ჩოჩხათელი ფირალები
- Anna Shalikiani
- Oct 29
- 2 min read
ჩოჩხათის საჯარო სკოლამ ტვინების ბრძოლის შემოდგომის სეზონის შიდა სასკოლო ტურს უმასპინძლა. ღონისძიებამ, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლეებში ლოგიკური აზროვნების, გუნდური სულისკვეთებისა და ზოგადი განათლების დონის ამაღლებას, სკოლის სხვადასხვა კლასის მოსწავლეები გააერთიანა.
შეჯიბრი სამ ასაკობრივ ჯგუფში - U5 (მე-3, მე-4 და მე-5 კლასები), U8 (მე-6, მე-7 და მე-8 კლასები) და U12 (მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასები)კატეგორიებში წარიმართა. ჯამში, ჩოჩხათის საჯარო სკოლის შიდა სასკოლო ტურში თვრამეტმა გუნდმა იასპარეზა. თამაში თითოეულ ასაკობრივ ჯგუფში დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა. მონაწილეები დიდი ენთუზიაზმით პასუხობდნენ დასმულ შეკითხვებს და ცდილობდნენ საკუთარი გუნდისთვის მაქსიმალური ქულების მოპოვებას.
ინტელექტუალურ ბრძოლაში გამარჯვება შემდეგმა გუნდებმა მოიპოვეს:
U5 კატეგორია: “ცეცხლოვანი ლომები”, კაპიტანი -ანიტა გუჯაბიძე
U8 კატეგორია: “შევარდენი”, კაპიტანი -ანა აბაშიძე
U12 კატეგორია: “ფირალები”, კაპიტანი -ანდრია თავართქილაძე
ღონისძიების დასასრულს, გამარჯვებულ გუნდებს სიგელები გადაეცათ. ტურნირში მონაწილე ყველა მოსწავლეს “ტვინების ბრძოლის” შიდა სასკოლო ტურში მონაწილეობის დამადასტურებელი დიპლომი ელექტრონულად დაეგზავნება.
მადლობას ვუხდით ქალბატონ ია ღლონტს და ტვინების ბრძოლის ორგანიზატორს — ნანი კიკნაძეს, ჩვენთან თანამშრომლობისა და მოსწავლეთა ინტელექტუალური განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის!
ჩოჩხათის საჯარო სკოლის მოსწავლეებს კი წარმატებებს ვუსურვებთ ტვინების ბრძოლის შემოდგომის სეზონზე!
გაიცანით ჩოჩხათის სკოლის ტვინიკოსები:
კატეგორია | გუნდი | კაპიტანი | მე-2 წევრი | მე-3 წევრი | მე-4 წევრი | მე-5 წევრი |
U5 | ცეცხლოვანი ლომები | ანიტა გუჯაბიძე | დათო მესხია | გაბრიელ საჩერელაშვილი | ლიკა სარიშვილი | ანანო ფაცურია |
U5 | გონიერები | ანამარია კვაჭაძე | ანამარია კვერენჩხელაძე | ნუცა შაინიძე | ლილე გუნთაძე | თეკლე ყაბაშვილი |
U5 | დაუმარცხებლები | ნიკოლოზ პაიკიძე | ლიზი ანდღულაძე | გაბრიელ კვაჭაძე | სესილი აბაშიძე | ნია სივსივაძე |
U5 | ქორები | გურამი აბაშიძე | ალივა ჯინჯორია | ნანუკა ჩხარტიშვილი | მარიამ ნაკაიძე | ერეკლე სარიშვილი |
U5 | არწივები | ანდრია ურუშაძე | ნინი მარშანიშვილი | ბარბარე გრძელიძე | ბარბარე თავართქილაძე | საბა ფოფხაძე |
U5 | ტვინიკოსები | სესილი ტორონჯაძე | გუგა მსხილაძე | ელისა ბერიძე | დანიელ სამუშია | ნინი ცინცაძე |
U8 | შევარდენი | ანა აბაშიძე | ილია კვერენჩხილაძე | დათო ჯინჯორია | თინათინ გურგენაძე | საბა მაისურაძე |
U8 | დიდგორი | გურამ ზენაიშვილი | რუსკა მარშანიშვილი | ნიკოლოზ აფხაზავა | მარი გუჯაბიძე | ირაკლი ჯინჯორია |
U8 | ლეგენდები | ნიკოლოზ ჯიჯიეშვილი | ელისაბედ მახარაძე | გიორგი დოლიძე | ბარბარე გუჯაბიძე | ლუკა ხოჯანაშვილი |
U8 | აისი | ნინო ფაცურია | ხატია გუჯაბიძე | ლიზი ჯიჯიეშვილი | თამარი მახარაძე | ელგუჯა ჭუმბურიძე |
U8 | ჭკვიანები | გაბრიელ ჯიშკარიანი | ალექსი შაინიძე | აჩი შაინიძე | სალომე ფოფხაძე | ნინი ყაზაშვილი |
U12 | ფირალები | ანდრია თავართქილაძე | ირაკლი მდინარაძე | გიგა სარიშვილი | საბა ტუღუში | ლუკა ჩხარტიშვილი |
U12 | ჭკვიანები | ბარბარე მაისურაძე | ბარბარე ძიმისტარიშვილი | ნატა ჩხარტიშვილი | ნანუკა ფაცურია | ბარბარე მარშანიშვილი |
U12 | ანგელოზები | ზვიად ძიმისტარიშვილი | სალომე სარიშვილი | ლიზი ტუღუში | ნინი კვერენჩხილაძე | |
U12 | ფიფქი | თარაშ ციცბა | მარიამ ტუღუში | ნინია ძიმისტარიშვილი | ლიზი მარშანიშვილი | თამთა მარშანიშვილი |
U12 | აიქიუ | ნუცა დოლიაშვილი | გვანცა ზენაიშვილი | ტასო ანთიძე | ანანო ვასაძე | ანანო კარგიევი |
U12 | ძლიერები | გეგა მახარაძე | გიორგი აბაშიძე | ლუკა მსხილაძე | სანდრო ტუღუში | ანრი შაინიძე |
U12 | კაპიტანი | თიკა ტიკარაძე | ანანო აბულაძე | ლუკა მარშანიშვილი | ლანა გუჯაბიძე | ანი გუჯაბიძე |

















Comments