ჩაქვის "ლოგოსი"
- Anna Shalikiani
- Apr 15
- 2 min read

ჩაქვის სკოლა-გიმნაზიამ ტვინების ბრძოლის გაზაფხულის სეზონის შიდა სასკოლო ტურს უმასპინძლა. ღონისძიებამ, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლეებში ლოგიკური აზროვნების, გუნდური სულისკვეთებისა და ზოგადი განათლების დონის ამაღლებას, სკოლის სხვადასხვა კლასის მოსწავლეები გააერთიანა.
შეჯიბრი სამ ასაკობრივ ჯგუფში - U5(მე-3, მე-4 და მე-5 კლასები), U8(მე-6, მე-7 და მე-8 კლასები) და U12(მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასები) კატეგორიებში წარიმართა. ჯამში, შიდა სასკოლო ტურში 12-მა გუნდმა იასპარეზა. მონაწილეები დიდი ენთუზიაზმით პასუხობდნენ დასმულ შეკითხვებს და ცდილობდნენ საკუთარი გუნდისთვის მაქსიმალური ქულების მოპოვებას.
ინტელექტუალურ ბრძოლაში გამარჯვება შემდეგმა გუნდებმა მოიპოვეს:
U5 კატეგორია: "არწივები", კაპიტანი - ნოე ყურშუბაძე
U8 კატეგორია: "სპლიყვი", კაპიტანი - გეგა ხალვაში
U12 კატეგორია: "თაობა2", კაპიტანი - მართა ლაზიშვილი
ღონისძიების დასასრულს, გამარჯვებულ გუნდებს სიგელები გადაეცათ. ტურნირში მონაწილე ყველა მოსწავლეს “ტვინების ბრძოლის” შიდა სასკოლო ტურში მონაწილეობის დამადასტურებელი დიპლომი ელექტრონულად დაეგზავნება.
მადლობას ვუხდით სკოლის დირექტორს, ვაჟა სოლომონიძეს და ტვინების ბრძოლის ორგანიზატორთა გუნდს, ჩვენთან თანამშრომლობისა და მოსწავლეთა ინტელექტუალური განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის!🙌
ჩაქვის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეებს კი წარმატებებს ვუსურვებთ ტვინების ბრძოლის გაზაფხულის სეზონზე!✨
გაიცანით ჩაქვის სკოლა-გიმნაზიის ტვინიკოსები: 👇
კატეგორია | გუნდი | კაპიტანი | მე-2 წევრი | მე-3 წევრი | მე-4 წევრი | მე-5 წევრი |
U5 | არწივები | ნოე ყურშუბაძე | დათა უგრეხელიძე | ლიზი ზარქუა | ლევან შაქარიშვილი | სესილი მახარაძე |
U5 | ვარსკვლავები | გაბრიელ კონელიძე | ბარბარე ყურშუბაძე | შიო ფალავანდიშვილი | ნინი რიონიძე | მარიამ კონცელიძე |
U5 | გონიერები | დავით ზაქარაძე | ტასო კალანდაძ | მილანა ძუბა | ლუკა ბარბაქაძე | ემილი ჭყონია |
U8 | სპლიყვი | გეგა ხალვაში | მარიტა ყურშუბაძე | ელენე ბარბაქაძე | თამუნა ბაკურაძე | ნიცა ჯინჭარაძე |
U8 | N1 | დეაკო დიასამიძე | თეონა მახარაძე | ელენე ფუტკარაძე | გიორგი უგრეხელიძე | ლაშა-გიორგი გელაშვილი |
U8 | ფენომენი | ანდრია რევაზიშვილი | ციო გელაშვილი | ნატრის ველიაძე | მიშიკო ბერიძე | დემეტრე დუმბაძე |
U8 | ლოგიკოსები | ელენე მინაშვილი | ნინი ხრიმიანი | ნია ველიაძე | სანდრო გონგაძე | გიორგი კონცელიძე |
U8 | იბერია | ბარბარე კონცელიძე | სესილი კონცელიძე | სოფია ძუბა | ელინა ყურშუბაძე | გიორგი ბერიძე |
U12 | თაობა2 | მართა ლაზიშვილი | ელენე ქარცივაძე | მარიამ ათამაძე | შოთიკო გუნდაძე | აჩიკო აბუსელიძე |
U12 | ნეირონი | საბა ყურშუბაძე | თემო ჯაფარიძე | ანზორი ირემაძე | ნათია კვაჭაძე | გიორგი ცენტერაძ |
U12 | ელიტა | რეზი აბუსელიძე | ანდრია დიასამიძე | ელიზა ქარცივაძე | ანანო იმნაძე | მარიამ ლამპარაძე |
U12 | ლოგოსი | ნინელი ყურშუბაძე | თამთა კონცელიძე | ანასტასია ფუტკარაძე | ნიკოლოზ აბუსელიძე | გოგა გორჯელაძე |












Comments