top of page
Writer's pictureeko

ტვინების ბრძოლის გრანდიოზული ფინალი და გამარჯვებულები

Updated: Jun 18

ტვინების ბრძოლის 2024 წლის გაზაფხულის სეზონი, მასშტაბური ფინალური ტურით დასრულდა. დასკვნით ეტაპში მონაწილეობა 420-მა გუნდმა (2137-მა საუკეთესო შედეგების მქონე მოაზროვნემ) მიიღო. საქართველოს ჩემპიონატს ხუთმა ლოკაციამ უმასპინძლა.

ტვინიკოსების ბრძოლა პირველობისთვის, შემდეგ ქალაქებში გაიმართა:

თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, ზუგდიდი, ახალციხე.


თამაში ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით, ერთსა და იმავე დროს გაიმართა. გუნდების შედეგები საერთო ცხრილში გაერთიანდა, დაძაბული ინტელექტუალური პაექრობა, პირველ ასაკობრივ კატეგორიაში მბროლაურის N1 საჯარო სკოლის გუნდის ,,ჩემპიონები" გამარჯვებით დასრულდა. სიმბოლურად შერჩეული სახელწოდება გუნდმა, რეალურ ფაქტად აქცია და სეზონის ჩემპიონი გახდა. გუნდის კაპიტანი ნუცა ყიფიანი. წევრები: ელენე კობახიძე, ნიკოლოზ მიქიაშვილი,ცოტნე დალაქიშვილი , დავით ბუაძე.კლასის დამრიგებელი-მარიამ დონაძე.



არანაკლებ დაძაბული აღმოჩნდა ბრძოლა პირველობისთვის, მეორე ასაკობრივ კატეგორიაში- მე6, მე7, მე8, კლასებს შორის. 15 შეკითხვიანი ტური, ქვეყნის მასშტაბით ოთხმა გუნდმა, უშეცდომოთ, მაქსიმალური შედეგით - 90 ქულით დაასრულა, რამაც გადათამაშების ,,პენალტების" საჭიროება განაპირობა.ერთმანეთს გამარჯვებულისა და საპრიზო ადგილების გასანაწილებლად დაუპირისპირდნენ შემდეგი გუნდები: მესტია მე2 საჯარო სკოლა ,,კლდის ვეფხვი" კაპიტანი- ნიკოლოზ რატიანი. ბათუმი- კერძო სკოლა ,,ევრო 2000" გუნდი ,,ლეგიონი"-კაპიტანი იოსებ ბოლქვაძე. ბათუმი-მე20 საჯარო სკოლა, გუნდი ,,მარსი"- კაპიტანი ნიკოლოზ ცეცხლაძე და ვანი მე-2 საჯარო სკოლა, გუნდი ,,შავი კვადრატი" -კაპიტანი ოთარ ძნელაძე. პენატლების სერიის შედეგად, გუნდებმა ადგილები შემდეგნაირად გაინაწილეს:


პირველი ადგილი-მესტია მე2 საჯარო სკოლა ,,კლდის ვეფხვი" კაპიტანი- ნიკოლოზ რატიანი გუნდის წევრები- რომან სუბელიანი, მარი გვარლიანი, ლიზი მაჩიტიძე, მზია ფალიანი. კლასის დამრიგებელი-მარიანა ფალიანი.

მეორე ადგილი- ბათუმი- კერძო სკოლა ,,ევრო 2000" გუნდი ,,ლეგიონი"კაპიტანი იოსებ ბოლქვაძე.

მესამე ადგილი-ბათუმი-მე20 საჯარო სკოლა გუნდი ,,მარსი" კაპიტანი ნიკოლოზ ცეცხლაძე.




რაც შეეხება U12 კატეგორიას, რომელიც თამაშის წესების მიხედვით მე9-მე10,მე11 და მე12 კლასებს აერთიანებს, ტვინების ბრძოლის 2024 წლის გაზაფხულის სეზონის საქართველოს ჩემპიონები გახდნენ მოაზროვნეები ქუთაისიდან. იოსებ ოცხელის N2 საჯაროს სკოლა გუნდი ,,ბავშვები 402 ოთახიდან" კაპიტანი შოთა ჭურაძე მაქსიმალური 90 ქულა. გუნდის წევრები- ნათია გაჩეჩილაძე, ანანო გეწაძე, ნიტა ჯანელიძე, საბა ბებურიშვილი. კლასის დამრიგებელი- ნათია გაბუნია.

ამავე ასაკობრივ კატეგორიაში მეორე ადგილოსანი გახდა-გუნდი ,,მრგვალი მაგიდა" თბილისის თავისუფალი სკოლა,

კაპიტანი ნიკოლოზ ხარშილაძე.

მესამე ადგილის მფლობელი კი გახდა გუნდი ,, six of crowns" თბილისის N199 სკოლიდან -კაპიტანი ბარბარე მხეიძე.


გამარჯვებულ გუნდებს დამსახურებული პრიზები - დიპლომი, თასი და შემეცნებით-ინტელექტუალური ბანაკის ერთ კვირიანი უფასო საგზური გადაეცათ. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ის, რომ ტვინების ბრძოლას მიმდინარე სეზონზე ახალი მხარდამჭერი შემოუერთდა, ეს გახლავთ IQ ლიდერთა სკოლა, რომლის სრული დაფინანსებით ამავე სკოლაში, გამარჯვებული გუნდებიÖ მათთვის სასურველ პროგრამაზე სასწავლო კურსს გაივლიან. მეორე და მესამე ადგილოსნებს დაფინანსების 60% და 50% ვაუჩერები გადაეცათ. სასწავლო კურსის 30%-ინი ფასდაკლების ვაუჩერი კი მიიღო ყველა ფინალისტმა.


ტვინების ბრძოლა ულოცავს თითოეულ მონაწილეს ღირსეულ თამაშს, განსაკუთრებით ულოცავს ჩემპიონებს და საპრიზო კატეგორიის მფლობელ გუნდებს ამ დიდ წარმატებას, წინ საინტერესო და ინტელექტუალური თავგადასავლებით დატვირთული საზაფხულო ბანაკი გველოდება!

438 views0 comments

Comments


bottom of page