | ანა ბერაძე | ტასო |
U12 | თანოსი | ქეთა თოხაძე | მარიამ ცინცაძე | ნატალი მეგრელიშვილი | მარია პაიჭაძე | ლიზი ვასაძე |
U12 | ათენა | ლიკა სარიშვილი | თაკო კალანდაძე | მარიამ გიორგაძე | ლიზა სენდაძე | სალომე ჯაყელი |
U12 | ბორჯღალოსნები | მარიამ ზარბაზოია | ანა კორიფაძე | მათე მეგრელაშვილი | ნინო ენფაძე | მარიამ კაკურია |
U12 | გობლინ გენგ | დაჩი სიხარულიძე | მარიამ ლორია | ანა კოროშინაძე | ტასო კალანდაძე | თორნიკე ბერიძე |
U12 | Gen-z | ლუკა აბუსერიძე | გიორგი ხოუვა | ანანო სიხარულიძე | ნინო მიქაშვიძე | ელენე მეფარიშვილი |
U12 | ლეგენდები | ირაკლი გოგოლაძე | ური ცინცაძე | ნოდარი მგელაძე | ნიკოლოზ აბუსერაძე | ბექა ჯინჭარაძე |
U12 | შესანიშნავი ხუთეული | ბარბარე არაბიძე | თიკა ჯუხენაშვილი | ტატო ჯიქია | ელენე ოსეფაიშვილი | კესო უთშერაშვილი |
U12 | არვიცია | ირაკლი კალანდაძე | ბარბარე კალანდაძე | ნიკა ჩხიკვაძე | ქეთი მეფარიშვილი | საბა ბასილია |
U12 | pixel-პიქსელი | ლუკა რამიშვილი | დათო პაიჭაძე | ელენე ცინცაძე | ნინი ბერძენიშვილი | ლიზი მგალობლიშვილი |
U12 | პირამიდა | გიორგი ჯინჭარაძე | დაჩი დოლიძე | ბესო თოდრაძე | საბა მეგრელიშვილი | თორნიკე გურგენიძე |
U12 | ფირალები | ზუკა ცინცაძე | საბა ცინცაძე | ნიკა მგელაძე | ბესიკ ლობჟანიძე | იუნგო სიხარულიძე |






























Comments